ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს დომენტი ანტონის ძე ჩხაიძე ხუნჯულაურის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილის ლექსები და პოემები გამოიცა.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903-დან 1917 წლამდე დუტუ მეგრელი ერევანში საგლეხო საკრებულოს წევრად მუშაობდა.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წლის პირველ იანვარს დუტუ მეგრელი ელიზავეტპოლის (განჯის) გუბერნიის ყაზახის მაზრაში დანიშნეს გადასახადების ინსპექტორად.

1903

ტიპი: ორგანიზაცია

1903-1918 წლებში იაკობ ფანცხავა იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის ჟურნალის „მოამბის“ №4-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის წერილი „ქართული ფრთოვანი სიტყვები“.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის „ივერიის“ №241-ში დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის წერილი „იმერეთი. მოწერილი ამბავი რიონზე ხიდეების უქონლობის გამო“.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლიდან არტემ ახნაზაროვი სისტემატურად ათავსებდა თავის თხზულებებს გაზეთებში: „ნიანგი“, „პიონერი“, „ოქტომბრელი“, „მნათობი“, „ახალი თაობა“ და „სალიტერატურო გაზეთი“.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 30 დეკემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ წერილობით მიმართა ილია ჭავჭავაძეს, როგორც მომრიგებელ მოსამართლეს, რომ 1903 წლის 20 და 27 იანვარს სასამართლოს მეორე სამოქალაქო განყოფილების სხდომებს დასწრებოდა.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 30 დეკემბერს ქუთაისიდან თბილისში დაბრუნდა კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწე გენერალი ალექსანდრე ფრეზე.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 28 დეკემბერს მთავარმართებლის თანაშემწე, გენერალი ალექსანდრე ფრეზე ქუთაისში გაემგზავრა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 27 დეკემბერს გამართულ სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ანტონ ნატროშვილმა და ნიკოლოზ სულთან კრიმ-გირეიმ წაიკითხეს მოხსენებები სკოლებში „დედაენის“ სწავლების შესახებ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 26 დეკემბერს ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა ალექსანდრე დიუმას დრამა „მარგარიტა გოტიე", რომელშიც მარგარიტას როლს ეფემია მესხი ასრულებდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 26 დეკემბერს თბილისის გამგეობის წევრებმა ესტატე ჩერქეზიშვილმა და ამბარცუმ ენფიაჯიანცმა ექიმებთან, ბარტელსა და დანკევიჩთან ერთად ნავთლუხში დაათვალიერეს ადგილები მიხეილის საავადმყოფოს სასაფლაოსთვის თავისუფალი ადგილის მოსაძებნად.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 22 დეკემბერს ქუთაისში ეფემია მესხმა საბენეფისოდ წარმოადგინა დრამა „ადრიენა ლეკუვრერი", რომელშიც მონაწილეობდნენ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და კოტე მესხი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 21 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 21 დეკემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გათეთრება შავისა“.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 21 დეკემბერს თბილისის არტისტული საზოგადოების შენობაში გაიმართა კონცერტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ, რომელზეც აკაკი წერეთელმა თავისი ლექსები წაიკითხა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 21 დეკემბერს თბილისის არტისტული საზოგადოების შენობაში გაიმართა კონცერტი ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სასარგებლოდ, რომელზეც წარსდგა ზაქარია ფალიაშვილის ქართული ხორო და შეასრულა ქართული სიმღერები.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 21 დეკემბერს არტისტული საზოგადოების საკონცერტო დარბაზში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გაიმართა საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ: მელიტონ ბალანჩივაძე და ქართული ხორო (ქალების და კაცების) ზაქარია ფალიაშვილის ლოტბარობით.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 20 დეკემბერს სამეურნეო ბანკის დარბაზში გამართული დრამატული საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო პავლე ყიფიანი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 20 დეკემბერს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ქალანთარმა წაიკითხა მოხსენება საქონლის მოვლა-მოშენებისა და მერძევეობის შესახებ.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 20 დეკემბერს ქალაქ თბილისის მოურავის მოადგილემ გუბერნატორს წარუდგინა თბილისის საბჭოს გადაწყვეტილება სტეფანე ჭრელაშვილის ქალაქის მდივნად არჩევის შესახებ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 20 დეკემბერს ჩატარდა სასოფლო- სამეურნეო საზოგადოების კრება, რომელსაც ი. ს. გოგებაშვილი, ნ. ზ. ცხვედაძე და სახალხო სკოლების ინსპექტორი კ. ი. პერევოზნიკოვი ესწრებოდნენ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 19 დეკემბერს ალექსანდრე ყიფშიძემ ახალციხიდან პეტერბურგში ძმას, ზაქარიას მისწერა და უამბო, ილია ჭავჭავაძემ როგორ გამოითხოვა ბანკიდან ახალციხის ქალთა სასწავლებლისთვის 300-ის ნაცვლად 500 მანეთი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 19 დეკემბერს ქართულმა დრამატული საზოგადოების დასმა ქუთაისში წარმოადგინა პიესა „ცქრიალა" ნ. რიონელის (კ.მესხი), შ. როსტომიანის, დ. აწყურელის, ვიქტორ გამყრელიძისა და გედევან გედევანოვის მონაწილეობით.