რეგისტრირებული ფაქტები52221
სორტირება თარიღი კლებადობით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 12 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომამ ალექსანდრე ყიფშიძის მემორანდუმის მოსმენის შემდეგ საჭიროდ მიიჩნია მოხსენება შევსებულიყო შემდეგი საკითხებით: ილიას საგურამოს მამულისა და თბილისის სახლის მართვა-გამგეობის წესის შემოღება; ოლღა ჭავჭავაძისგან იჯარით აღებული ზაქარია გურამიშვილისეული მამულის ფაქტობრივი მდგომარეობის გაცნობა; საზოგადოების მამულებიდან მიღებული შემოსავლების (1908 წლის 15 ივლისიდან მოყოლებული) დაჯამება.
1909
ტიპი: მფლობელობა
1909 წლის 12 თებერვალს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მიერ წაკითხული განმარტებითი მოხსენების თანახმად, „საზოგადოება" იყო ფაქტობრივი მფლობელი შემდეგი ქონებისა: ოლღა ჭავჭავაძისეული 286 დესეტინა მამულისა საგურამოში – ვალი 18 825 მანეთი და 44 კაპიკი, ასევე გადასახადის ნარჩენი – 1139 მანეთი და 88 კაპიკი, სულ – 19 965 მანეთი და 32 კაპიკი; ილია ჭავჭავაძისეული სახლისა თბილისში – ვალი 6000 მანეთი, დამატებით გადასახადის ნარჩენი – 1565 მანეთი 60 კაპიკი, სულ – 7565 მანეთი და 60 კაპიკი; საგურამოს მომიჯნავე ზაქარია გურამიშვილის მამულის ერთი მესამედის იჯარისა; სამივე ზემოჩამოთვლილ მამულს ალექსანდრე ყიფშიძე განაგებდა დაქირავებული მმართველებისა და მოსამსახურეების მეშვეობით, რომელთა შენახვაც წელიწადში 1000 მანეთი ჯდებოდა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 5 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ბათუმის სკოლის სამზრუნველოდან თხოვნა ბარნაბა გელაზანიას მასწავლებლად ხელახლა დამტკიცების თაობაზე.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის პირველ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების საერთო კრებამ სვიმონ მერაბის ძე კვიტაშვილი – თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო რაჟდენ სოლომონის ძე ნაცვლიშვილი ხაზინადრად აირჩია.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის პირველ თებერვალს მიხეილ ივანეს ძე თაქთაქიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს ვასილ ბეჟანის ძე ხუჭუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრი გახდა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს რაჟდენ სოლომონის ძე ნაცვლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრი გახდა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს ეფემია სიმონის ასული მესხი-გეპნერისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრი გახდა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის პირველ თებერვალს დაარსდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილება შემდეგი სექციებით: სასკოლო, სათეატრო, სამეურნეო, სამშენებლო და მგალობელთა გუნდის მომწყობი.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს სიმონ მერაბის ძე კვიტაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრი გახდა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს კონსტანტინე ტარიელის ძე ლორთქიფანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრი გახდა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს დავით იაკობის ძე თედეშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრი გახდა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს ვასილ კონდრატეს ძე კოჩინევი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრი გახდა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს პლატონ ლევანის ძე გელოვანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრი გახდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მიიღო დადგენილება, რომ თუ გიორგი უთურაშვილი ყაზბეგის სამრევლო სკოლაში გადავიდოდა, საზოგადოების სასკოლო კომისია კანდიდატს მოძებნიდა გომარეთის სკოლისთვის.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 23 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის შუამდგომლობით საზოგადოების რწმუნებულმა, ალექსანდრე ყიფშიძემ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის სამიწათმოქმედო კომისიისგან 2 000 მანეთი ექვსთვიან უპროცენტო სესხად მიიღო.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 22 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინადრად გრიგოლ რცხილაძის მაგივრად ფილიპე გოგიჩაიშვილი აირჩიეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 22 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, ღვარდიის სკოლაში გაეგზავნათ „დედა ენის“ პირველი ნაწილის 20 ეგზემპლარი. განჩინებას ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 22 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბათუმის სკოლის სამზრუნველოს განცხადება ბარნაბა გელაზანიას მასწავლებლად დანიშვნის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე მასწავლებლად გარდავაძე უნდა დარჩენილიყო, შემდეგ კი განიხილავდნენ გელაზანიას მოწვევის საკითხს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 22 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე თავმჯდომარის მაგივრობა შეასრულა დავით კარიჭაშვილმა, მდივანი იყო სამსონ ფირცხალავა, კრებას დაესწრნენ: ალექსანდრე ყიფშიძე, ლუარსაბ ბოცვაძე, პეტრე სურგულაძე და ალექსანდრე მდივანი.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 22 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, დავით ძაძამიძე ყალამშიის სკოლის მასწავლებლად დაენიშნათ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 13 იანვარს ი. ღლონტმა ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის გასაძლიერებლად გადარიცხა 3 მანეთი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 8 იანვარს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე განიხილეს საკითხი ბიბლიოთეკა-მუზეუმის დროებით ილია ჭავჭავაძის სახლში გადატანის შესახებ.