ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46614

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 3 ნოემბერს ქალაქის საბჭოში სტეფანე ჭრელაშვილი საბჭოს მდივნად ხელმეორედ აირჩიეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ პეტრე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი სოხუმში მიდიოდა, რათა სოხუმსა და ზუგდიდს შუა არსებული გზატკეცილის საქმე გამოეკვლია.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა და მისმა მეუღლემ „თფილისის საქველმოქმედო საზოგადოებას” ოთხასი თუმანი შესწირეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა და მისმა მეუღლემ თბილისის საქველმოქმედო საზოგადოებას ოთხასი თუმანი შესწირეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბერს კომიტეტს, რომელსაც ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის საიუბილეო დღესასწაულის დაგეგმვა ჰქონდა დავალებული, საზოგადოებისთვის სადღესასწაულოდ შემუშავებული პროგრამა უნდა მოეხსენებინა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბერს დაიხურა კავკასიის საბაღოსნო გამოფენა. გამოფენას იაკობ სერგის ძე მედვედევი, კირილე პეტრეს ძე იანოვსკი, ფ. ი. შიმანოვსკი და ვიქტორ ნიკოლოზის ძე გეევსკი ესწრებოდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბერს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დარბაზში დანიშნული იყო კრება. ამ კრებაზე ხალხს უნდა მოესმინა ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის საიუბილეო პროგრამა და გარდა ამისა, უნდა დანიშნულიყო ზუსტი დღე იუბილესთვის. კრებაზე დასწრება ნებისმიერს ქართველს შეეძლო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბერს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის იუბელსთან დაკავშირებით კრება გაიმართა. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ წარმოდგენებიდან შემოსული თანხის ერთი ნაწილით ქართველ ღარიბ ლიტერატორებს უნდა დახმარებოდნენ, მეორე ნაწილი კი ძველ ქართულ ნაშთთა სალაროსთვის გადაეცათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბერს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის იუბილესთან დაკავშირებით კრება გაიმართა. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ დღესასწაული დაენიშნათ გაზაფხულზე და ეზეიმათ ყველა ქალაქსა თუ დაბა-სოფელში.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბერს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დარბაზში დანიშნული იყო კრება, რომელზეც ხალხს უნდა მოესმინა ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის საიუბილეო პროგრამა, გარდა ამისა, უნდა დანიშნულიყო იუბილეს გადახდის ზუსტი დღე. კრებაზე დასწრება ნებისმიერს ქართველს შეეძლო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბრის გაზეთი „ცნობის ფურცელი“ იუწყება, რომ 12 საათზე სათავადაზნაურო ბანკის დარბაზში გაიმართებოდა ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის 40 წლისთავის აღსანიშნად შემდგარი საიუბილეო კომიტეტისა და საზოგადოების კრება.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 2 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 1 ნოემბერი“ („იყოს თუ არა ევროპაში ოსმალეთი?...“).

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობის 40 წლისთავის აღსანიშნავ საიუბილეო კომიტეტს შეხვედრა უნდა გაემართა საზოგადოებასთან შემუშავებული პროგრამის გასაცნობად და თარიღის დასადგენად, იუწყება გაზეთი „ცნობის ფურცელი“.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ბოსტნეულ-ბაღჩეულობის კავკასიის პირველ გამოფენაზე ვერცხლის მედალი აიღო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის ნოემბერში ქართული გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ გიმნაზიის შენობაში არაოფიციალურად (რადგან იუბილეს ოფიციალური გამართვა აკრძალეს) გამართა ილია ჭავჭავაძის სალიტერატურო და საზოგადო მოღვაწეობის იუბილე.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის ნოებერში მოსე ჯანაშვილმა დაამთავრა ისტორიული ნაშრომი ქართული პალეოგრაფიის შესახებ, რომელიც VII-XVIII საუკუნეებს მოიცავდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 1-ლ ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა ვრცელი ნარკვევის დასასრული სათაურით „ტფილისი, 31 ოქტომბერი“ („ჩვენ წინა წერილებში მოვიხსენიეთ იგი მიზეზნი...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 31 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის 40 წლისთავის საიუბილეო კომიტეტის წევრმა გრიგოლ აბაშიძემ გამოაქვეყნა კომიტეტის განზრახვის შესახებ, რომ ეს მხოლოდ ერთდღიანი დღესასწაული არ ყოფილიყო, არამედ ისეთი, რომ სამახსოვროდ დარჩენილიყო საქართველოს ყველა კუთხეში.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 29 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილია ალხაზიშვილის წიგნი „ბუნება და ცხოვრება“ სამკითხველოებისთვის, სასწავლებლებისთვის, მღვდლებისთვისა და მასწავლებლებისთვის სამი აბაზის მაგივრად ცხრა შაურად უნდა გაეგზავნათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომას ესწრებოდნენ: გიორგი იოსელიანი, ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე გ. დემურიას დედნების ანგარიშში გადასცეს 52 მანეთი, ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში – 84 მანეთი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე ქუთაისისა და სენაკის სკოლების სამეურნეო მართვისათვის საჭირო ინსტრუქციის განხილვა ნიკოლოზ ცხვედაძემ მომდევნო კრებისთვის გადადო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე წინარეხის სკოლის პედაგოგმა, ეკატერინე რუსიეშვილმა გამგეობას სთხოვა, სკოლისთვის გაეგზავნათ სასკოლო ნივთები და წიგნები, მათ შორის არჩილ ჯაჯანაშვილის არითმეტიკული კრებული, გიორგი იოსელიანის „საღვთო სჯული“ და სხვ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე თონეთის სკოლის პედაგოგმა თამარ ჯორჯაძემ გამგეობას სთხოვა, გაეგზავნათ მისი ნოემბრის ხელფასი და კიდევ 22 მან. მან სკოლის შესაკეთებლად ცემენტი ითხოვა, რომლის ღირებულება 8 მანეთი იყო. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე წაიკითხეს გომარეთის სკოლის პედაგოგის, თომა კევლიშვილის მოხსენება სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყების შესახებ და გაეცნენ მის თხოვნას, სკოლისთვის სხვადასხვა საკანცელარიო და სასწავლო ნივთის გაგზავნის შესახებ, რომელთა ღირებულება 64 მანეთს შეადგენდა. საკითხის განხილვის შემდეგ გამგეობამ სკოლისთვის გარკვეული თანხა გადადო.