ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50433

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 18 დეკემბერს ქალაქ ფოთის გამგეობამ სახაზინო გადასახადის გადაუხდელობის გამო გადაწყვიტა, გაეყიდა სოფიო ნიკოლოზის ასული ნაკაშიძის სამი ცარიელი ადგილი, მდებარე დიდ კუნძულზე, ხერსონის ქუჩაზე.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 17 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ ქართველ ქალთა ამხანაგობის სამადლობელი წერილი გამოქვეყნდა. ამხანაგობა სამკერვალო სკოლისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდიდა: ილია ჭავჭავაძეს, ეკატერინე სარაჯიშვილს, ნიკო ღოღობერიძესა და იაკობ გოგებაშვილს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 15 დეკემბერს სააფთიაქო საქონლით მოვაჭრე ფარმაცევტთა ამხანაგობის კრებაზე სიტყვით გამოვიდა ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 15 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 15 დეკემბერს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ვაშა, ბ-ნო ქართველო დეფო!“.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 15 დეკემბერს გაიმართა სააფთიაქო საქონლით მოვაჭრე ფარმაცევტთა ამხანაგობის კრება გიორგი ვაწაძის თავმჯდომარეობით.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 15 დეკემბერს სათავადაზნაურო ბანკის შენობაში გაიმართა ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრება, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს პავლე იოსების ძე ყიფიანი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 14 დეკემბერს თბილისის თეატრში ქუთაისის დედათა უფასო სკოლის სასარგებლოდ დაინიშნა რუსული წარმოდგენა საკონცერტო განყოფილებით. სპექტაკლში მონაწილეობას იღებდნენ: ვ. ალექსი-მესხიშვილი, ტასო აბაშიძე, ეფემია მესხი, მ. ქორიძე.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 14 დეკემბერს ქალთა უფასო სასწავლებლის მოწაფეთა სასარგებლოდ გაიმართა წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობდნენ ტასო აბაშიძე, ვასილ აბაშიძე და ვლადიმერ მესხიშვილი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 14 დეკემბერს სამეურნეო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა პეტრე გრუზინსკიმ გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლს გააცნო თბილისის საბაღო სკოლის მდგომარეობა და სთხოვა, განსახილველად წარედგინა მისი მოხსენება სკოლაში ღარიბ თავად-აზნაურთა შვილებისთვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 12 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მცირე კრედიტის ორგანიზაციასთან დაკავშირებით ილია ჭავჭავაძის მიერ სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრებაზე წარმოთქმული სიტყვა დაიბეჭდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 12 დეკემბერს თბილისის საბჭოს დარბაზში ხმოსნებმა ჩაატარეს კერძო კრება, რომელზეც ქალაქის მოურავობის კანდიდატებად ა. მ. არღუთინსკი – დოლგორუკოვი, ნ. ვ. არღუთინსკი – დოლგორუკოვი და ქრ. ვერმიშევი დაასახელეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 10 დეკემბერს სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებამ განიხილა ვლადიმერ მიქელაძის მოხსენება წვრილი კრედიტის მოწყობის შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 10 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრებაზე სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად საკრედიტო საზოგადოების მიერ მთავრობისგან ფულის სესხების წინააღმდეგ სიტყვით გამოვიდა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 10 დეკემბერს სასოფლო–სამეურნეო საზოგადოების კრების თავმჯდომარის მოვალეობა ალექსანდრე ქალანთარმა შეასრულა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 10 დეკემბერს სასოფლო–სამეურნეო საზოგადოებამ ვლადიმერ მიქელაძის მოხსენება განიხილა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 10 დეკემბერს ფოთის ქალქის საბჭოს თავმჯდომარე ნ. ნიკოლაძემ ქუთაისის სამხედრო გუბერნატორს წარუდგინა წინადადება 818 მანეთის სამოქალაქო საქმეთა საკრებულოს კანცელარიის შენახვის საკითხთან დაკავშირებით.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 9 დეკემბერს ქუთაისში გამართული ქალაქის საბჭოს კრების თავმჯდომარე იყო გრიგოლ გველესიანი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 9 დეკემბერს ქუთაისში გამართულ ქალაქის საბჭოს კრებაზე მიხეილ დარახველიძემ ნანადირევით ვაჭრობის შესახებ სავალდებულო დადგენილება წარმოადგინა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 8 დეკემბერს მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კრებაზე ექვთიმე თაყაიშვილმა წაიკითხა მოხსენება მცხეთასთან ნაპოვნი ძველი ნივთების შესახებ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 8 დეკემბერს გამართულ ქალაქის საკრედიტო საზოგადოების მეორე ჯგუფის მსესხებელთა საზოგადო კრებას 24 რწმუნებული უნდა აერჩია. კრების თავმჯდომარე იყო  ი. ა. თაიროვი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 8 დეკემბერს ჩატარდა ქალაქის საკრედიტო საზოგადოების მეორე ჯგუფის მსესხებელთა საზოგადო კრება, რომელსაც უნდა აერჩია 24 რწმუნებული. კენჭისყრაში მონაწილეობდა 44 კაცი, რომელთაგან აირჩიეს ი. მ. ალიხანოვი, ი. ს. ალიხანოვი, ა. გ. მამიკონოვი, ა. ი. ორბელი, არტემ ფირალოვი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 8 დეკემბერს ქუთაისის დრამატულმა დასმა ეფემია მესხის მონაწილეობით წარმოადგინა ოსტროვსკის დრამა "უბრალოდ დასჯილნი".

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 6 დეკემბერს ქუთაისში ვ. ალექსი-მესხიშვილის რეჟისორობით გაიმართა მელოდრამა "მონასტრის ზღუდეთა შორის" წარმოდგენა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ეფემია მესხი და ნინო ჩხეიძე.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის 5 დეკემბერს გარდაიცვალა მდიდარი სომეხი ქველმოქმედი ავეტის ჰუკასოვი, რომელმაც სხვადასხვა საქველმოქმედო და საგანმანათლებლო საზოგადოებას 130 ათასი მანეთი უანდერძა .

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 3 დეკემბერს გამართულ სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრებაზე განიხილეს ლევან გიორგის ძე ჯანდიერის მოხსენება.