ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50732

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის მარტში თედო კიკვაძის დაპატიმრებას ხელმძღვანელობდა ბათუმიდან ოზურგეთში სპეციალურად გაგზავნილი ჟანდარმთა პოლკოვნიკი ბ. ჯაყელი.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის მარტში პოლკოვნიკი ჯაყელი ბათუმიდან ოზურგეთში ჩავიდა თედო კიკვაძის დასაჭერად.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1905 წლის მარტში, გურიაში სახალხო მღელვარების დროს, დააკავეს სოციალ-დემოკრატიული ბიუროს წევრი, ექიმი გიორგი ჭოღოშვილი.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1905 წლის მარტში, გურიაში სახალხო არეულობის დროს დააპატიმრეს თევდორე კიკვაძე და ბადრაგის თანხლებით ოზურგეთიდან თბილისში გადაიყვანეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის მარტში, გურიაში სახალხო არეულობის დროს დაპატიმრებული თედო კიკვაძე ბადრაგის თანხლებით ჯერ ოზურგეთიდან რკინიგზის სადგურ ნატანებამდე მიიყვანეს, შემდეგ კი – თბილისში, მეტეხის ციხეში.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის მარტში ოზურგეთიდან თბილისში გადმოყვანილ პატიმრებს, რომელთა შორის თევდორე კიკვაძეც იყო, მეტეხის ციხეში გამოუცხადეს, რომ მათ ორ ჯგუფად დაყოფდნენ და რუსეთის სხვადასხვა გუბერნიაში გადაასახლებდნენ.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის მარტში ოზურგეთიდან თბილისში გადმოყვანილი პატიმრები მეტეხის ციხეში ორ ჯგუფად დაყვეს. თევდორე კიკვაძის ჯგუფი ყაზანის გუბერნიაში უნდა გამგზავრებულიყო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის მარტში თევდორე კიკვაძის ყაზანის გუბერნიაში გადასახლების განკარგულება არ შესრულდა, რადგან იმ დროს თბილისის მეფისნაცვლად დანიშნულმა ვორონცოვ-დაშკოვმა ამნისტია გამოაცხადა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის მარტში მეტეხის ციხეში გადმოყვანილ თევდორე კიკვაძეს ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, რომლის თანახმად, მას მისჯილი ჰქონდა რუსეთის ერთ-ერთ გუბერნიაში გადასახლება.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, ივანე გიორგის ძე რატიშვილმა, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ და ა. შ. განიხილეს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის განცხადება მოსწავლეთა დათხოვის დროის შესახებ.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 28 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა და რამდენიმე სხვა პირი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 28 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით ჩატარებულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1905 წლის 15-დან 28 თებერვლამდე საზოგადოებაში შევიდა 514 მანეთი და დაიხარჯა – 510.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 28 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად თონეთის სკოლის მასწავლებელს ჯამაგირი გადაეცა 40, ხოლო მის შვილს – 5 მანეთი.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 27 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კონსტანტინე ივანეს ძე ჯაფარძის მოსამსახურე ანასტასია კალიაშვილი სახლიდან გავიდა და დაიკარგა.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 27 თებერვლის „ცნობის ფურცლში“ დავით და კონსტანტინე მიხეილის ძე როსტომაშვილები, მიხეილ ალექსის ძე როსტომაშვილი, მართა როსტომაშვილი, ნიკო გიუნაშვილი და ეფემია გიუნაშვილი ნათესავის გარდაცვალებას იუწყებოდნენ.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 27 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მ. ლაღიძეს ხილეული წყლის გასაყიდად ქალაქის ბაღში მდებარე ჯიხურები იჯარით ჰქონდა აღებული.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცელში“ ზურაბ გიორგის ძე აბდუშელიშვილი, ფარნაოზ სიმონის ძე და ნინო დიმიტრის ასული ნათიშვილები, ზაქარია იოსების ძე და სოფიო დიმიტრის ასული მამაცაშვილები ნათესავებს აუწყებდნენ, რომ მარიამ ფარნაოზის ასული აბდუშელიშვილის გარდაცვალებიდან ორმოცი დღის შესრულების გამო წმ. გიორგის ქაშვეთის ეკლესიაში წირვასა და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცელში“ ილია და მიხეილ თომას ძე ჯაიანები, ბარბარე დავითის ასული და ანდრია პავლეს ძე დავითაშვილები ნათესავებს თამარ დავითის ასულ ჯაიანის გარდაცვალებას ატყობინებდნენ. პანაშვიდები ყოველდღე, დღის 12-სა და საღამოს 7 საათზე ავლაბარში, შემახის ქუჩა N31 გაიმართებოდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 20 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დ. ჯავახიშვილი „ვეტცელის თეატრის“ გამგე იყო.

1905

ტიპი: მფლობელობა

1905 წლის 20 თბერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, სტეფანე ფეიქაროვი ქალაქ ქუთაისში მაღაზიას ფლობდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 14 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, ივანე გიორგის ძე რატიშვილმა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ და რამდენიმე სხვა პირმა ისაუბრა პედაგოგიური რჩევის ოქმების შესახებ.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 14 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად იაკობ გოგებაშვილს „ბუნების კარში“ 110 მანეთი გადაეცა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 14 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად წინარეხის სკოლის მასწავლებელს 42 მანეთი გადაეცა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 14 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, ივანე გიორგის ძე რატიშვილმა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ და რამდენიმე სხვა პირმა განიხილეს ერთ-ერთი სამრევლო სკოლის მასწავლებლის თხოვნა წიგნებისა და სასწავლო ნივთების უფასოდ გაგზავნის შესახებ. კრებამ განიხილა ეს საკითხი და გადაწყვიტა, სკოლისთვის ერთი თუმნის წიგნები და სასწავლო ნივთები უფასოდ გაეგზავნათ.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 14 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად წიგნების ანგარიშისთვის ნიკოლოზ მესხიშვილს გადაეცა 20 მანეთი, ანასტასია წერეთლისას – 18.40, ა. ქუთათელაძეს – 27. 80 და ა.შ.