რეგისტრირებული ფაქტები50108
სორტირება თარიღი კლებადობით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 2 ოქტომბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა პავლე თუმანიშვილმა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს გაუგზავნა წერილი და 200 თუმნის ქვითარი. თანხიდან 100 თუმანი ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლისთვის იყო განსაზღვრული, დანარჩენი კი – აკაკი წერეთლის ფონდისთვის.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 1-ელ ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ივანე ყარალაშვილისთვის ეკითხათ, უნდოდა თუ არა ახალციხის ბიბლიოთეკის გამგეობა.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს სთხოვს, მიაწოდონ 15 სექტემბრის საგანგებო კრების მიერ ილიას ძეგლისთვის გამოყოფილი 1000 მანეთი და საზოგადო კრების სხვა შემოწირულობანი, რათა დროულად მოხერხდეს იაკობ ნიკოლაძისთვის კუთვნილი 1500 მანეთის გაგზავნა პარიზში. ხელს აწერს სამსონ ფირცხალავა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს იაკობ ნიკოლაძის თხოვნა ილია ჭავჭავაძის ძეგლისთვის 300 მანეთის გადადების შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას განცხადება, გამგეობას მიეღო გადაწყვეტილება სტამბის იუბილესთან დაკავშირებით. გამგეობის დადგენილებით, ამ საკითხზე სამუშაოდ შემდეგ სხდომაზე საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭო უნდა მოეწვიათ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, თავმჯდომარეს, გიორგი ყაზბეგს, ქალთა უმაღლესი კურსების დამაარსებლებისთვის კურსების გახსნა მიელოცა.
1909
ტიპი: თანამდებობა
რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურებითი სიის მიხედვით, იგი 1909 წლის 17 სექტემბერს ამიერკავკასიის რკინიგზების სამოსწავლო განყოფილების განკარგულებით ქართული ენის მასწავლებლად სამტრედიის რკინის გზის ორკლასიან სასწავლებელში დაინიშნა. ნამსახურებითი სიის პირის ორიგინალიდან სწორად გადმოწერას 1919 წლის 25 იანვარს ხელმოწერით ადასტურებს ქუთაისის გუბერნიის 1-ლი რაიონის სახალხო სკოლების მეთვალყურე.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 17 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილისთვის ეთხოვათ საზოგადოების წიგნის მაღაზიის შესახებ მოხსენების დაწერა საზოგადო კრებისთვის წარსადგენად.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 17 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საზოგადოების ბათუმის განყოფილებიდან გამოგზავნილი განცხადება ბარნაბა გელაზანიას მასწავლებლად წარდგენის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
ქაიხოსრო იასონის ძე ქავთარაძემ, რომელსაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისაგან მინდობილი ჰქონდა იმ სახლისა და ქონების მეთვალყურეობა, რომელიც განსვენებულმა ილია ჭავჭავაძემ „საზოგადოებას" უანდერძა, 1909 წლის 17 სექტემბერს გამგეობას წერილობით აუწყა სახლის სავალალო მდგომარეობა: მეთვალყურის თქმით, ახალ ბინაში გადასვლის შემდეგ ოლღა გურამიშვილმა ყველა ნივთი გადაატანინა და რკინებით მიმაგრებული პირსაბანისა და აბანოს ქვაბის გატანასაც აპირებდნენ მისივე განკარგულებით, რაც ძალიან დააზიანებდა კედელს და საცხოვრებლად გამოუსადეგარს გახდიდა ისედაც უნუგეშო მდგომარეობაში მყოფ სახლს.