რეგისტრირებული ფაქტები50101
სორტირება თარიღი კლებადობით
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 27 ოქტომბერს ოზურგეთში გაიმართა ილია ჭავჭავაძის სალიტერატურო საღამო. შემოსული თანხა – 110 მან. და 63 კაპ. – დიმიტრი ერისთავმა გაზეთ „ისრის“ რედაქციას გადასცა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს გაზეთ „ისრის“ რედაქციამ თინათინ ფორაქიშვილისგან მიიღო 27 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის ფონდისთვის სიღნაღის მაზრის სოფელ კარდენახში გამართული საღამოდან შემოსული თანხა – 50 მანეთი.
1907
ტიპი: ღონისძიება
ივანე პურადაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1907 წლის 27 ოქტომბერს ქუთაისში ილია ჭავჭავაძის ფონდის სასარგებლოდ გამართულ საღამოზე შემოსული თანხიდან 100 მან. დასჭირდა თეატრის ქირას, რომლის მთლიანად ან ნაწილობრივ დასაბრუნებლად ქალაქის გამგეობასთან მოლაპარაკება მინდობილი ჰქონდა მოსე ქიქოძეს, მაგრამ მისი ავადმყოფობის გამო ეს საქმე პეტრე ყიფიანს დაევალა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს რამინ ჩიქოვანმა „ისრის" რედაქციას გაუგზავნა ცაგერში 26 ოქტომბერს მომრიგებელი მოსამართლის, შამიერ მელიქ-პაშაევის სახლში ილია ჭავჭავაძის ფონდისთვის შეკრებილი თანხა, 11 მან., და შემომწირველთა სია: ბაბილინა დადიშკელიანისა, აგრაფენა გელოვანისა, ალექსანდრე დადიშკელიანი, ივანე გეგიძე, შამიერ მელიქ-პაშაევი, გრიგოლ გელოვანი, რამინ ჩიქოვანი.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე უნდა განეხილათ სამსონ ფირცხალავას მოხსენება საზოგადოების წესდების შეცვლისა და ბინის გამოცვლის შესახებ. წესდების განხილვა გადაიდო.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სამსონ ფირცხალავამ განაცხადა, რომ საზოგადოება ჯავდათ ომარბეგოვს სწავლის საფასურის გადახდაში უნდა დახმარებოდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 17 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ზუგდიდის საურთიერთო ნდობის საზოგადოების გამგეობიდან ატყობინებენ, რომ ილია ჭავჭავაძის ფონდში ჩასარიცხი თანხის საკითხს განიხილავენ 1908 წლის მარტის ბოლოს დანიშნულ საერთო კრებაზე და იმედოვნებენ, რომ ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდება. ხელს აწერენ დირექტორები დავით კარტოზია და ნესტორ დავითაია.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 17 ოქტომბერს ალექსანდრე ესტატეს ძე მოზდოკელი ხაშმის ერთკლასიანი სასწავლებლის მასწავლებლად დაინიშნა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს არჩილ ჯორჯაძის თხოვნა სალიტერატურო ფონდიდან 100 მანეთის სესხების თაობაზე.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სოფრომ გლახას (გაბრიელის) ძე ტარუაშვილის თხოვნა, გამგეობას უფასოდ გადაეცა ქართული წიგნები მეოთხე ვაჟთა გიმნაზიისთვის. გამგეობამ გადაწყვიტა, გიმნაზიისთვის 5 მანეთის ღირებულების წიგნები გადაეცა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს მასწავლებელ იოსებ მექაშვილის თხოვნა თვეში 10 მანეთის დანიშვნის შესახებ. გამგეობამ უსახსრობის გამო უარი უთხრა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ანასტასია წერეთლის თხოვნა საყმაწვილო წიგნის გამოცემის შესახებ. გამგეობამ მას უფულობის გამო უარი უთხრა.
1907
ტიპი: გარდაცვალება
1907 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს სამსონ ფირცხალავას განცხადება ალექსანდრე ჭყონიას გარდაცვალების შესახებ.
