რეგისტრირებული ფაქტები50440
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სპეციალური კაპიტალის ანგარიშზე 7436 მანეთი და 51 კაპიკი იყო. ხელს აწერენ გამგეობის წევრები იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების გამგეობის 1916 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1916 წელს სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: დიმიტრი პავლეს ძე ნადარეიშვილი, პლატონ დავითის ძე ჭავჭანიძე და სიმონ იესეს ძე საბაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების გამგეობის 1918 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, წლის განმავლობაში გამგეობამ გაარჩია ხუთი საქმე. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე ვარვარა პართენის ასული მასხულია და გამგეობის მდივანი ნადეჟდა რაჟდენის ასული გიგაუროვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების გამგეობის 1918 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, გამგეობამ მოქმედება დაიწყო იმ წლის პირველ აპრილს.დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე ვარვარა პართენის ასული მასხულია და გამგეობის მდივანი ნადეჟდა რაჟდენის ასული გიგაუროვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების გამგეობის 1918 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, წლის განმავლობაში ჩატარებულ თითოეულ სხდომაზე ასპროცენტიანი დასწრება იყო. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე ვარვარა პართენის ასული მასხულია და გამგეობის მდივანი ნადეჟდა რაჟდენის ასული გიგაუროვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების გამგეობის 1918 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1918 წელს ჩატარდა საზოგადო კრება, რომლის ოქმიც გაეგზავნა მთავარ გამგეობას. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე ვარვარა პართენის ასული მასხულია და გამგეობის მდივანი ნადეჟდა რაჟდენის ასული გიგაუროვა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლიდან ავქსენტი ანტონის ძე გულავა მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, რისთვისაც ძველი რეჟიმი დევნიდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ავქსენტი ანტონის ძე გულავას ხელმძღვანელობით სოფელ ნასირში დაარსდა სასწავლებელი, სამკითხველო და სხვ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 23 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ავქსენტი ანტონის ძე გულავა იყო სოფელ ნასირის სასწავლებლის გამგე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს შემოთავაზება სტამბის შეძენის შესახებ. გამგეობამ ფულის უქონლობის გამო თხოვნაზე უარი განაცხადა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია წერეთლის თხოვნა ვერის ბიბლიოთეკის გამგის, ნინო ენუქიძისთვის ჯამაგირის დანიშვნის შესახებ. მას ჯამაგირს, 1 500 მანეთს, ვერის გამრთობი საზოგადოება უხდიდა. გამგეობამ ანასტასია წერეთლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 ივლისს ვარლამ ბურჯანაძე, შიო დედაბრიშვილი, ნინო ნაკაშიძე, კირილე ნინიძე და იოსებ გიორგობიანი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ლუკა სევერიანეს ძე კოზმავა, ზინო ზაქარიას ძე კალანდარიშვილი, ერმილე საბას ძე კოსტავა, ალექსი ქუნთელია, სერგი ლუარსაბის ძე კვინტრაძე, ლევან მოსეს ძე კაკაბაძე, შალვა ილარიონის ძე კეჭაყმაძე და აპოლონ იაკობის ძე კაკაბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ილიკო ლუკას ძე კაკაბაძე, ილიკო ბიჭიას ძე კოხრეიძე, ნიკიფორე ივანეს ძე კილაბერია, იასონ ნესტორის ძე კახიანი, ნოე ილარიონის ძე კეჭაყმაძე, ნესტორ სეფეს ძე კეჭაყმაძე, რომანოზ მიხეილის ძე კირცხალია და გრიგოლ ნესტორის ძე კახიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს სილევან დიმიტრის ძე კაკაბაძე, ალექსანდრე მიხეილის ძე კობეშავიძე, ილარიონ მაქსიმეს ძე კეჭაყმაძე, სიმონ ბახვას ძე კაჭარავა, პლატონ ვახტანგის ძე კალოიანი, ელეონორა კონსტანტინეს ასული კეჭაყმაძისა, მოსე როსტომის ძე კეჭაყმაძე და გიგო ოტიას ძე კოხრეიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885-1890 წლებში ილია წინამძღვრიშვილმა დააარსა პირველი სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი საქართველოში.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 16 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ ამცნო, რომ იმ წლის 24 მაისს გამართული საზოგადო კრების ოქმში, რომლის ასლიც მთავარ გამგეობას გაეგზავნა, ასახული ყოფილა განყოფილების 1912 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. ზუგდიდელები იმედოვნებდნენ, რომ მთავარი გამგეობა განიხილავდა 24 მაისის კრების და 25 მაისის გამგეობის წევრთა სხდომის ოქმებს და დაამტკიცებდა ამ კრებებზე გამოტანილ დადგენილებებს. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ნიკო ბუკია.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების მუდმივი წევრი იყო გიორგი მახარობელის ძე სიხარულიძე.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 16 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა იმ წლის 24 მაისს გამართული განყოფილების წევრთა საზოგადო კრებისა და 25 მაისს გამართული გამგეობის წევრთა სხდომის ოქმების ასლები. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ნიკო ბუკია.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 16 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ მოახსენა, რომ იმ წლის 24 მაისს განყოფილების საზოგადო კრების მოწვევის მიზეზი იყო მთავარი გამგეობის მიერ 2 მარტს გამართული კრების უკანონოდ აღიარება და ახალი კრების გამართვის მოთხოვნა. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ნიკო ბუკია.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებლმა გრიგოლ ბურჭულაძემ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავას ამცნო, რომ მთავარი გამგეობა მხარს უჭერდა დაბა ზუგდიდში ქართული სკოლის გახსნას და ამ საკითხთან დაკავშირებით უსათუოდ აღძრავდა შუამდგომლობას პრინცესას წინაშე. ამასთან მთავარი გამგეობის თხოვნა იყო, დაუყოვნებლივ ეცნობებინათ მისთვის პრინცესას ზუგდიდში დაბრუნების შესახებ.