ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51316

1929

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის ჩანაწერების მიხედვით, 1929 წლის 1-ელი სექტემბრიდან საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ბიბლიოთეკა საკუთარი ინვენტარითა და ცალკე კატალოგით საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკის ნაწილს წარმოადგენდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გააკეთა მოხსენება იმის შესახებ, თუ რომელი პუნქტები შესრულდა საზოგადოების 25 ივნისს ჩატარებულ საზოგადო კრებაზე დაგეგმილი ღონისძიებებიდან.

1916

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1916 წლის მუშაობის ანგარიშის მიხედვით, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილის ანდერძი გაანაღდა, რისთვისაც ერთი თვე მოსკოვში იმყოფებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ბათუმში ბრიტანული ჯარის შენარჩუნებას ცდილობდა, თუმცა ნაწილი საქართველოდან უკვე წასული იყო. უხაროდა, რომ სამშობლოში აფასებდნენ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი მას სრული ნდობა გამოუცხადა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 სექტემბერს ვარლამ იმნაძემ ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს წლიური კრება გახსნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 სექტემბერს ვარლამ იმნაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს წლიურ კრებაზე იაკობ გოგებაშვილისა და ალექსანდრე ხახანაშვილისთვის პანაშვიდის გადახდა გადაწყვიტეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 იანვარს ივანე საყვარელიძე შორაპნის მაზრაში მსაჯულად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 იანვარს იოსებ ნადირაძე რაჭის რწმუნებულად დაინიშნა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ვარლამ იმნაძე ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს თავმჯდომარე იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ლ იანვარს პავლე ჩხენკელი გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა მინისტრის მდივნის თანამდებობიდან სამხარეო სამუშაო ცენტრში მდივნად დანიშვნის გამო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზესტაფონის არჩევნებში კიტა აბაშიძეს 38 რწმუნებული მიემხრო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 ივლისს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი და გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე ხახანაშვილმა გიორგი წერეთელს მისწერა, რომ ეთნოგრაფიულ პროგრამაში მონაწილე სტუდენტები ნოველების თარგმნას აპირებდნენ. ხახანაშვილმა წერეთელს სთხოვა, მისთვის თხზულებათა კრებული გაეგზავნა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 19 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ მთავარ გამგეობას მისწერა, რომ ფოსტისთვის ეცნობებინა, ადგილობრივი ქართული სკოლის მასწავლებლის ოქტომბრის ხელფასი დოროთე უჩანეიშვილის ნაცვლად ეკატერინე კედიასთვის გაეგზავნა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე ხახანაშვილმა გიორგი წერეთელს მისწერა, რომ ავადმყოფობის გამო უორდროპებს ვეღარ ესტუმრა, ამიტომ მათთან მისვლას შობისთვის გეგმავდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის სექტემბერში ექიმი ივანე დიმიტრის ძე ბოკერია ქუთაისის ქირურგიულ და ქალთა სნეულებების საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაში მუშაობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას უნდა გამოეცა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილისა და მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის ლექსიკონები. უსახსრობის გამო გამგეობამ ლექსიკონების გამოცემა ვერ შეძლო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 21 ივლისს გრიგოლ პორფილეს ძე პატარაიამ აიღო მოწმობა, რომ ის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და სარევიზიო კომისიის წევრი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძემ საჩხერის არჩევნები გაასაჩივრა.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 15 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე სარევიზიო კომისიის პრეზიდიუმის თავმჯდომარედ აირჩიეს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, მდივნად – გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე ხახანაშვილმა გიორგი წერეთელს მისწერა, რომ მისი არქეოლოგიური მოგზაურობის ანგარიშის ბეჭდვას იწყებდა. ხახანაშვილმა ანასტასია წერეთელს მოიკითხვა შეუთვალა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრებმა დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ და გიორგი პაატას ძე მაჭავარიანმა ერთ კვირაში დაათვალიერეს საზოგადოების მუზეუმი, ფიქრის გორა, ილია ჭავჭავაძის სახლი, შეამოწმეს წიგნის მაღაზია, მაღაზიასთან მდებარე საწყობი, კანცელარია, კლიშეები და შეადარეს ანგარიშები მთავარ და დამხმარე დავთრებთან.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 9 ივნისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე და გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი.

1896

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N4–5) დაიბეჭდა აკაკი წერეთლის განცხადება, რომელშიც ის სოფლის სკოლის მასწავლებლებს სთხოვდა, შეეგროვებინათ და რედაქციაში გამოეგზავნათ სახალხო შაირები, ზღაპრები, გამოცანები და სხვა ზეპირი თქმულებანი.

1896

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N 4–5; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) რუბრიკაში „ნახული და გაგონილი“ დაიბეჭდა „მგზავრის შენიშვნები“, რომელშიც სამხრეთ საქართველო იყო აღწერილი. ავტორი აღნიშნავს, რომ ახალციხის მოსახლეობა მრავალეროვანი იყო: სომხები, ფრანგები, ებრაელები.ყველანი ქართულად საუბრობდნენ, გარდა ბოლო დროს ერზრუმიდან გადმოსახლებული სომხებისა.