ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47368

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იაკობ ცინცაძისა და ვასილ იარალოვის თხოვნა ცხინვალის ბიბლიოთეკის დახმარების შესახებ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 21 ნოემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1906 წლის 21 ოქტომბრიდან 18 ნოემბრამდე საზოგადოებაში შევიდა 2684. 48 მანეთი და დაიხარჯა – 2660. 42.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ ზოგიერთი ბიბლიოთეკა გააუქმეს. თბილისის ერთი ბიბლიოთეკა უსახსრობის გამო დახურეს, უმოქმედო იყო ხარაგაულისა და ყვირილის ბიბლიოთეკები, რომლებიც ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელმა რაზმმა გადაწვა. ხელს აწერენ კომისიის ხელმძღვანელი ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1904 წელს გამოსცა 13 სხვადასხვა წიგნი, ამასთანავე, სურათები და რვეულები, რისთვისაც 10795 მანეთი დახარჯა. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1906 წელს არეულობისა და საერთო კრიზისის გამო საზოგადოების შემოსავალი შემცირდა, რამაც მატერიალურად დაასუსტა საზოგადოება. ხელს აწერენ კომისიის ხელმძღვანელი ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 18 ნოემბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა: ა) თანხები: მასწავლებელთა საარსებო – 83,63 მანეთი, ბათუმის სკოლის – 9,40 მან., ბალანჩივაძისა – 15,49 მან., ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილისა – 251,18 მან., ობლების – 2,37 მან. და სტუდენტების – 31,85 მან., სულ – 428,92 მან. მიემატებინა სალიტერატურო ფონდისთვის, ბ) საწევრო გადასახადი 6 მანეთი საზოგადოების წევრებისთვის დიდი თანხა იყო და შეემცირებინა 3 მანეთამდე იმ პირობით, რომ წლის განმავლობაში, ვინც საწევრო თანხას არ გადაიხდიდა, წევრად აღარ ჩაითვლებოდა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 1904-1905 წლების ანგარიში წარუდგინა. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს კომისიის თავმჯდომარე ანდრია სოლომონის ძე ღულაძემ და სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილმა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გამგეობის 1904 წლის ანგარიში წარუდგინა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ საზოგადოების საწევრო შემოსავალი 1904 წელს 2580 მანეთი იყო. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ რევოლუციური მოძრაობისა და მძაფრი პოლიტიკური მოვლენების გამო ზოგიერთ ადგილას სკოლები და ბიბლიოთეკები დახურული იყო, საზოგადოებისა და გამგეობის წევრები სხვა საქმეებით იყვნენ დაკავებულები და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეებს ყურადღებას ვერ აქცევდნენ, რის გამოც 1905 წელს საზოგადოების სხდომა ვერ შედგა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1904 წლის საერთო შემოსავალი 28820 მანეთი იყო. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას მოახსენა, რომ 1904 წლის წლიური ანგარიში სწორად იყო შედგენილი. ასევე სწორად იყო ნაანგარიშები საზოგადოების ნაღდი ფულიც. ამასთანავე კომისიამ საზოგადოების კრებას მოახსენა, რომ ყველა საჭირო საბუთი ბანკში ინახებოდა. კრების ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1906 წელს სწავლა ყველა სკოლაში დაიწყო და შესაძლებელი იყო საზოგადოებას თავისი სკოლები და ბიბლიოთეკები გაეხსნა, მაგრამ უსახსრობის გამო საზოგადოებამ ისინი ვერ გახსნა. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ სწავლის საყოველთაო შეწყვეტის გამო ძალიან შემცირდა წიგნის მაღაზიის, სკოლებისა და ბიბლიოთეკების შემოსავალი. მაგ.: 1904 წელს კავკავის სკოლაში შემოსავალი 2039 მანეთი იყო, 1905 წელს კი – 1417 მანეთი. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1904-1905 წლებში საზოგადოებას 11 ბიბლიოთეკა ჰქონდა. წინა წელს ბიბლიოთეკებში 18143 ქართული და რუსული წიგნი იყო. 1905 წელს ბიბლიოთეკას ჰყავდა 5314 მკითხველი და სამკითხველოში ნამყოფი იყო 34743 ადამიანი. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1903-1904 წლებში საზოგადოების სკოლებში სწავლობდა 1350 მოსწავლე, წინა წელთან შედარებით – 113-ით მეტი. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1904 წელს წიგნის მაღაზიის შემოსავალი 1561 მანეთი იყო. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1904 წელს 1541 მანეთის კალენდარი არ გაიყიდა. ხელი მოაწერეს კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძემ და წევრმა სვიმონ ვახვახიშვილმა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ საზოგადოების საწევრო შემოსავალი 1905 წელს 1357 მანეთი იყო. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ საზოგადოების საწევრო შემოსავალი 1906 წელს 576 მანეთი იყო. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1905 წელს კალენდრების ხარჯი 605 მანეთი იყო. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1905 წელს წიგნის მაღაზიის შემოსავალი 1199 მანეთი იყო. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1905 წელს საერთო შემოსავალი 13650 მანეთი იყო. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1905 წელს 6 წიგნი გამოსცა, რისთვისაც 5926 მანეთი დახარჯა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1904-1905 წლებში საზოგადოება ძალიან დაზარალდა კალენდრების გამოცემის ხარჯებით. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი.