ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50072

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 2 აგვისტოს თბილისის გუბერნატორის თანამდებობის აღმასრულებლის განკარგულებით განსაკუთრებულმა კომისიამ გუბერნიის ინჟინერის ბუტკევიჩის, თბილისის პოლიცმაისტერის, ქალაქის ინჟინერისა და კავკასიის გამოფენის კომისარ ი. ზ. ანდრონიკაშვილის შემადგენლობით დაათვალიერა კავკასიის გამოფენის მთავარი პავილიონი იმის შესამოწმებლად, შენობა რამდენად მკვიდრად იყო ნაგები.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის აგვისტოში ლუარსაბ ბოცვაძის ჯილდოსთვის გაცემული თანხა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილის შემოწირულობიდან აიღო.

1901

ტიპი: განათლება

1901 წლის აგვისტოში ბაგრატ ბეთანელი თბილისის მასწავლებელთა ინსტიტუტში სწავლობდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის აგვისტოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა გამგეობისგან ახალციხეში სამკითხველოს ასაშენებლად საჭირო მიწა მიიღეს. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის აგვისტოში თბილისის პირველმა სამკითხველომ სექტემბრისთვის 91.15 მანეთი შეინახა. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის აგვისტოში თბილისის პირველმა სამკითხველომ სექტემბრისთვის 54 მანეთი და 47 კაპიკი შეინახა. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის აგვისტოში თბილისის მეორე სამკითხველოს შემოსავალი 118 მანეთი და 46 კაპიკი იყო. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წლის აგვისტოში თბილისში ჩამოვიდა კომერციული სასწავლებლის დირექტორი ფიშერი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის აგვისტოში კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი და მთავარმართებლის თანაშემწე ალექსანდრე ფრეზე ბათუმიდან თბილისში დაბრუნდნენ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის აგვისტოში ინჟინერმა ტიგრან ენფიანჯიანცმა ტყისა და ბაღების გამშენებელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ქალანთართან ერთად დაათვალიერა აშკარეთის წყაროები. ენფიანჯიანცის ვარაუდით კუკიის მინდვრების მოსარწყავად წყლის გაყვანა 60 000 მანეთი დაჯდებოდა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით სიმონ ლორთქიფანიძე ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლად დაინიშნა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წლის აგვისტოში თბილისის გუბერნიის ექიმის თანაშემწე გიორგი ბროძელი დუშეთიდან თბილისში დაბრუნდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 1-ელ აგვისტოს საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ გორის ეპისკოპოს კირიონთან ერთად ალექსანდრეს ბაღში, წმ. ალექსანდრე ნეველის სამხედრო ეკლესიაში, გადაიხადა წირვა, მერე სამღვდელოება გაემგზავრა მადათოვის კუნძულზე, სადაც წყალკურთხევის რიტუალი შეასრულა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 1-ელ აგვისტოს გამართულ სხდომაზე კავკასიის გამოფენის ჩატარების თაობაზე მოხსენება წაიკითხა კოტე მესხმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 1-ელ აგვისტოს თბილისის საბაღოსნო სკოლის შენობაში გამართულ კავკასიის საგამოფენო კრებას ესწრებოდნენ თბილისის პოლიცმაისტერი კოვალიოვი, საგუბერნიო ინჟინერი ბ. ბუტკევიჩი და ქალაქის ინჟინერი ამბარცუმ ენფიანჯიანცი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 1-ელ აგვისტოს თბილისის საბაღოსნო სკოლის შენობაში კავკასიის გამოფენის კომისრის, იოსებ ანდრონიკაშვილის განკარგულებით სხდომა ჩატარდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 1-ელ აგვისტოს ქალაქის გამგეობის სხდომაზე ქალაქის საბაღო-სატყეო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ქალანთარმა აღძრა შუამდგომლობა, ქალაქის რომელიმე თავისუფალი თანხიდან მოიჯარეების გასასტუმრებლად 800 მანეთი გადადებულიყო, რადგან ხარჯთაღრიცხვაზე მეტი თანხა დაიხარჯა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წლის აგვისტოში ხონის ელენე ბახტაძის ქალთა პროგიმნაზიაში გამოცხადდა მიღება უმცროს და უფროს მოსწავლეთა მოსამზადებელ კურსებზე.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 29 ივლისს გამართულ დურგალთა ამხანაგობა „შრომის" წევრთა კრებაზე აირჩიეს ახალი წევრები: ზაქარია ნაბიჭვრიშვილი, ივანე კუჭაიძე და ბ. ბესოშვილი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 29 ივლისს გამართულ დურგალთა ამხანაგობა „შრომის" კრებაზე მოხსენებით გამოვიდა დამფასებელი კომისიის წევრი მიხეილ ჩოდრიშვილი. მისი აზრით, დამფასებელ კომისიას ამხანაგობის ნივთები ბაზარზე არსებული ფასის მიხედვით უნდა შეეფასებინა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 28 ივლისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სახელობის დღე მიულოცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 28 ივლისს ცხინვალში საქველმოქმედო საღამოზე წარმოადგინეს ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი" და ავქსენტი ცაგარლის „ბაიყუში".

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 22 ივლისს გაზეთ „კვალში„ დაბეჭდილ ფილიპე მახარაძის წერილში „საუბარი სხვადასხვა საგანზე“ „მოსაუბრის“ ხელმოწერით განხილული იყო არჩილ ჯორჯაძის სტატია „ძველი თაობა, ილია ჭავჭავაძე როგორც პუბლიცისტი“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ივლისს თელავის კლუბის დარბაზში ზაქარია ჩხიკვაძის ხელმძღვანელობითა და მელქო აჯიმამუდოვის მონაწილეობით გაიმართა ქართულ-რუსულ-სომხური კონცერტი, რომ თანხა მოეზიდათ სათეატრო შენობის ასაგებად.