1907
ტიპი: გარდაცვალება
1907 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პართენ გოთუასა და ივანე რატიშვილს დაევალათ ალექსანდრე ჭყონიას ქვრივისთვის საზოგადოების სახელით სამძიმრის გამოცხადება.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 9 ოქტომბერს კოტე მესხმა სამსონ ფირცხალავას შეატყობინა, რომ 27 ოქტომბერს ბათუმში დაგეგმილი ილია ჭავჭავაძის ხსოვნის საღამოსთვის სჭირდებოდათ ისეთი სურათი (ჩარჩოს გარეშე), როგორიც პოეტის დასაფლავებაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ჰქონდა გამოფენილი. მესხმა ითხოვა, სურათი (გადასახადის მითითებით) ქალაქის გამგეობისთვის ივანე სიმონის ძე მესხის ან გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის სახელზე გაეგზავნათ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 8 ოქტომბერს დიმიტრი ერისთავი სამსონ ფირცხალავას ოზურგეთიდან ატყობინებდა, რომ 27 ოქტომბერს გადაწყვეტილი ჰქონდათ ილიას ფონდის დასახმარებლად პოეტის საღამოს გამართვა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 8 ოქტომბერს დიმიტრი ერისთავი ოზურგეთიდან სამსონ ფირცხალავასთვის გაგზავნილ წერილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, დახმარებოდნენ ილია ჭავჭავაძის ხსოვნის საღამოს გამართვაში და სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ სასწრაფოდ გაეგზავნათ მისთვის საჭირო მასალა, პოეტის დიდი სურათი, ბიოგრაფიული ცნობები და ჯარის სიმღერის („ქართველო, ხელი ხმალს იკარ!") ნოტები.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ანასტასია წერეთლის თხოვნა წიგნის გამოცემაში დახმარების შესახებ.
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 3 ოქტომბერს ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მმართველი იოსებ ოცხელი ქართველთა შორის წერა- კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ატყობინებს, რომ პედაგოგიური საბჭოს 29 სექტემბრის სხდომის დადგენილებით ილია ჭავჭავაძის ფონდს გადაეცემა 400 მანეთი, რომელიც შეგროვდა თითოეული მასწავლებლის წლიური ჯამაგირიდან გადადებული 1%-ით. ხელს აწერენ: გამგე იოსებ ოცხელი და საქმისმწარმოებლის მაგივრად იონა კობახიძე.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის პირველი ოქტომბრიდან ივლიანე გაბუნია ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორის განკარგულებით მაკვანეთის ორკლასიანი სასწავლებლის ზედამხედველის თანამდებობაზე გადაიყვანეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის ოქტომბერში გაზეთ „ისრის" რედაქციამ მიიღო შემდეგ პირთა შემოწირულობა ილიას ფონდისთვის: ა. ნადირაძე – 5 მან., მ. ფხალაძე – 10 მან., მღვდელი დავით იაშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე – 10 მან.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის ოქტომბერში „ისრის" რედაქციამ მიიღო ილიას ფონდისთვის ქუთაისში დარჩენილ სტუდენტთა მიერ შეგროვებული თანხა – 15 მან. 40 კაპ. და შემომწირველთა სია: ნ. თუმანოვი – 1 მან., ძმები ჯაყელები – 1 მან., ფარეიშვილი – 1 მან., ბეგოვი – 50 კაპ., არდიშვილი – 1 მან., ს. მიქელაძე – 2 მან., ლაჭყეპიანი – 1 მან., აბულაძე – 30 კაპ., წულეისკირი – 30 კაპ., დ. ფაღავა – 50 კაპ., ოცხელი – 50 კაპ., ნიჟარაძე – 50 კაპ., შოთაძე – 20 კაპ., დ. ჩხეიძე – 25 კაპ., ქორქაშვილი – 70 კაპ., ნაზაროვი – 1 მან., მ. ა. იოსელიანი – 50 კაპ., კ. ჩხეიძე – 1 მან., ქელბაქიანი – 50 კაპ., კ. კახაძე – 50 კაპ. გაზეთისთვის ფულის გაგზავნა მიენდოთ ქორქაშვილსა და კანდელაკს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის ოქტომბერში გაზეთ „ისრის" რედაქციამ ილიას ფონდისთვის გიორგი თაქთაქიშვილისგან მიიღო 10 მანეთი და შემომწირველთა სია, 5 მანეთი – სოფელ რველის მცხოვრებლების – ივანე ჩადუნელის, ანტონ სულაქველიძის, სოსო და შაქრო სტეფანაძეების, მიტრო კალაძისა და სოკრატ წიქარიშვილისგან.