ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50103

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 12 სექტემბერს ოლივერ უორდროპს ქართველ მუსლიმთა დელეგაცია და ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი ესტუმრნენ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 4 ოქტომბერს ოლივერ უორდროპი და გრანდი საოპერო სეზონის გახსნაზე იყვნენ და ქართული ხალხური ზღაპრის მიხედვით შექმნილი საოპერო წარმოდგენა „აბესალომ და ეთერი“ ნახეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 21 სექტემბერს ოლივერ უორდროპს ეწვია სპარსეთის გენერალური კონსული, რომელსაც დიდხანს ესაუბრა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 16 სექტემბერს ოლივერ უორდროპი თბილისიდან ბათუმში გაემგზავრა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლ ოქტომბერს ოლივერ უორდროპი ბაქოდან თბილისში დაბრუნდა. მას საზეიმოდ მორთულ სადგურში უამრავი ადამიანი დახვდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 სექტემბერს, პირველ საათზე, ოლივერ უორდროპი პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნას დაესწრო. სხდომაზე პარლამენტმა რკინიგზაზე ყაჩაღობისთვის სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი მიიღო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 სექტემბერს ოლივერ უორდროპი დომენიკა ერისთავს ესტუმრა.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წლის 6 ოქტომბერს ოლივერ უორდროპი მხატვრების, მუსიკოსებისა და ლიტერატორების მიერ შექმნილი კლუბის წევრი გახდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 ოქტომბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ამერიკული არმიის შტაბის უფროსი, გენერალი ჰარბორდი ხანმოკლე ვიზიტით ჩამოდიოდა საქართველოში. პრეზიდენტ უილსონის დავალებით მას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში უნდა მომეზადებინა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 18 სექტემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ პოლკოვნიკი სტოქსის თავის წარმომადგენლად დანიშვნას აპირებდა ბაქოში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 სექტემბერს ოლივერ უორდროპი თბილისში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ხატისიანს ეწვია.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 სექტემბერს ოლივერ უორდროპი ბაქოში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ესტუმრა საპასუხო ვიზიტით.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 29 სექტემბერს ოლივერ უორდროპმა აზერბაიჯანში ბიბიეიბათის ნავთობის საბადოები დაათვალიერა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 8 დეკემბერს მარჯორი უორდროპი ბუქარესტიდან ოლღა გურამიშვილისადმი გამოგზავნილ წერილში არტურ ლაისტს მოკითხვას უთვლიდა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 8 დეკემბერს მარჯორი უორდროპი ბუქარესტიდან ოლღა გურამიშვილს ატყობინებს, რომ გერმანიიდან შეიძინეს (სავარაუდოდ მე-11საუკუნის ბოლოს და მე-12 საუკუნის დასაწყისის) ქართული ხუცური ხელნაწერი „გალობა“ (150 გვერდი, ბოლო ფურცლები აკლდა).

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 21 მარტს მარჯორი უორდროპი ბუქარესტიდან ოლღა გურამიშვილისადმი გამოგზავნილ წერილში დავით მიქელაძის, ნიკო თავდგირიძის და კიტა აბაშიძის დაპატიმრების გამო შეშფოთებას გამოთქვამდა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 8 დეკემბერს მარჯორი უორდროპი ბუქარესტიდან ოლღა გურამიშვილს გერმანული წიგნების გაგზავნისთვის მადლობას უხდიდა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 8 დეკემბერს მარჯორი უორდროპი ბუქარესტიდან ოლღა გურამიშვილისადმი გამოგზავნილ წერილში აკაკითან, სავანეში, სტუმრობას იხსენებდა, სადაც მისი დედაც იმყოფებოდა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 8 დეკემბერს მარჯორი უორდროპი ბუქარესტიდან ოლღა გურამიშვილისადმი გამოგზავნილ წერილში წერდა, რომ აღფრთოვანებული იყო ოლღას გენერალ- გუბერნატორისადმი მიმართვით, რომელშიც ის ილიას მკვლელების შეწყალებას ითხოვდა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 8 დეკემბერს მარჯორი უორდროპი ბუქარესტიდან ოლღა გურამიშვილისადმი გამოგზავნილ წერილში საქართველოში ქოლერის (ხოლერის) არსებობის გამო დიდ მწუხარებას გამოთქვამდა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 3 ოქტომბერს ბუქარესტიდან გამოგზავნილ წერილში მარჯორი უორდროპი ოლღა გურამიშვილის ავადმყოფობის გამო მწუხარებას გამოთქვამდა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 3 ოქტომბერს ბუქარესტიდან მარჯორი უორდროპი ოლღა გურამიშვილს სწერდა, რომ მათთან სტუმრად იყო ინგლისელი კომპოზიტორი ვოგან ვილიამსი, რომელიც 10 წელიწადი საქართველოში მოგზაურობდა და ილიას იცნობდა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 8 დეკემბერს ბუქარესტიდან მარჯორი უორდროპი ოლღა გურამიშვილს მოკითხვის წერილს უგზავნიდა და ეკითხებოდა, განიკურნა თუ არა მისი თვალის ავადმყოფობა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 8 დეკემბერს ბუქარესტიდან მარჯორი უორდროპი ოლღა გურამიშვილს მოკითხვის წერილს და დედის სურათს უგზავნიდა, რომელიც მას თბილისში ყოფნის დროს ალექსანდრე როინაშვილმა გადაუღო.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 8 მარტს ბუქარესტიდან გამოგზავნილ წერილში მარჯორი უორდროპი ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებს გამო დიდ წუხარებას გამოთქვამდა და ოლღა გურამიშვილს ანუგეშებდა.