ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 23 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ აუწყა, რომ გამგეობის თავმჯდომარის, მაქსიმილიანე ჭავჭავაძის თხოვნით სახალხო სკოლათა დირექტორმა ნინო შიუკაშვილს კეთილსაიმედოობის მოწმობის წარდგენამდე სკოლაში მასწავლებლად მუშაობის ნება დართო. შიუკაშვილს ეს მოწმობა 1911 წლის 10 ნოემბრამდე უნდა წარედგინა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 23 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ მასწავლებელ ნინო შიუკაშვილის კეთილსაიმედოობის მოწმობა (N7449) გაუგზავნა და მისი თელავის განყოფილების სკოლის მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 14 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ ანა ნიკოლოზის ასულ ჭავჭავაძეს თბილისის განყოფილების წიგნის მაღაზიიდან 500 მანეთის რუსულ-ქართული სახელმძღვანელოს და რვეულის ნისიად მიღება დაავალა.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ამბაკო თოფურიძე, გიგო ივანეს ძე თავაძე, მელიტონ თურქია, ლუკა ბესარიონის ძე თოფურიძე, პავლე ნიკოლოზის ძე კალანდარიშვილი, ელიზბარ პეტრეს ძე კაჭარავა, მარიამ თეიმურაზის ასული კაჭარავა, ალექსი პეტრეს ძე კაჭარავა, რომანოზ ტიმოთეს ძე კაჭარავა, როსტომ ბუჭუას ძე კარანაძე და სამსონ გიორგის ძე კილაძე.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ივლიანე მიხეილის ძე მიქელაძე, ვლადიმერ მიხეილის ძე მახვილაძე, ელეონორა მიხეილის ასული მახვილაძისა, მარკოზ გიორგის ძე მიქავა, კლასიონ ლევანის ძე მელაძე, მარიამ ს. მაღლაკელიძე, პორფილე მერაბის ძე მაღლაკელიძე, ავქსენტი ბესარიონის ძე ნადარეიშვილი, ეგნატე პეტრეს ძე ნადარეიშვილი, ალექსანდრე ბეჟანის ძე სანაძე და იოსებ პავლეს ძე სიჭინავა.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ლევან ბახვას ძე სიჭინავა, ელენე სამსონის ასული სოლოგუბი, ნიკო საჯაია, ნიკო მერაბის ძე სიჭინავა, ტრიფონ იოსების ძე სოხაძე, ალექსანდრა მურზაყანის ასული საბაშვილი, გრიგოლ ლუკას ძე ტაბიძე, ივლიანე მერაბის ძე ტაბიძე, ნესტორ ივანეს ძე ტუღუში, ვლადიმერ იაკინთეს ძე ტუსკია და დიმიტრი კიმოთეს ძე ტაბიძე.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ლევან ივანეს ძე ქარცივაძე, კონსტანტინე ანტონის ძე ქარცივაძე, ალექსანდრე დავითის ძე ქაჯაია, ფიდუ ქორჩილავა, ნოე ალმასხანის ძე ქურიძე, ალექს გ.-ს ძე ქოიავა, ნესტორ ვახტანგის ძე ქოიავა, ვლადიმერ ქუთათელაძე, მასიკო ეგნატეს ძე ღლონტი, მელიტონ ღლონტი და ივანე გაბრიელის ძე ღლონტი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელავის განყოფილების 1911 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი ზაქარია მარკოზაშვილი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა შენიშვნა-დამატება, რომელიც თელავის განყოფილების 1911 წლის მოქმედების ანგარიშს ეხებოდა. დოკუმენტის მიხედვით, თელავის განყოფილების გამგეობას უპირველეს მიზნად მიაჩნდა დაწყებითი სკოლების გახსნა ისეთ უბნებში, სადაც ამის ყველაზე დიდი საჭიროება იყო. პირველი ასეთი სკოლა ქ. თელავში დაარსდა უღარიბეს მაცხოვრებელთა შვილთათვის. სკოლების შესანახად აუცილებელი იყო განყოფილების წევრთა რიცხვის გაზრდა, რითაც საწევრო გადასახადის სახით შემოსული თანხებიც უფრო სოლიდური გახდებოდა. ამ მიზნის მიღწევას აბრკოლებდა მაცხოვრებელთა გულგრილობა და განყოფილების მატერიალურად მოძლიერების ნაკლები სურვილი. