რეგისტრირებული ფაქტები46678
სორტირება თარიღი კლებადობით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილ რუსულ-ქართული ლექსიკონის შესახებ, რომელიც უნდა დაბეჭდილიყო მაქსიმე შარაძის სტამბაში, მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომაზე გამგეობამ ივანე რატიშვილს გადასცა 7 მან. წინარეხში წასასვლელად გრიგოლ ტატიშვილს – 7,04 მან., ზაქარია გრიქუროვს – 156 მან., ასევე წინარეხის სკოლისთვის იყიდეს საათი 5 მანეთად.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი და გრიგოლ ყიფშიძე. სხდომაზე მოხსენება გააკეთა წიგნების არჩევისა და ბეჭდვის კომისიამ, რომ დასაბეჭდად წარმოდგენილი წიგნი, რომელიც ნათარგმნი იყო სიმონ გრიაზნოვის მიერ, არ იყო სრულფასოვნად და გასაგებად თარგმნილი, ამიტომ მათი აზრით, ასეთი წიგნის დაბეჭდვა მიუღებელი იყო. გამგეობამ კომისიის მოსაზრება გაითვალისწინა და თარგმანი არ დაბეჭდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ოქტომბერს თბილისის გამგეობამ ეგზარქოს ფლაბიანეს წმინდა ნიკოლოზის ტაძართან, ვერის სასაფლაოს მახლობლად, საზოგადო ბაღის გაშენების ნებართვა სთხოვა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მთავარმართებელმა გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა მცხეთის ტაძრის განმაახლებელ კომიტეტს 3000 მანეთი შესწირა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეგზარქოსმა ფლაბიანემ მცხეთის ტაძრის განმაახლებელ კომიტეტს 1000 მანეთი შესწირა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეგზარქოს ფლაბიანეს განკარგულებით თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელთან ერთკლასიანი სამაგალითო სამრევლო სკოლა დაარსდა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დუელში დაჭრილი ილია დავითის ძე ხერხეულიძე, რომელსაც ექიმებმა დაზიანებული ფეხი მოკვეთეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ზოია ცელიარიცკიმ მცხეთის ტაძრის განმაახლებელ კომიტეტს ძვირფასი ქვებით მოჭედილი ოქროს სამაჯური შესწირა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეგზარქოსი ფლაბიანე წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში, კუკიის სასაფლაოზე განსვენებულთა სულის მოსახსენიებელ წირვასა და პარაკლისს გადაიხდიდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის განცხადება ალმანახ „კრებულის“ აღდგენისა და მისი რედაქციის ახალ მისამართზე გადასვლის შესახებ.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 25 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვენაში სამკურნალოდ მყოფი მსახიობი, მაკო საფაროვა-აბაშიძე, თავს უკეთ გრძნობდა და მკურნალობის გაგრძელებას პარიზში აპირებდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 ოქტომბერს ქუთაისის დრამატულ თეატრში შილერის ხუთ-მოქმედებიანი ტრაგედია „ყაჩაღები“ დაიდგა, რომელშიც ლადო ალექსი-მესხიშვილი და ნუცა ჩხეიძე მონაწილეობდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 ოქტომბერს სოხუმში გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძის მოურავის, მიხეილ თოფურიძის სახლში ათამდე მძარცველი შეიჭრა, რომლებმაც მასპინძელს სცემეს და 800 თუმანი გაიტაცეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დიაკონმა მირიან ომანიძემ სოფელ ალის სამკითხველოს მანეთნახევრის ღირებულების წიგნები შესწირა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფელ ალის სამკითხველოს მღვდელმა ალექსი კევლიშვილმა, გრიგოლ აბაიშვილმა და ალექსი გელაშვილმა თანხა შესწირეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ოქტომბერს, გორის მაზრის საეკლესიო სკოლის მეთვალყურის, ბენიამინ კონტრიძის თაოსნობით სოფელ ფცაში სამრევლო წერა-კითხვის სკოლა აკურთხეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ზაქარია ჭიჭინაძემ სოფელ ალის სამკითხველოს თავისი წიგნის ასი ეგზემპლარი მესამედ ფასად გადასცა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კახეთში სტუმრად მყოფი კავკასიის მთავარმართებელი, გრიგოლ გოლიცინი და მისი მეუღლე მარიამ თეოდორეს ასული 28 ოქტომბერს სიღნაღიდან თბილისში დაბრუნდებოდნენ.