ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51092

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წელს ნიკოლოზ პეტრეს ძე ნაკაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922-1923 წელს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილი, ოლღა გიორგის ასული დემურიშვილი, ელენე დავითის ასული კარიჭაშვილი და თამარ პავლეს ასული ჯარიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თანამშრომლები იყვნენ.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წელს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი და სოფრომ გაბრიელის ძე ტარუაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლიდან ალექსანდრე ანტონის ძე ცაგარელი თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი იყო.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წლის ზაფხულში მწერალთა კავშირში გალაკტიონმა დააარსა ლიტერატურული წრე, რომელიც ხუთშაბათობით იკრიბებოდა. მის მუშაობას უფრო საუბრების ხასიათი ჰქონდა. წრის წევრები იყვნენ: ნიკო გერგესელი, ილარიონ ქავჟარაძე, ალექსანდრე ჭყონია და სხვ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის იანვარში ჟურნალში „ჯეჯილი“ გამოცემულ ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის მოთხრობათა კრებულს ერქვა „თაიგული“.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის იანვარში ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლმა საყმაწვილო ჟურნალში „ჯეჯილი“ გამოსცა თავისი საყმაწვილო მოთხრობების ნაწილი.

1922

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1922-1924 წლებში სოლომონ კონსტანტინეს ძე ზალდასტანიშვილი საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის ერთ-ერთი მონაწილე იყო.

1922

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1922 წელს აკაკი ამბაკოს ძე პაპავა პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1922

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1922-1924 წლებში ალექსანდრე სულხანიშვილი საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის ერთ-ერთი მონაწილე და ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის წევრი იყო.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წელს სერგო ივანეს ძე ქავთარაძე საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე იყო.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წელს ქუთაისის მთავარანგელოზთა (მწვანეყვავილის) ეკლესიის მღვდელი ნესტორ იოსების ძე გიორგაძე გარდაიცვალა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922-1925 წლებში ალექსი მირიანაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფია მის ძმას ბაგრატს გადაუწერია.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922-1925 წლებში დაწერილ ავტობიოგრაფიის შესავალში ალექსი მირიანაშვილი მიმართავდა იოსებ იმედაშვილს, რომ მას ეჩოთირებოდა ავტობიოგრაფიის წერა, მაგარამ მაინც ასრულებდა კოლეგის თხოვნას.

1922

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1922-1925 წლებში ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიის თანახმად მისი მამა იყო ივანე მირიანაშვილი.

1922

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1922-1925 წლებში ალექსი მირიანაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად მისი ძმა იყო ბაგრატ მირიანაშვილი.

1922

ტიპი: სტატუსი

1922-1925 წლებში ალექსი მირიანაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად მამამისი ივანე მირიანაშვილი იყო გლეხი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922-1925 წლებში ალექსი მირიანაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად მამამისმა ივანემ იცოდა ხუცურისა და მხედრულის კითხვა და ლამაზად წერა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922-1925 წლებში ალექსი მირიანაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად მამამისი ივანე ძველებურ სოფლის სკოლაში სწავლობდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922-1925 წლებში ალექსი მირიანაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად მამამისი ივანე იყო ყოველგვარი სოფლური საქმისა და მეურნეობის მიმდევარი და მცოდნე.

1922

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1922-1925 წლებში ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიაზე მუშაობის პერიოდში დედამისი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წელს იაკობ ფანცხავა იყო ქუთაისის ქალაქის საბჭოს წევრი.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წელს იაკობ ფანცხავა იყო ქუთაისის ერობის საბჭოს წევრი.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წელს იაკობ ფანცხავა აირჩიეს ქუთაისის მაზრის საბჭოს წევრად.