რეგისტრირებული ფაქტები46856
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: განათლება
1920 წელს განათლების სამინისტროს დეკრეტის პროექტის თანახმად, სკოლების გაეროვნულების ფარგლებში შექმნილ გადამზადების კურსებზე პედაგოგებს 6 თვის განმავლობაში უნდა შესწავლათ საზოგადო პოლიტიკა და მისი ისტორია, დიდაქტიკა, ქართული ენისა და არითმეტიკა-გეომეტრის მეთოდიკა, ქართული სიტყვიერების ისტორია, საქართველოს ისტორია, ბუნებისმეტყველება, საქართველოსა და მისი მოსაზღვრე რესპუბლიკების გეოგრაფია, ხელმარჯვეობა და ხატვა-ხაზვა.
1920
ტიპი: განათლება
1920 წლის განთლების სამინისტროს დეკრეტის პროექტის თანახმად, უკვე არსებული 5 საოსტატო სემინარია და ერთი სამასწავლებლო სკოლა ახალი ეროვნული პროგრამის სასწავლებლად 150 მასწავლებელს მოამზადებდა, ხოლო 450 მასწავლებელი მომზადებას თელავში, სიღნაღში, გორში, შოროპანში,ზუგდიდში, სენკში, ლეჩხუმში, ბორჩალოში, აფხაზეთში, სამურზაყანოსა და თბილისში გახსნილ სამასწავლებლო კურსებზე გაივლიდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 მაისს სახალხო განათლების სამინისტროსთან არსებული სასწავლო კომიტეტის წევრების – აკაკი გაბრიელის ძე შანიძის, გიორგი სარიდანის ძე ახვლედიანის, სერგი რომანოზის ძე გორგაძისა და ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძის – ორგანიზებით ქართული ენის მცოდნეთა ყრილობა გაიხსნა. ყრილობის მიზანი სავალდებულო სალიტერატურო ქართულის ნორმების შემუშავება იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარემ, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა, ავადმყოფობის გამო მოვალეობის შესრულება დროებით დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს დაავალა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 3 დეკემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის სკოლის გალობის მასწავლებლის, იუსტინე სერაპიონის ძე კალანდაძის თხოვნა ერთდროული დახმარების შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 9 დეკემბერს ბათუმის სკოლის გალობის მასწავლებელმა, იუსტინე სერაპიონის ძე კალანდაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ხელფასის სხვა მასწავლებლებთან გათანაბრება სთხოვა. გამგეობამ საკითხი განსახილველად სასკოლო სექციას გადასცა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორბალოს (თბილისის მაზრა) სკოლაში (მასწავლებელი ივლიტა კოტეტიშვილი) 43 მოსწავლე იყო, მაგრამ წლის განმავლობაში, ოჯახური მდგომარეობისა და ავადმყოფობის გამო, 22 ბავშვი სკოლიდან გავიდა, დარჩენილი 21 მოსწავლიდან 11 II კლასში გადავიდა, 8 – III-ში, 2 კი პირველ კლასში დარჩა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოხუმის სკოლის გამგის, ნიკოლოზ სიმონის ძე ჯანაშიას განცხადება სკოლის მდგომარეობის შესახებ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორბალოს (თბილისის მაზრა) სკოლაში (მასწავლებელი ივლიტა კოტეტიშვილი) სწავლა 10 სექტემბერს დაიწყო და 28 მაისს შეწყდა. წლის მანძილზე 201 სასწავლო დღე იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორბალოს (თბილისის მაზრა) სკოლის მასწავლებელ ივლიტა კოტეტიშვილის წლიური ხელფასი 720 მანეთი იყო, ბინის ქირის ფულს ის თავად იხდიდა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორბალოს (თბილისის მაზრა) სკოლის (მასწავლებელი ივლიტა კოტეტიშვილი) 39 მოსწავლე მართლმადიდებელი ქართველი იყო, 4 – გრიგორიანელი სომეხი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორბალოს (თბილისის მაზრა) სკოლის (მასწავლებელი ივლიტა კოტეტიშვილი) 24 მოსწავლე 10 წლამდე იყო, 19 კი – 15 წლამდე.
1916
ტიპი: მფლობელობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორბალოს (თბილისის მაზრა) სკოლას მასწავლებელ ივლიტა კოტეტიშვილისთვის სულ 12 წიგნი ჰქონდა, მათგან 6 მიმდინარე სასწავლო წელს 5 მანეთად და 40 კაპიკად შეიძინა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფელ ბორბალოს (თბილისის მაზრა) სკოლაში (მასწავლებელი ივლიტა კოტეტიშვილი) სავალდებულო საგნებთან ერთად ბავშვები ბუნებისმეტყველებას, ხატვას, ხაზვასა და სიმღერასაც სწავლობდნენ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორბალოს (თბილისის მაზრა) სკოლაში პედაგოგ ივლიტა კოტეტიშვილის ხელმძღვანელობით სალიტერატურო დილა მოეწყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს საზოგადოება ბორბალოს სკოლას (მასწავლებელი ივლიტა კოტეტიშვილი) 714. 21 მანეთით დაეხმარა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გერგეთის სკოლა გაიხსნა. სკოლა 3000 მანეთად ღირებულ საკუთარ შენობაში იყო მოთავსებული, რომელიც 3 ოთახისგან შედგებოდა. პედაგოგი ისიდორე ტატიშვილი სკოლის შენობაში ცხოვრობდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს გერგეთის სკოლის მასწავლებელმა ისიდორე ტატიშვილმა განათლება კავკავის საქალაქო სკოლაში მიიღო და შემდეგ დაწყებითი სკოლის პედაგოგობის უფლება მოიპოვა.