რეგისტრირებული ფაქტები47368
სორტირება თარიღი კლებადობით
1906
ტიპი: თანამდებობა
1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ნინო ბესარიონის ასული ხელთუფლიშვილი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი იყო და ხელფასი 960 მანეთი ჰქონდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905-1906 წლების ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ნიკო სიმონის ძე ჯანაშია 7 წელი ძველი სენაკის პედაგოგი იყო და მისი ხელფასი 965 მანეთს შეადგენდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905-1906 წლების ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, იოსებ ივანეს ძე ოცხელი 6 წელი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი და მისი ხელფასი 2160 მანეთს შეადგენდა (იგი ბინის ქირას 600 მანეთს იხდიდა).
1906
ტიპი: თანამდებობა
1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ბარბარე (ვარია) იოსების ასული ვოლსკი ქუთაისის 24 წელი სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი იყო და მისი ხელფასი 960 მანეთს შეადგენდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, მღვდელი ივლიანე ალფეზის ძე აბესაძე წლის განმავლობაში ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი იყო და მისი ხელფასი 800 მანეთს შეადგენდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, სერგო ისიდორეს ძე რობაქიძე 6 წლის განმავლობაში ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი იყო და ხელფასი 500 მანეთი ჰქონდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე 7 წლის განმავლობაში ძველი სენაკის სკოლის მასწავლებელი იყო და მისი ხელფასი 955 მანეთს შეადგენდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ანდრო (ანდრია) ანტონის ძე შუბლაძე 4 წლის განმავლობაში ძველი სენაკის სკოლის პედაგოგი იყო და მისი ხელფასი 965 მანეთს შეადგენდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ივანე იოსების ძე გიუნაშვილ ი3 წლის განმავლობაში წინარეხის სკოლის პედაგოგი იყო და მისი ხელფასი 420 მანეთს შეადგენდა (მანამდე ის სოფელ პერევისას სკოლაში ასწავლიდა).
1906
ტიპი: თანამდებობა
1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, იასონ ნიკოლაიშვილი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი იყო ორი წლის განმავლობაში და მისი ხელფასი 1360 მანეთს შეადგენდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძე ერთი წლის განმავლობაში ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი იყო და მისი ხელფასი 1080 მანეთს შეადგენდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს ბათუმის სკოლის მე-2 განყოფილებაში მასწავლებელი რაფიელ გიორგის ძე რამიშვილი მათემატიკის გარდა ყველა საგანს მე-3 და მე-4 განყოფილებებში კი – მხოლოდ საღვთო სჯულს ასწავლიდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს მასწავლებელი ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე ბათუმის სკოლის პირველ განყოფილებაში ყველა საგანს ასწავლიდა, მე-4 განყოფილებაში კი – მხოლოდ სამშობლოს აღწერას.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს ბათუმის სკოლის კომიტეტის თავმჯდომარე იყო გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი, წევრები კი იყვნენ: დ. კლდიაშვილი, მ. ბეთანოვი, ნიკოლოზ ანტონის ძე საბაევი, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული და ნიკოლოზ პეტრეს ძე ნაკაშიძე.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას რეხელი ბავშვებისთვის 192 მანეთი სთხოვა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-3 განყოფილებას ქართულ ენას მთელი წლის განმავლობაში პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე ასწავლიდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის გამგე არსენ სიმონის ძე წითლიძე იყო.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის იანვრიდან ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 განყოფილებაში საღვთო სჯულს ნიკო სიმონის ძე ჯანაშია ასწავლიდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 განყოფილებაში მთელი წლის განმავლობაში მათემატიკას ნიკო სიმონის ძე ჯანაშია ასწავლიდა.