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი ზაქარია მარკოზაშვილი.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 5 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას ამავე საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელავის განყოფილების 1911 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1911 წელს თელავის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: ანა ნიკოლოზის ასული ჭავჭავაძისა, ანასტასია რაფიელის ასული კახიძისა, ქეთევან ივანეს ასული რუსიშვილი-ყორჩაბაშვილისა, თამარა ალექსანდრეს ასული აბაშიძისა, ნიკიფორე იესე ძე მამინაიშვილი, გიორგი ივანეს ძე ხიზანაშვილი, გ. დ. იორდანაშვილი, ალ. ვახვახიშვილი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ აცნობა, რომ 1911 წელს თელავის განყოფილების საპატიო წევრები იყვნენ ექვთიმე ოქროპირის ძე კაჭახიძე – ალავერდელი ეპისკოპოსი დავითი და ივანე დიმიტრის ძე კალატოზიშვილი.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: აღათია ელიზბარის ასული დადიანი-შერვაშიძისა, ტერეზია ნესტორის ასული შერვაშიძისა, მარიამ დავითის ასული შერვაშიძისა, ალექსანდრე გრიგოლის ძე შერვაშიძე, დიმიტრი ფილიპეს ძე შონია, ილარიონ თენგიზის ძე შენგელაია, რაჟდენ თენგიზის ძე შენგელაია, არტემ ივანეს ძე შავიშვილი, თეოფილე შათირიშვილი, გრიგოლ ხუხუტას ძე შამათავა და ტარასი ივანეს ძე შანგუა.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: პეხუ ჩაჩავა, ბაკურ ჩხარჩხალია, მანუჩარ ნ. ჩიჩუა, ილარიონ ბიტუს ძე ჩიტაია, ალექსანდრე გიორგის ძე ჩხიკვაძე, იუსტინე პავლეს ძე ჩიქოვანი, ანდრია ოქროპირის ძე ცანავა, მიხეილ ტოტიას ძე ცხომარია, ივანე ზოსიმეს ძე ცეცხლაძე, ნიკო გიგოს ძე ცეცხლაძე, იოსებ ცეკვავა, დათა ცეკვავა, ესტატე ძაგუა, მიხეილ დავითის ძე წვერავა და ვარლამ ექვთიმეს ძე წივწივაძე.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1911 წლის ნამდვილ წევრთა სია. განყოფილების წევრები იყვნენ: თომა ზაქარიას ძე თუშმალიშვილი, თამარა კონსტანტინე ასული ნაცვლიშვილი, ნოე თომას ძე ჯიბლაძე, დავით ჯანდიერი, მიხეილ ალექსანდრეს ძე გიჟიმყრელი, ვლადიმერ გიჟიმყრელი და ნესტორ ვაჩეიშვილი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1911 წლის ნამდვილ წევრთა სია. განყოფილების წევრები იყვნენ: ჯიმშერ სვიმონიშვილი, თევდორე ალექსანდრეს ძე ფეოდოროვი, ვლადიმერ ზაალის ძე რობიტაშვილი, მოსე ალექსის ძე ხელაშვილი, მღვდელი რაჟდენ დარჩიაშვილი, ალექსანდრე ზაალის ძე წინამძღვრიშვილი და მღვდელი ისიდორე ვაჩეიშვილი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1911 წლის ნამდვილ წევრთა სია. განყოფილების წევრები იყვნენ: ნინო ხარიტონის ასული მთვარელიშვილისა, დიმიტრი დავითის ძე ჩოლოყაშვილი, შუამთის მონასტრის ბერ-მონაზონი ნიკოლოზი (პიმენი), ეკატერინე ალექსანდრეს ასული ერისთავისა, ივანე დიმიტრის ძე პაატაშვილი და ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1911 წლის ნამდვილ წევრთა სია. განყოფილების წევრები იყვნენ: გიორგი ისაკის ძე ჩხუბიანაშვილი, სვიმონ თევდორეს ძე მუმლაური, დიმიტრი იოსების ძე გაგუნაშვილი, გიორგი იოსების ძე მარკოზაშვილი, ალექსანდრე მარკოზის ძე კევლიშვილი და მღვდელი გრიგოლ პავლეს ძე ტატიშვილი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1911 წლის ნამდვილ წევრთა სია. განყოფილების წევრები იყვნენ: ზაქარია მახარობლის