რეგისტრირებული ფაქტები50101
სორტირება თარიღი კლებადობით
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 3 ივნისს ილია ჭავჭავაძე, ეპისკოპოსი კირიონი და გიორგი ჟურული პეტერბურგში ალექსანდრე ცაგარელს ესტუმრნენ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 3 ივნისამდე ილია ჭავჭავაძე ნიკო ნიკოლაძესა და გიორგი ჟურულთან ერთად რუსეთის ობერპროკურორ ალექსი ობოლენსკის შეხვდა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 30 მაისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა, ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი და ივანე გიორგის ძე რატიშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 30 მაისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს 1905 წლის წლიური ანგარიში, რომელიც საზოგადოების წევრებს გასაცნობად და აზრის გამოსათქმელად გაუგზავნეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 30 მაისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1906 წლის 22-დან 29 მაისამდე საზოგადოებაში შევიდა 103. 81 მანეთი და დაიხარჯა – 200.
1906
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 22 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნებული იოსებ არიმათიელის (იოსებ იმედაშვილის) სტატიის მიხედვით, 1906 წლის 26 მაისს საქართველომ პირველი სათათბიროს წარმომადგენლები აირჩია.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 23 მაისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენება ბათუმისა და სენაკის სკოლებში რევიზორის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ ეს საქმე დავით კარიჭაშვილს დაავალა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 23 მაისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 23 მაისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ელისაბედ ყაზბეგის თხოვნა წარდგენილი ანდერძის დაბეჭდვის შესახებ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 23 მაისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1906 წლის 16-დან 22 მაისამდე საზოგადოებაში შევიდა 59. 14 მანეთი და დაიხარჯა – 454. 43.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 21 მაისამდე ილია ჭავჭავაძე სიტყვით გამოვიდა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების მიერ შექმნილ ავტონომისტ-ფედერალისტთა კავშირის სხდომაზე.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 16 მაისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქალაქის საგუბერნიო სატუსაღოს პატიმრების თხოვნა წიგნების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მათი სურვილი დააკმაყოფილა – 15 მანეთის წიგნები გაუგზავნა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 16 მაისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1906 წლის 25 აპრილიდან 16 მაისამდე საზოგადოებაში შევიდა 505. 25 მანეთი და დაიხარჯა – 2420. 26.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 7 მაისიდან 8 ივლისამდე ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის სახელმწიფო საბჭოს პირველი სესიის სხდომებში.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 7 მაისიდან 12 ივლისამდე რუსეთის სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე ილია ჭავჭავაძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ნიკოლოზ II-მ მისი გაცნობის სურვილი გამოთქვა და აუდიენციაზე მიიწვია. ილიამ იმპერატორზე უაღრესად გონიერი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა.
1906
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1906 წლის 6 მაისს პეტერბურგში ჩასულ ილია ჭავჭავაძესა და ოლღა გურამიშვილს სადგურში ალექსანდრე ყიფშიძე დახვდათ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 6 მაისის შემდეგ ილია ჭავჭავაძეს პეტერბურგელმა ქართველებმა მოუწყვეს შეხვედრა, რომელსაც ივანე ჯავახიშვილი, ლუარსაბ ნიკოლოზის ძე ანდრონიკაშვილი, სპირიდონ სიმონის ძე ვირსალაძე და სხვები დაესწრნენ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 2 მაისს ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან ერთად პეტერბურგში გაემგზავრა სახელმწიფო საბჭოს პირველ სესიაში მონაწილეობის მისაღებად.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 2 მაისამდე რუსეთის სახელმწიფო საბჭოში არჩევასთან დაკავშირებით ილია ჭავჭავაძეს პეტერბურგში გამგზავრების წინ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის თანამშრომლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა თბილისში, ედემის ბაღში, წვეულება გაუმართეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის მაისში იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 1 500 ცალი „დედა ენის“ შესყიდვა სთხოვა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის მაისში იმავე წლის თებერვალში რევოლუციაში მონაწილეობის ბრალდებით შეპყრობილი თედო სახოკია თავდებით გამოუშვეს.