ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51489

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის სექტემბერში მალაქია ტოროშელიძემ საბჭოთა რესპუბლიკების ავტორიზაციის იდეას მხარი არ დაუჭირა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის აგვისტოში ბუდუ მდივანს ცენტრალური კომიტეტის პლენუმისთვის დამოუკიდებელი რესპუბლიკებისა და რუსეთის სფს რესპუბლიკის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ მოხსენების მომზადება დაავალეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის ბოლოს ფილიპე მახარაძემ საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში მუშაობას თავი დაანება.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წლის შემოდგომაზე მიხა ცხაკაია საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი გახდა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წელს სერგო ორჯონიკიძემ რუსეთის ცენტრალურ კომიტეტში დასვა საკითხი საქართველოდან ფილიპე მახარაძის გაწვევის შესახებ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს შალვა ელიავა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ძველი შემადგენლობიდან ახალში გადავიდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის შემოდგომაზე შალვა ელიავა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ძველი შემადგენლობის წინააღმდეგ იბრძოდა.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წელს შალვა ზურაბის ძე ელიავა საქართველოს კომპარტიის ახალი ცენტრალური კომიტეტის წევრად დანიშნეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის ბოლოს ბუდუ მდივანმა საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში მუშაობას თავი დაანება.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის ბოლოს სერგო ქავთარაძემ საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში მუშაობას თავი დაანება.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის ბოლოს მალაქია ტოროშელიძემ საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში მუშაობას თავი დაანება.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წელს სილიბისტრო თოდრია საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს საქართველოს კათოლიკოს პატრიაქმა ამბროსიმ გენუის კონფერენციის წარმომადგენლებს გაუგზავნა მიმართვა, რომელშიც აღწერილი იყო საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წელს ოზურგეთის ჩეკას თავმჯდომარემ თავისი ხელით დახვრიტა ათი პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გიორგი მამულაიშვილი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს ხევსურეთში პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და კოტე აფხაზის მეთაურობით აჯანყება მოეწყო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლიდან ივანე ყაზბეგი ქართველ ოფიცერთა ჯგუფთან ერთად შევიდა პოლონეთის არმიაში, სადაც იქ კონტრაქტით მსახურობდა.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

ვასილ ჩიტაიშვილი 1922 წლიდან იყო მენშევიკური ორგანიზაციის კომიტეტის წევრი. მას არაერთი პარტიული მეტსახელი ჰქონდა: გლახუნა, აბრაგი, თარხანი, ბათუმში მოღვაწეობის დროს იცნობდნენ სახელით „მოუსვენარი“, ხოლო თბილისის ცენტრს უკავშირდებოდა მეტსახელით „კატო“.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს კოტე აფხაზისა და პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილის თაოსნობით მოხდა აჯანყება ხევსურეთში, რომელმაც, მიუხედავად დამარცხებისა, საგრძნობი ზიანი მიაყენა საბჭოთა საოკუპაციო ჯარს.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წელს კოტე აფხაზი თანამოაზრეებთან ერთად იყო საქართველოს ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე საქართველოს „დამოუკიდებლობის კომიტეტი”) შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წელს კოტე აფხაზის თაოსნობით შეიქმნა დამოუკიდებლობის კომიტეტის „სამხედრო ცენტრი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 31 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ივლიანე გოგოლაშვილი სთხოვს ერთდროულ დახმარებას. გოგოლაშვილი ყოველთვიურად იღებდა 2000 მანეთს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 31 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ივანე გომელაური სთხოვს ერთ მილიონ მანეთს ავანსად თავისი წიგნების ჰონორარიდან.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ვალერიან კაკაბაძე ხონის სასულიერო სემინარიაში მათემატიკას, ალგებრას და ტრიგონომეტრიას ასწავლიდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ეკატერინე ლავრენტის ასული ქუთათელაძე ხონის საოსტატო სემინარიაში ხელგარჯილობის მასწავლებლის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მაღაზიის გამგე ს. ბახტაძე სთხოვს ნებართვას, შეიძინოს ქუთაისში წიგნები ნაღდ ფულზე მაღაზიისთვის. გამგეობამ დაადგინა, წიგნების შეძენის ნება მიეცა ბახტაძისთვის.