ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50440

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ზუგდიდის განყოფილების 1914 წლის სავარაუდო გასავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს წინა წლის ანგარიშის, კრებისთვის მოსაწვევი ბარათებისა და ოქმის წიგნის დასაბეჭდად საჭირო იყო 20 მან., კანცელარიისთვის კარადის შესაძენად – 10 მან., დეპეშებისთვის – 10 მან., საფოსტო ხარჯებისთვის – 50 მან. სულ 1914 წლის სავარაუდო გასავალი შეადგენდა 100 მანეთს. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, გამგეობის მდივანი ნიკო ბუკია და გამგეობის წევრები: გიორგი ხერხეულიძე, კატო კედია და სოკრატე კეშილავა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ზუგდიდის განყოფილების 1914 წლის სავარაუდო გასავლის ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, 1914 წლის განმავლობაში გამგეობას განზრახული ჰქონდა განყოფილებაში წევრთა შემომატება, თანხების მოზიდვა წარმოდგენების, სეირნობებისა და სხვა ღონისძიებების გამართვით, კიდევ ორი წიგნსაცავ-სამკითხველოს გახსნა ანაკლიასა და წალენჯიხაში (გარდა ხობისა და ქვალონის სამკითხველოებისა, რომლის გახსნის ნებართვა გამგეობას უკვე მიღებული ჰქონდა) და უპირველესი ამოცანა – 1914 წლის პირველი სექტემბრისთვის ზუგდიდში ქართული სკოლის გახსნა. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, გამგეობის მდივანი ნიკო ბუკია და გამგეობის წევრები: გიორგი ხერხეულიძე, კატო კედია და სოკრატე კეშილავა.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებლმა გრიგოლ ბურჭულაძემ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავას ამცნო, რომ მთავარმა გამგეობამ დაამტკიცა ზუგდიდის განყოფილების 24 მაისის საზოგადო კრებისა და 25 მაისის გამგეობის წევრთა სხდომის ოქმები.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის პირველი სექტემბრიდან კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე ყვირილის ვაჟთა გიმნაზიის საღვთო რჯულის მასწავლებლად მუშაობდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1913 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1913 წლის დამდეგს განყოფილებას ჰქონდა 7 მან. 50 კაპ., 1913 წლის განმავლობაში 1912 წლის საწევროს სახით შემოვიდა 3 მან., 1913 წლის საწევროს სახით – 240 მან., სეირნობებიდან და საღამოებიდან – 150 მან. 88 კაპ., ზუგდიდის ბანკიდან შემოწირულობების სახით – 100 მან., სავაჭრო სახლი აფრიკიანიდან შემოწირულობების სახით – 50 მან., სხვადასხვა პირთაგან შემოწირულობების სახით – 52 მან. 13 კაპ., საამხანგო შემნახველ სალაროში განყოფილების სახელზე იყო 4 მან. 99 კაპ. სულ 1913 წელს განყოფილების ანგარიშზე შემოვიდა 608 მან. 50 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და ხაზინადარი გიორგი ხერხეულიძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 31 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ ლადო ალექსი-მესხიშვილს 30 წლის მოღვაწეობის პატივსაცემად იუბილე გადაუხადა. საღამოდან შემოსული 180 მანეთი იუბილარს გადაეცა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 13 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობიდან თავისი სურვილით გავიდა ნიკო ბერიძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 4 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ 13 ივლისს გამგეობიდან გასული ნიკო ბერიძის მაგივრად მოიწვია კლიმენტი ლორთქიფანიძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 14 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობა დატოვა ანდრია პატარაიამ, რომელიც სამსახურის გამო დაბა ხობში გადაიყვანეს.