ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47368

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის პასუხისმგებელი ნოქრის, ვასილ ჩიტოს ძე გადილიას განცხადება წიგნთა საწყობის საქმეების მოწესრიგების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქართველ მწერალთა კავშირის წინადადება სახელმწიფო თეატრში დავით კლდიაშვილის 30 წლის სამწერლო მოღვაწეობის იუბილეზე საზოგადოების მონაწილეობის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე საზოგადოების წიგნსაცავის გამგის ჯამაგირისთვის 51 100 მანეთი გამოყვეს, ბიბლიოთეკარის თანაშემწის ჯამაგირისთვის — 45 180, ბიბლიოთეკის დამლაგებლის ჯამაგირისთვის — 16 400, ფიქრის გორის მეეზოვისთვის კი — 360 მან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ინვენტარის შესაცვლელად 5 000 მანეთი გამოყვეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ განათლების კომისარიატისთვის რეკვიზიციით წაღებული საქონლიდან გაუყიდავად დარჩენილი წიგნების მოთხოვნის საკითხი დასვა. გამგეობამ დაადგინა, განათლების კომისარიატისთვის მიეწერა და წიგნები მოეთხოვა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, მურად გულთაიშვილისა და სულეიმან კაიკაციშვილის დასახმარებლად გამოყოფილი თანხა 24 000 მანეთამდე გაეზარდათ.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლიდან ერმილე კონსტანტინეს ძე კალანდაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლიდან პავლე თეიმურაზის ძე კალანდაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლიდან გიორგი ყარამანის ძე კალანდაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლიდან ირაკლი ისიდორეს ძე კალანდაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლიდან დარისპან გიგოს ძე კალანდაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლიდან მღვდელი სარდიონ ძნელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლიდან დიმიტრი ანტონის ძე კალანდაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლიდან ტიხონ ბართლომეს ძე ჭეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლიდან დავით ათანასეს ძე ფოცხიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლიდან იოსებ სოლომონის ძე ქარცივაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლიდან კალენიკე ლევანის ძე ნინიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლიდან აპოლონ მელიტონის ძე ფირცხალავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლიდან კაპიტონ ჩხიკვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლიდან ივანე კონსტანტინეს ძე ჯაბუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე, იაკობ გოგებაშვილის ანდერძის თანახმად, ჟურნალ „განათლებას“ 400 მანეთი გადასცეს, ჭრა-კერვის სკოლას — 120 მანეთი, განათლების საზოგადოებას — 120, განათლების ფონდს კი — 1 000 მან.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კოტე აბდუშელიშვილმა გამგეობას მოახსენა, რომ აკაკის სახლი სხვიტორში ბინად უნდოდა. მას არ სურდა, იქ მეფუტკრეობის სკოლა გაეხსნათ. გამგეობამ მიწათმოქმედების კომისიის მოადგილესთან საქმის არსის გარკვევა მდივანს დაავალა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ ქაღალდის ფასის ზრდის გამო წიგნებზე ფასის მომატების საკითხი დასვა. გამგეობამ ბურჯანაძის წინადადება მიიღო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 სექტემბერს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნინო იოსების ასული ნაკაშიძე და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ საზოგადოების წიგნის მაღაზიისთვის გამყიდველის მოწვევის საკითხი დასვა. გამგეობამ დაადგინა, მაღაზია და საწყობი დროებით გრიგოლ ბურჭულაძისთვის ჩაებარებინა.