ძე მამისაშვილი, სპირიდონ მახარობლის ძე მამისაშვილი, რაჟდენ ავთანდილის ძე კვეზერელი, მიხეილ ალექსანდრეს ძე წულუკიძე, ანასტასია ვასილის ასული წულუკიძისა და გარსევან პავლეს ძე კურდღელაშვილი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1911 წლის ნამდვილ წევრთა სია. განყოფილების წევრები იყვნენ: ილია პავლეს ძე გორდეზიანი, მღვდელი ლევან ვარდიაშვილი, ანა ნიკოლოზის ასული ჭავჭავაძისა, ზაქარია რომანის ძე ჭავჭავაძე, მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე, მღვდელი იოანე (ივანე) ზარიძე და ალექსანდრე თომას ძე თუშმალიშვილი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1911 წლის ნამდვილ წევრთა სია. განყოფილების წევრები იყვნენ: მღვდელი თომა იოსების ძე ასათიანი, დეკანოზი იოანე შიუკაშვილი, ნინო დავითის ასული ვახვახიშვილისა, თამარა ალექსანდრეს ასული აბაშიძისა, დიმიტრი ივანეს ძე მაყაშვილი, მღვდელი იოანე ეგნატეს ძე მრევლიშვილი და მღვდელი ვასილ კანანაძე.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1911 წლის ნამდვილ წევრთა სია. განყოფილების წევრები იყვნენ: ალექსი დიმიტრის ძე მუქურაული, იაგორ კირილეს ძე დათუნაიშვილი, ნიკოლოზ ივანეს ძე მეტრეველი, გიორგი დავითის ძე იორდანაშვილი, მოსე ლუკას ძე ცქვიტიშვილი, ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გრომოვი და ნინო ივანეს ასული როსტომაშვილისა.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1911 წლის ნამდვილ წევრთა სია. განყოფილების წევრები იყვნენ: მანანა ყარალაშვილი, მღვდელი მიხეილ ესტატეს ძე ელიზბარაშვილი, ვასილ ბერეჟიანი, ოლღა ზაქარიას ასული პაატაშვილისა, ვლადიმერ ანდრიას ძე ედილაშვილი, ნიკოლოზ ივანეს ძე მარკოზაშვილი და დავით მარკოზის ძე აბაშიძე.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1911 წლის ნამდვილ წევრთა სია. განყოფილების წევრები იყვნენ: ნიკიფორე იესეს ძე მამინაიშვილი, იოსებ გიორგის ძე ხუციშვილი, მელქისედეკ სპირიდონის ძე კანდელაკი, გიორგი მიხეილის ძე ტატიშვილი და ზაქარია ივანეს ძე მარკოზაშვილი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა შენიშვნა-დამატება, რომელიც თელავის განყოფილების 1911 წლის მოქმედების ანგარიშს ეხებოდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 1911 წელს გამგეობამ ხელმეორად ითხოვა ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის სოფ. ყვარელში მდებარე მამულის თელავის განყოფილების განკარგულებაში გადმოსვლა. მამული შეუძენია თავადაზნაურობას და 1912 წლის 1-ლი იანვრიდან გადაუცია თელავის განყოფილებისთვის. გამგეობას განზრახული ჰქონდა მამულის ტერიტორიაზე სკოლის გახსნა. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი ზაქარია მარკოზაშვილი.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 11 მაისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან ბურჯანაძეს ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა საზოგადოების ცხინვალის განყოფილების 1915 წლის მოქმედების ანგარიში. ამ დოკუმენტის მიხედვით, 1915 წელს ცხინვალის განყოფილებას წარმოადგენდნენ: ივანე ალექსის ძე კოტიაშვილი, მიხეილ დავითის ძე კობალაძე, მღვდელი იოსებ კაპანაძე, მღვდელი დავით კაპანაძე, ანა ნიკოლოზის ასული კანდელაკი, მღვდელი სპირიდონ კასრაძე, ალექსანდრე იოსების ძე კასრაძე, ალექსანდრე ილარიონის ძე კასრაძე, მღვდელი ელისე კვანჩახაძე, მღვდელი იოსებ კვინიკაძე.