რეგისტრირებული ფაქტები46948
სორტირება თარიღი კლებადობით
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის 4 ივნისს სვიმონ წერეთელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად აირჩიეს.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის 4 ივნისს სიმონ ივანეს ძე პაიჭაძე აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის 4 ივნისს მიხეილ იოსების ძე კლიმიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად აირჩიეს.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე განიხილეს წიგნსაცავისა და მუზეუმის შენობის აგების საკითხი, რაზეც იაკობ გოგებაშვილმა განაცხადა, რომ ეს საჭირო არ იყო, მით უფრო, რომ საზოგადოებას, წესდების მიხედვით, არ ჰქონდა უძრავი ქონების შესყიდვის უფლება; წინააღმდეგ შემთხვევაში წესდება უნდა შეცვლილიყო.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ნოე ჟორდანია გამოვიდა წინადადებით, რომ სკოლების ვალი ადგილობრივი საზოგადოებებისთვის ნაწილ-ნაწილ გადაეხდევინებინათ, ან საერთოდ გაეუქმებინათ. ამაზე ნიკო ცხვედაძემ უპასუხა, რომ ვალი მხოლოდ თონეთისა და ხელთუბნის სკოლებს ჰქონდათ და ამის შესახებ საზოგადოების გამგეობას უკვე ჰქონდა მიმომოწერა სათანადო დაწესებულებებთან.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილმა განაცხადა, რომ ფოტოგრაფიის საქმეების წარმართვა მათი საზოგადოებისთვის ხელის შემშლელი იქნებოდა და მისი წინადადებით, ფოტოგრაფიის შენობა და ინვენტარი იჯარით უნდა გაეცათ. ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ უპასუხა, რომ იჯარით გაცემის საჭიროება არ იყო, საზოგადოების საქმეების გაფართოება კარგი იქნებოდა და შტატიც გაიზრდებოდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას დაესწრნენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე, ეკატერინე გაბაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი, დავით კარიჭაშვილი, ივანე რატიშვილი, ივანე აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ვლადიმერ ლორთქიფანიძე.
1900
ტიპი: ავტორობა
1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადეობის სხდომაზე აღიძრა საკითხი წიგნსაცავისა და მუზეუმისთვის საკუთარი შენობის აგების შესახებ. მაგრამ ამ საქმის შესრულება წესდების შეუცვლელად არ შეიძლებოდა. ხელს აწერენ: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი (რიშ-ბაბა), სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი, ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.
1900
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა ცნობა, რომ 1900 წლის 4 ივნისს საზოგადო კრებაზე განიხილეს საკითხი წიგნსაცავისა და მუზეუმისთვის ცალკე შენობის აგების თაობაზე, თუმცა დაადგინეს, რომ ამ საქმის შესრულება წესდების შეუცვლელად არ შეიძლებოდა. ასე გაგრძელდა 1907 წლამდე. ამ დროის განმავლობაში კი სამუზეუმო თანხა თანდათან იზრდებოდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 ივნისს ილია ჭავჭავაძე ავადმყოფობის გამო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებას ვერ დაესწრო.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის 4 ივნისს ივანე ნიკოლოზის ძე ყაზბეგი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად აირჩიეს.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 1-ელი ივნისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, კავკასიის მთავარმმართებლის თანაშემწე გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე ფრეზე ჩრდილოეთ კავკასიიდან, სადაც წყალდიდობისა და ნიაღვრებისგან დაზარალებული ქალაქებისა და სოფლების დასათვალიერებლად იმყოფებოდა, თბილისში დაბრუნდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 31 მაისის „ცნობის ფურცლიდან" ვიგებთ, რომ ექიმების რჩევით სოფელ საგურამოში მყოფი ილია ჭავჭავაძე შეუძლოდ გახდა. ექიმები და უამრავი ხალხი მის მოსანახულებლად წავიდნენ.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის 30 მაისს გორის მემამულეთა სინდიკატის დირექტორობის თანამდებობაზე ვასილ მაჩაბელმა უარი თქვა. მის ნაცვლად ამ თანამდებობაზე დაინიშნა გიორგი მაჩაბელი.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის 29 მაისს თბილისის გუბერნატორმა სოფელ შილდაში ქართველთა შორის წერა-კითხვის საზოგადოების სახელზე გახსნილი სამკითხველოს პასუხისმგებელ მდივნად დაამტკიცა დავით რევაზის ძე ვახვახიშვილი.
1900
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1900 წლის 29 მაისს ილია ჭავჭავაძეს საგურამოში ესტუმრნენ მისი და, ელისაბედ საგინაშვილი, სიძე ნიკოლოზ აფხაზი, დისშვილი კოტე აფხაზი, გერმანელი მწერალი არტურ ლაისტი, გაზეთ „კავკაზის“ რედაქტორი ვასილი ველიჩკო, მისი და, ბარბარა ველიჩკო და ნიკოლოზ ცხვედაძე.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 28-29 მაისს მუშტაიდის ბაღში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ სახალხო სეირნობა და საქველმოქმედო ბაზრობა უნდა გამართულიყო. ბაზრობაზე გასაყიდი ნივთები მსურველებს ოლღა გურამიშვილისთვის უნდა გაეგზავნათ.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის მაისში ფოთის ქალაქის თვითმმართველობის მდივანმა ვ. ა. დემიდოვმა სხვა სახელმწიფო სამსახურში გადასვლის გამო დატოვა თანამდებობა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 27 მაისს ხელმწიფე იმპერატორს წარუდგა კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 26 მაისს ილია ჭავჭავაძემ ანტონ ფურცელაძე საგურამოში დაპატიჟა და არტურ ლაისტისა და სხვა სტუმრების აყვანაც სთხოვა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 25 მაისს, დილის 10 საათზე, სარევიზიო კომისიის წევრი ნიკოლოზ გოგიტიძე დაბარებული იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიაში წინა წლის ანგარიშის შესამოწმებლად.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 25 მაისს, დილის 10 საათზე, სარევიზიო კომისიის წევრი იოსებ პაატას ძე მგალობლიშვილი დაბარებული იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიაში წინა წლის ანგარიშის შესამოწმებლად.