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 4 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გამგეობის თავმჯდომარის ამხანგად აირჩია კლიმენტი ლორთქიფანიძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა განყოფილებამ სოკრატე ივანეს ძე კეშილავას ამცნო, რომ გამგეობამ მიიღო ზუგდიდის განყოფილების გახსნის მსურველთა მიერ გამოგზავნილი 90 მანეთი. დოკუმენტს ხელს აწერს მთავარი განყოფილების გამგეობის მდივანი გრიგოლ ბურჭულაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა განყოფილებამ ზუგდიდის განყოფილების გახსნის მსურველთა ჯგუფს შეატყობინა, რომ მაისის ბოლოს შედგებოდა საზოგადო კრება, სადაც საზოგადოების წევრებად მიიღებდნენ ზუგდიდელებს. დოკუმენტს ხელს აწერს მთავარი განყოფილების გამგეობის მდივანი გრიგოლ ბურჭულაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა განყოფილებამ ზუგდიდის განყოფილების გახსნის მსურველთა ჯგუფს შეატყობინა, რომ საზოგადო კრების გამართვიდან მეორე დღეს მთავრობასთან აღიძვრებოდა შუამდგომლობა ზუგდიდის განყოფილების დამტკიცების თაობაზე. დოკუმენტს ხელს აწერს მთავარი განყოფილების გამგეობის მდივანი გრიგოლ ბურჭულაძე.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 27 ოქტომბერს, ყარსში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების დამფუძნებელ კრებაზე მიხეილ ზურაბის ძე ზანდუკელი, სევერიან როსტომის ძე ბახტაძე, ნატაშა ლორთქიფანიძისა, გრიგოლ იშხნელი და მ. მინდელი გმგეობის წევრებად აირჩიეს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 27 ოქტომბერს ყარსში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების დამფუძნებელ კრებაზე ილარიონ ტარიელის ძე ლორთქიფანიძე განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 27 ოქტომბერს, ყარსში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების დამფუძნებელ კრებაზე ბიბლიოთეკების გახსნა, საღამოების გამართვა და ადგილობრივი სკოლების დახმარება გადაწყდა. კრებას ილარიონ ტარიელის ძე ლორთქიფანიძე თავმჯდომარეობდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 27 ოქტომბერს, ყარსში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების დამფუძნებელ კრებაზე ნამდევილ წევრად 62 პირი ჩაეწერა. კრებას ილარიონ ტარიელის ძე ლორთქიფანიძე თავმჯდომარეობდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 27 ოქტომბერს ყარსში ილარიონ ტარიელის ძე ლორთქიფანიძის მოწვევით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების დაარსების წინასწარი კრება გაიმართა. კრებას საზოგადოების წევრობის 35 მსურველი ესწრებოდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ივანე ამბაკოს ძე ჩუბინაშვილი, დავით სვიმონის ძე სირაძე, სამსონ ჯომარჯიძე და მელქ. ფარცხალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს დიმიტრი კიკნაძე, მარიამ კიკნაძისა, ვასილ ჭიჭინაძე, გრიგოლ იშხნელი, მარიამ იშხნელისა და იასონ ჟღენტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ნინო ბესარიონის ასული კელენჯერიძისა, ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე, ნოე ფილიპეს ძე აბრამიძე, ნესტორ ლევანის ძე მესხი და მ. მინდელისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ნიკოლოზ მონიავა, ესტატე გიორგიძე, ვასილ კელენჯერიძე, სვ. ბეჟანიშვილი, მ. მინდელი და ბესარიონ ალექსანდრეს ძე დანელია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს თამარ მიხეილის ასული ბეთანოვი, ალექსანდრე ივანეს ძე ბოკუჩავა, მაჰმუდ ბეგოღლი, ივანე დავითის ძე ბარაქაძე, გრიგოლ ბაბაზოვი, პოლიკარპე ივანეს ძე ბახტაძე და გერასიმე ანტონის ძე ბარამიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ამბაკო ვასილის ძე გოთოშია, გალაქტიონ კაციას ძე გელოვანი, ანასტასია მიხეილის ასული გელოვანისა, თადეოზ ბეკოს ძე გვარამია, ალექსანდრე მაქსიმეს ძე გაგუა, ლავრენტი ლევანის ძე გურგენიძე, პავლე სპირიდონის ძე გრიგოლავა და ლუკა კონსტანტინეს ძე გურგენბეგოვი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს თეიმურაზ დოხჩიროღლი, მიხეილ მაქსიმეს ძე დოლიძე, ჰუსეინ დიასამიძე, ალექსანდრე როსტომის ძე დგვეფაძე, თომა ნიკოლოზის ძე დონაძე, ნიკოლოზ ალექსის ძე დგებუაძე, ივანე ვასილის ძე დემურია და სერგი კონსტანტინეს ძე დონდოლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.