რეგისტრირებული ფაქტები50433
სორტირება თარიღი კლებადობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-8 სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-8 სხდომას დაესწრნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-8 სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ალექსანდრე ჭყონია და სხვები.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 21 თებერვალს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, ვიქტორ ბერიძე სენაკის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 თებერვალს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის 10374.18 მანეთი ჰქონდა განსაზღვრული, სათადარიგოდ — 8855.95 მანეთი, წიგნებისთვის კი — 1555.18 მანეთი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 თებერვალს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ქართველი საზოგადოების თათბირს, რომელზეც რაფიელ ერისთავის ხსოვნის პატივსაცემი ღონისძიებები განიხილეს. სხდომის დადგენილებით, გვირგვინების დამზადების ნაცვლად თანხა რომელიმე საქველმოქმედო ორგანიზაციას მოხმარდებოდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს პეტრე მირიანაშვილის მიმართვა ალექსანდრე ბაქრაძის ყულაბის გახსნასთან დაკავშირებით. ყულაბაში 4 მანეთი და 33 კაპიკი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 თებერვალს ზაქარია ჭიჭინაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ დასაბეჭდად მიეცათ „ქართლის ცხოვრება".
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 თებერვალს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით უდის ბიბლიოთეკას 48 მანეთი გადასცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 თებერვალს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ახალციხის სამკითხველოს 72 მანეთი გადასცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობიდან თბილისის საეპარქიო საბჭოში პროექტი და ზაქარია გულისაშვილის მოხსენება გაგზავნეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ტარას მომცემლიძის საჩივარი განიხილეს. იგი ზაქარია ლაბაურს უჩიოდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია ჭიჭინაძეს „ქართლის ცხოვრება“ გადასცა დასაბეჭდად.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა გრიგოლ ჩარკვიანს სხდომის ჟურნალების დასაბეჭდად 4 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 თებერვალს ტარას მომცემლიძის მიერ ლაბაურის წინაღმდეგ შედგენილი საჩივარი განსახილველად დავით კარიჭაშვილს გადაეცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 თებერვალს გამართული მე-7 სხდომის თავმჯდომარე ნიკოლოზ ცხვედაძე იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მე-7 სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ვალერიან ლორთქიფანიძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და ივანე რატიშვილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ნიკოლოზ ცხვედაძემ საზოგადოების სახელით ახალციხის ბიბლიოთეკას 72 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 თებერვალს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით კონია მეფარიშვილს ახალციხეში 72 მანეთი გაუგზავნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 თებერვალს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელმოწერით დაადასტურა თბილისის მეორე სამკითხველოს ხარჯთაღრიცხვა. სამკითხველოს შემოსავალი 4.60 მანეთი იყო, გასავალი კი — 32.7 მანეთი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 12 თებერვალს ფილიმონ კარბელაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლის თანამდებობიდან გათავისუფლება სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია გულისაშვილს ექვსი თვით ათხოვა დოლარის კუპიურა ასლების გასაკეთებლად. გადაწყვეტილება ხელმოწერით დაადასტურეს: იაკობ გოგებაშვილმა, ექვთიმე თაყაიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა და ეკატერინე გაბაშვილმა.