ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50444

1909

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგმა ვასილ კახიძემ გაუგზავნა საზოგადოების თელავის განყოფილების 1909 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, თელავის განყოფილების გამგეობის მიზანი იყო ქ. თელავში ან თელავის მაზრაში პირველი დაწყებითი სკოლის გახსნა. ვინაიდან ამ მიზნის განსახორციელებლად თელავის განყოფილებას არ გააჩნდა სხვა საშუალება, ის აპირებდა საღამოებისა და წარმოდგენების გამართვით ფულის შეგროვებას და ამით საზოგადოების მატერიალურად მოღონიერებას. სკოლის შესანახად 1910 წელს ქ. თელავში იგეგმებოდა წიგნებისა და სასწავლო ნივთების მაღაზიის გახსნა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების შემოსავალ-გასავლის ანგარიშის მიხედვით, განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო ტიტე კახიძე, იმ წელს მასწავლებელთა ხელფასებზე 2 280 მანეთი დახარჯა, თანამშრომელთა ხელფასებზე – 253, შენობის შესაკეთებლად – 692. 83, ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდიატს კი 85. 50 მანეთი მისცა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნავთლუღის სკოლაში (გაიხსნა 1909 წელს) ასწავლიდნენ მარიამ პავლეს ასული ჯარიაშვილი და ბარბარე ზაზანაშვილი. სკოლა ნაქირავებ შენობაში იყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თაოსნობით დაარსდა ახალსენაკის ბიბლიოთეკა, რომელსაც ხელმძღვანელობდა გიორგი ვასილის ძე გამზარდია.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის მდივანი პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე იყო.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: ნინა ბახვას ასული თევზაია, გიორგი ვასილის ძე გამზარდია და ვლადიმერ კონსტანტინეს ძე შევარდნაძე.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის მდივანი და მოლარე იყო ოლღა გიორგის ასული ხოფერია.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე ლუკა გიორგის ძე ჟვანია იყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლიდან მარიამ პავლეს ასული ჯარიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნავთლუღის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.

1909

ტიპი: ნასამართლეობა

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე 3 თვით დააპატიმრეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილ ალექსანდრე ყიფშიძის საგურამოს მამულის 1909 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ილია რუხაძემ მამულს 30 მანეთი შესწირა.

1909

ტიპი: ავტორობა

ივანე პაატაშვილის ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებამ მუშაობა 1909 წელს დაიწყო.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს არჩილ ჯორჯაძე გაზეთ „დროებაში“ წერდა, რომ 1905 წელს საქართველოს შეემატა ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტია, რომელმაც მალევე შეწყვიტა ფუნქციონირება.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს არჩილ ჯორჯაძე წერდა, რომ 1905 წელს ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის მიერ შედგენილი პროგრამის განხილვა მომავლის სამოქმედო გეგმის დასახვისთვის აუცილებელი იყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს ალექსანდრე გიორგი ჯაბადარი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909-1910 წლების სეზონზე ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, დაეარსებინა რეჟისორის დამხმარე ასეთი შემადგენლობით: ტრიფონ რამიშვილი, ლევან თედოს ძე მეტრეველი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, ალექსანდრე პეტრეს ძე სარაჯიშვილი, მოსე ივანეს ძე თოიძე და სხვ.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909-1910 წლების სეზონზე ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, დაეარსებინა რეჟისორის დამხმარე წრე ასეთი შემადგენლობით: გრიგოლ ტიტეს ძე რობაქიძე, ალექსანდრე ყანჩელი, ილია ელეფთერის ძე ზურაბიშვილი, ნიკო მერაბის ძე ლორთქიფანიძე, მიხეილ საბას ძე ადამაშვილი და სხვ.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს ბებურ გურგენის ძე ბებურიშვილი ოზურგეთის ქალაქისთავი იყო.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს დაიბეჭდა იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილის პირველი მოთხრობა ტუსაღების ცხოვრებიდან „აქაც აღსდგა!“.

1909

ტიპი: გარდაცვალება

1909 წლის 21 მაისს ხონის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელი ვასილ ანტონის ძე ქუთათელაძე გარდაიცვალა.

1909

ტიპი: ნასამართლეობა

1909 წელს ზაქარია იოსების ძე ჩოდრიშვილი ბაქოდან თბილისში მეტეხის ციხეში გადმოიყვანეს და პოლიტიკური დანაშაულის გამო 8 წლით კატორღა მიუსაჯეს.

1909

ტიპი: ნასამართლეობა

1909 წელს იროდიონ ევდოშვილი დაიჭირეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. 10 თვის შემდეგ ვოლოგდის გუბერნიაში გადაასახლეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს მოსე ჯანაშვილი მონაწილეობდა ერეკლე II-ის გასამართლების პროცესში.