ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50072

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 13 სექტემბერს ქ. თბილისის გამგეობის სხდომაზე სიონის ტაძრის დეკანოზმა ექვთიმე ელიაშვილმა წარადგინა შუამდგომლობა, ქალაქის გამგეობა ტაძარს წლიურად 1500 მანეთით დახმარებოდა. ამ ფულით სიონის ტაძრისთვის მუდმივი მგალობელთა გუნდის აყვანა სურდათ..

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 12 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ გრიგოლ ყიფშიძის ნარკვევის „ჩვენი ჟურნალ-გაზეთები მე-19 საუკუნეში“ მეორე ნაწილი გამოქვეყნდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 სექტემბერს გორის მაზრის თავადაზნაურობამ სადილი გაუმართა გორის სამასწავლებლო ინსტიტუტის ყოფილ დირექტორ ალექსანდრე სლოვინსკის.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 სექტემბერს თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დარბაზში გამართული კავკასიის მებაღე-მეურნეთა კრება დაიყო 8 სექციად, პირველი სექციის თავმჯდომარე იყო მიწათქმოქმედების დეპარტამენტის მოხელე ვ. ი. მასალსკი, მდივანი – ი. გ. ქუთათელაძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 სექტემბერს თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დარბაზში გიმნაზიის მღვდელმა მიხეილ ხელაძემ კავკასიის მებაღე-მეურნეთა კრების ჩატარებამდე მცირე პარაკლისი გადაიხადა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 სექტემბერს თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დარბაზში გამართულ კავკასიის მებაღე-მეურნეთა კრებაზე სიტყვა წარმოთქვა ალექსანდრე ქალანთარმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 სექტემბერს თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დარბაზში კავკასიის მებაღე-მეურნეთა კრებაზე მეშვიდე სექციის თავმჯდომარე იყო ნიკიტის მეღვინეობის სკოლის დირექტორი სტრახოვი.

1901

ტიპი: განათლება

1901 წლის 8 სექტემბერს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, მიხეილ გიორგაძემ სამასწავლებლო სემინარია დაამთავრა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ოლღა მირზაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თონეთის სკოლის მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს მარიამ დემურიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ნაძალადევის ბიბლიოთეკისთვის ი. ბუტიკაშვილისა და ალექსანდრე ბაქრაძის ბიბლიოთეკიდან რამდენიმე წიგნის გადაცემა სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს მარიამ დემურიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ნაძალადევის ბიბლიოთეკისთვის ყოველთვიურად 25 მანეთის გადაცემა სთხოვა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა 11627.34 მანეთი, სათადარიგოდ – 9605, წიგნებისთვის კი – 1458.98 მანეთი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ქაღალდებით 11531. 11 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფულით 1386. 50 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც პირველიდან 31 აგვისტომდე საზოგადოებამ 1313. 31 მანეთი გასცა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც პირველიდან 31 აგვისტომდე საზოგადოებას 1262. 5 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 26-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 26-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი და დავით კარიჭაშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ნიკო მარს წიგნებზე მუშაობისთვის 3.84 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ივანე დემუროვს წიგნებზე მუშაობისთვის 20 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ნიკოლოზ ავალიშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით 25 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: განათლება

1901 წლის 8 სექტემბერს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, ივანე დეკანოზიშვილმა თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 8 სექტემბერს ოლღა მირზაშვილი თონეთის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. მისი თვიური ანაზღაურება 3 თუმანი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ბეგოიძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით 35 მანეთი გადაუხადა.