ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50433

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-19 სხდომას დაესწრნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი და ვალერიან ლორთქიფანიძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 15 მაისს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ქუთაისის, ბათუმის, სენაკისა და ვლადიკავკაზის სკოლების შემოწმება სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 15 მაისს თონეთის სკოლის მასწავლებელმა ლავრენტი აგლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, სკოლისთვის უსასყიდლოდ მიეცათ 8.60 მანეთის ღირებულების საკანცელარიო ნივთები: 80-80 ცალი ქართულისა და რუსულის რვეულები, სახატავი რვეული, კალმები და შავი მელნის ფხვნილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა მოსე ჯანაშვილს წიგნებზე მუშაობისთვის 34.62 მანეთი გადაუხადეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 15 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თონეთის სკოლას 8.60 მანეთის ღირებულების საკანცელარიო ნივთები გაუგზავნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-19 სხდომას დაესწრნენ ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, დავით კარიჭაშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა რაფიელ ისარლიშვილის მოხსენებაზე საპასუხო წერილის დაწერა პეტრე მირიანაშვილსა და ექვთიმე თაყაიშვილს დაავალეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 11 მაისს პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილმა ნიკოლოზ მიტოს (გიტოს) ძე გოგიტიძეს მისწერა, რომ 12 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიაში უნდა მისულიყო წინა წლის ანგარიშის შესამოწმებლად.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 11 მაისს პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილმა სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია სოლომონის ძე ღულაძეს მისწერა, რომ 12 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიაში უნდა მისულიყო წინა წლის ანგარიშის შესამოწმებლად.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 11 მაისს პეტრე მირიანაშვილმა იოსებ პაატას ძე მგალობლიშვილს მისწერა, რომ 12 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიაში უნდა მისულიყო წინა წლის ანგარიშის შესამოწმებლად.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფულით – 3610.58, ქაღალდებით კი 11531.11 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც პირველიდან 8 მაისამდე საზოგადოებას 227.47 მანეთი ჰქონდა, 124.13 მანეთი კი გასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 მაისს პეტრე სურგულაძის მიერ ნათარგმნი წიგნი „დაწყებითი ცოდნა მეცნიერებიდან“ შესამოწმებლად პეტრე მირიანაშვილს გადაეცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 მაისს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს კრების დანიშვნა სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 მაისს პეტრე მირიანაშვილს ბათუმის, ქუთაისისა და სენაკის სკოლების შემოწმება დაევალა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 მაისს ივანე რატიშვილს წინარეხისა და ხელთუბნის სკოლების შემოწმება დაევალა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა – 10674.4 მანეთი, სათადარიგოდ – 9607, წიგნებისთვის კი – 1455.98 მანეთი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 მაისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-18 სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს პეტრე მირიანაშვილის მოხსენება ანა ჯმუხაძის წარდგენილი N100 ყულაბის გახსნის შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით პირველ სახალხო ბიბლიოთეკას 4 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 მაისს გამართულ მე-18 სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძის თანხმობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა 250.11 მანეთი გასცეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 მაისს გიორგი იოსელიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, მისი ნათარგმნი „ალექსანდრე მაკედონელის“ მოწონების შემთხვევაში წიგნის პირველი ეგზემპლარი და ხუთი თუმანი გადაეცათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს პეტრე მირიანაშვილის მოხსენება დეკანოზ დიმიტრი ხახუტაშვილის წარდგენილი 142-ე ყულაბის გახსნასთან დაკავშირებით.