რეგისტრირებული ფაქტები50091
სორტირება თარიღი კლებადობით
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს თევდორე კიკვაძის რედაქტორობით გამოსულ გაზეთში „განთიადი“ დროებით თანამშრომლობდნენ ბოლშევიკები და მენშევიკები.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წელს გაზეთის „განთიადი“ რედაქტორები, ბოლშევიკების მხრიდან, იყვნენ იოსებ ჯუღაშვილი და ფილიპე მახარაძე, ხოლო მენშევიკების მხრიდან − ნოე ჟორდანია და სიმონ ჯუღელი.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს არშაკ მეგრაბიანცი ბათუმში ხუთწლიანი გადასახლების შემდეგ თბილისში დაბრუნდა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ავლაბრის მეოთხე რაიონის ტერორისტულ რაზმში ჩაირიცხა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის დასაწყისში რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის მენშევიკურმა კომიტეტმა საბრძოლო რაზმების შეიარაღების ორგანიზებისთვის შექმნა სამხედრო-ტექნიკური კომისია, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ნოე რამიშვილი.
1904
ტიპი: გარდაცვალება
1904 წლის 15 დეკემბერს ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძრის მღვდელი რაჟდენ სიმონის ძე გიგაური გარდაიცვალა.
1904
ტიპი: ავტორობა
1904 წლის ბოლოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემადგენლობაში იყო 1279 წევრი, მათგან 8 საპატიო, 63 დამფუძნებელი და 1208 ნამდვილი წევრი. ანგარიშს ხელს აწერენ: თავმჯდომარის ამხანაგი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 18 ოქტომბერს გამგეობამ გადაწყვიტა, რომ ძმები პეტრე, იაკობ და ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილების შემოწირული თანხით სახელმწიფო რენტის ფურცლები შეეძინა. ასევე, განსვენებული სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის სურათი კანცელარიაში ჩამოეკიდა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 18 ოქტომბერს ძმებმა პეტრე, იაკობ და ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილებმა საზოგადოებას ათასი თუმანი შესწირეს გარდაცვლილი ძმის სტეფანეს სახელზე იმ პირობით, რომ შეწირულ თანხას ან საზოგადოება გამოიყენებდა თავისი საჭიროებისთვის, ან საზოგადოების დაშლის შემთხვევაში თავადაზნაურებს გადაეცემოდა ქართველი ბავშვების აღსაზრდელად.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904 წლის 17 ოქტომბრიდან 1906 წლის პირველ სექტემბრამდე კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორმა ზესტაფონის საქალებო პროგიმნაზიის რჯულის მასწავლებლად დანიშნა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ალექსანდრა ყაზახაშვილის კავკასიის სკოლის დირექციაში დამტკიცების საკითხი განიხილა.
1904
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905 წლის ანგარიშის მიხედვით, დიდი თონეთის სკოლაში სწავლა დაიწყო 15 სექტემბერს. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1904
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლაში სწავლა დაიწყო 2 სექტემბერს და დასრულდა 13 ივნისს. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904 წლის 1-ლ სექტემბერს გიმნაზიის საქმეებში გამგე-კომიტეტის უხეში ჩარევების გამო დირექტორი ექვთიმე თაყაიშვილი გადადგა. მის მაგივრად აირჩიეს ამავე გიმნაზიის მასწავლებელი ივანე რატიშვილი.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 29 ივლისს ქართელთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ კობიაშვილის კავკასიის სკოლის პედაგოგად, ხოლო კირილე წილოსანის ბორჩალოს სკოლის მასწავლებლად დანიშვნის საკითხი განიხილა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 27 ივლისს ილია წინამძღვრიშვილმა დაამოწმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გრიგორ არენბერგთან, ფიოდორ მოროზოვსა და ფიოდორ ივანოვთან გაფორმებული ხელშეკრულება.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 27 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარემ ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძემ და წევრებმა – ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილმა, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ – გააფორმეს ხელშეკრულება გრიგორ ისააკის ძე არენბერგთან, ფიოდორ ვასილის ძე მოროზოვსა და ფიოდორ ივანოვთან, რომ საზოგადოება მათ ფოტოგრაფიის სალონს არენდით გადასცემდა 3 წლით.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის ივლისში აღალო თუთევმა შიო მღვიმის მონასტერს ფრესკების აღსადგენად ყველა ფერის მაღალი ხარისხის საღებავები შესწირა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 31 მაისს, 1-ლ და 2 ივნისს გამგეობის წევრებმა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავამ ბათუმის სკოლა დაათვალიერეს.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 26 და 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებმა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავამ ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლა დაათვალიერეს.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 26 მაისიდან 2 ივნისამდე გამგეობის წევრმა ივანე გიორგის ძე რატიშვილმა კავკავის სკოლა დაათვალიერა და იქ არსებული მდგომარეობა მოიწონა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 21-26 მაისს გამგეობის წევრებმა პართენ გოთუამ და ნიკოლოზ ელიავამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლა დაათვალიერეს.
1904
ტიპი: თანამდებობა
კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე 1904 წლის 20 მაისიდან 1906 წლის 1-ელ სექტემბრამდე ცხრაწყაროს სამრევლო სკოლაში მუშაობდა.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904 წლის 20 მაისს კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე ცხრაწყაროს საეკლესიო სამრევლო სკოლის გამგედ დაინიშნა.