ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46939

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 23 აპრილის „ცნობის ფურცლიდან" ვიგებთ, რომ „ჯეჯილის" კომისიას იოსებ ოცხელისთვის უთხოვია ქუთაისში შეეკრიბა პედაგოგების პატარა წრე, როემლიც კრიტიკულად განიხილავდა „ჯეჯილის" ნომრებს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 22 აპრილს ქალაქისთავმა თბილისის გუბერნატორს წარუდგინა ქალაქის საბჭოს მდივნის, სტეფანე ჭრელაშვილისა და ლომბარდის გამგის ასლამაზოვის არჩევნების ოქმი.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 20 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ ახალ-მოსულის ფსევდონიმით გამოაქვეყნა სტატია „პატარა საუბარი“ („ბ-ნი ჟორდანია რამდენიც დღე გადის...“), რომელშიც პასუხობს ნოე ჟორდანიას.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 16 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ ახალ-მოსულის ფსევდონიმით გამოაქვეყნა სტატია „ქარაფშუტობა, ორთავიანობა და ორპირობა უმეცარისა“ („ბ-ნი ჟორდანია მიწყრება, რომ მის „ფინანსების“ არცოდნას გამოვეკიდე...“), რომელშიც აგრძელებს პოლემიკას ნოე ჟორდანიასთან.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 14 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გამოვიდა მურიეს ფრანგული ჟურნალის „Le Caucase Illusté“-ს მესამე ნომერი, რომელშიც დაბეჭდილი იყო ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილი".

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის 25 ივნისიდან 14 ნოემბრამდე ვასილ სულხანიშვილი გაზეთ „ივერიის“ დროებითი რედაქტორის მოვალეობას ასრულებდა ილია ჭავჭავაძის ნაცვლად.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 14 მაისს სახალხო კითხვათა სადგომში ავჭალის ქუჩაზე რეჟისორმა კონსტანტინე შათირიშვილმა წარმოადგინა დავით ერისთავის მიერ ნათარგმნი კომედია „პარიზელი ბიჭი“.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 13 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ ახალ-მოსულის ფსევდონიმით გამოაქვეყნა სტატია „პატარა საუბარი“ („ახირებული კაცი ყოფილა ბ-ნი ჟორდანია...“), რომელშიც ეხმიანება ნოე ჟორდანიას.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 6 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ ფსევდონიმით ახალ-მოსული გამოაქვეყნა სტატია „პატარა საუბარი“ („თაგვმა სთხარა, სთხარაო...“).

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ილია ჭავჭავაძეს დიდუბის ეკლესიის გალავანში ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავზე ძეგლის დადგმის თაობაზე ანგარიში სთხოვა. ილია ძეგლის აგებისთვის შექმნილი საგანგებო კომისიის თავმჯდომარე იყო.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 4 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 3 აპრილი“ („დღეს-აქამომდე სულ ამას ჩივიან, რომ...“).

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 2 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ ფსევდონიმით ახალ-მოსული გამოაქვეყნა სტატია „ახალი უმეცრობანი ბ-ნ ნოე ჟორდანიასი“ („ბ-ნმა ნოე ჟორდანიამ პასუხი მაღირსა...“).

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის აპრილის ჟურნალ „მოამბეში“ ლალის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გიორგი ლასხიშვილის წერილი „შინაური მიმოხილვა“ სათავადაზნაურო ბანკის და მისი თავმჯდომარის, ილია ჭავჭავაძის შესახებ.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის აპრილში ჟურნალ „მოამბეში“ ლალის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გიორგი ლასხიშვილის „შინაური მიმოხილვა“ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ოცდახუთწლიანი საქმიანობის შესახებ.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით მადლობა გადაუხადა საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიას „ქართლის ცხოვრების“ თეიმურაზისეული ნუსხის მიწოდებისთვის და აუწყა, რომ ხელნაწერი უკვე ჩააბარეს ბიბლიოთეკას აკადემიაში დასაბრუნებლად.

1900

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1900 წლის 29 მარტს ბორის ესაძემ ილია ჭავჭავაძეს წარწერით უძღვნა მის მიერ გამოცემული წიგნი „კავკასიის ჯარების საბრძოლო გმირობანი. კავკასიის სამხედრო-ისტორიულ მუზეუმში დაცული სურათების ალბომი“.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 19 მარტს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა წერილი „ჟურნალ-გაზეთებიდან“. მიმოხილულია „სევერნი კურიერში“ დაბეჭდილი სტატია „პ. გ-ლის“ წერილზე „სომეხ- ქართველთა განხეთქილება“, რომლის ავტორის აზრითაც, გაზეთი „ივერია“ მუდამ სომხებს ლანძღავს. ასევე საუბარია ივანე მაჩაბლისა და ილია ჭავჭავაძის დაპირისპირებაზე, რომელშიც ილია დამნაშავედ არის მიჩნეული.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 26 მარტს გაზეთ „კვალში“ ნოე ჟორდანიამ გამოაქვეყნა წერილი „გზა და გზა“ (დასაწყისი), რომელიც ეხმაურება ილია ჭავჭავაძის პუბლიკაციას „უმეცრების ფართი-ფურთი“.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 26 მარტს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა ნოე ჟორდანიას წერილი „პრესა“ (V ნაწილი), რომელშიც ავტორი კვლავ აგრძელებს გაზეთ „ივერიის“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) კრიტიკას.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 25 მარტს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადო კრების ბოლო სხდომას, რომელზეც დაამტკიცეს წინა სხდომების ოქმები, შემდეგ გაიმართა თავად-აზნაურთა წინამძღოლების არჩევნები.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 25 მარტს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის სამეურნეო ბანკის კრების საქმიანობაში.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 24 მარტს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადო კრებაში, რომელმაც განიხილა სათავადაზნაურო ბანკიდან დასაბრუნებელი ფულის საკითხი. ივანე მაჩაბლისა და სხვების აზრით, ფული თავად-აზნაურებს სარგებლით უნდა დაბრუნებოდათ, ასევე აღძრულიყო შუამდგომლობა, რომ 108 000 მანეთი დეპუტატთა საკრებულოს სახელით საკრედიტო დაწესებულებაში შეეტანათ.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 23 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ ფსევდონიმით ახალ-მოსული გამოაქვეყნა სტატია „პატარა საუბარი“ („კვალის“ მკითხველებს მოეხსენებათ...“).

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 22 მარტს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადო კრებაში, რომელმაც განიხილა კომისიისგან შემუშავებული წესდება თავად-აზნაურთა მამულებისა და ქონების შესახებ.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 21 მარტს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადო კრებაში, რომელმაც იმსჯელა რწმუნებულთა არჩევნების ვადებზე, ასევე სათავადაზნაურო ქარვასლისა და თეატრის შენობის შეკეთების შესახებ.