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ პარიზში მყოფ იაკობ ნიკოლაძეს შეატყობინა, რომ უგზავნიდა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ფოტოსურათების მიხედვით მხატვარ-ექსპერტთა (გიგო გაბაშვილი, ოსკარ შმერლინგი, გრინევსკი) მიერ შედგენილ ოქმს. გამგეობამ ნიკოლაძეს შენიშვნების გათვალისწინებით შესწორებული ქანდაკების ახალი ფოტოსურათების გამოგზავნა სთხოვა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, იაკობ ნიკოლაძისათვის გაეგზავნათ მხატვრების პროტოკოლი ილია ჭავჭავაძის ძეგლთან დაკავშირებით. გამგეობამ ნიკოლაძეს სთხოვა მხატვრების აზრის გათვალისწინებით ძეგლის შესწორება და სურათების გაგზავნა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, რომ სიმონ კლდიაშვილს შეედგინა ილია ჭავჭავაძის სახლის მუზეუმად გადაკეთების დაწვრილებითი გეგმა და ხარჯთაღრიცხვა მისი უკანასკნელი ესკიზის მიხედვით.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თხოვნით მხატვარ-ექსპერტთა კომისიის წევრებმა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის იაკობ ნიკოლაძისეული ფოტოსურათები განიხილეს. ოქმში აღნიშნეს, რომ მგლოვიარე ქალის ფიგურა ოსტატურად იყო შესრულებული, მაგრამ გამოთქვეს შენიშვნები მოსასხამის დეტალებთან დაკავშირებით. დასკვნას ხელი მოაწერეს გიგო გაბაშვილმა, ოსკარ შმერლინგმა და ჰენრიკ ჰრინევსკიმ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იასონ პავლეს ძე მოსაშვილს მადლობის წერილი გაუგზავნა ოდესაში ეკატერინე ყარამანის ასულ პეტრიაშვილისათვის გადასაცემად.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, გომარეთის სკოლის მასწავლებლად კოტე სეხნიაშვილი დაენიშნათ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას წინადადება, იმ ვაჭრებისთვის, რომლებიც საზოგადოებას ეხმარებოდნენ, დიპლომები გადაეცათ. გამგეობამ დიპლომებისთვის 15 თუმანი გამოყო.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 9 სექტემბრის წერილიდან ვიგებთ, რომ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობას თანხის უქონლობის გამო უგვიანდება იაკობ ნიკოლაძისთვის ილიას საფლავის ძეგლის ჩამოსასხმელად საჭირო 1500 მანეთის გაგზავნა პარიზში, ამიტომ თხოვნით მიმართავს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს, შეასრულონ 1908 წლის 23 აგვისტოს №830 შეტყობინებაში დადასტურებული მზადყოფნა და გაუწიონ გამგეობას დაპირებული ნივთიერი დახმარება. ხელს აწერს სამსონ ფირცხალავა – გამგეობის მდივანი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს გიორგი ლასხიშვილის განცხადება არჩილ ჯორჯაძისათვის აკაკი წერეთლის ფონდიდან ყოველთვიური დახმარების დანიშვნის შესახებ. გამგეობამ ჯორჯაძეს გამოჯანმრთელებამდე თვეში 5 თუმანი დაუნიშნა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს გამგეობის წევრებისა და არქიტექტორების სხდომის პროტოკოლი ბიბლიოთეკა-მუზეუმის ილია ჭავჭავაძის სახლში გადატანის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 3 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრების დადგენილებით, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი ბიბლიოთეკა-მუზეუმის ილია ჭავჭავაძის სახლში გადატანის გეგმის განხორციელების შესახებ სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილს უნდა მოლაპარაკებოდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს იუსტინე აბულაძის თხოვნა ბიბლიოთეკიდან ხელნაწერების შესასწავლად მიცემის შესახებ. გამგეობამ საკითხის გადაწყვეტა საისტორიო-საარქეოლოგიო სექციას მიანდო.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა სენაკის წიგნის მაღაზია „სინათლის“ მეპატრონის, პეტრე მიხეილის ძე დგებუაძის თხოვნა კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, დგებუაძეს გაეხსნებოდა 200 მანეთის კრედიტი, რისთვისაც მას საზოგადოების სენაკის განყოფილების მიერ დასახელებული ორი პირის მიერ ხელმოწერილი ვექსილი უნდა წარედგინა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გიორგი შარაბაძის თხოვნა, დახმარებოდნენ ქართული სტამბის მოწყობაში. გამგეობის გადაწყვეტილებით შარაბაძეს ძმები ზუბალაშვილების თანხიდან 100 მანეთი გადაეცემოდა.