ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50433

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს ლონდონში გამოვიდა ოლივერ უორდროპის მიერ ინგლისურად თარგმნილი სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წელს ოლივერ უორდროპი დაინიშნა ბრიტანეთის ელჩის პირად მდივნად და კონსულად სანკტ-პეტერბურგში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წელს ლონდონში გამოვიდა ოლივერ უორდროპის წიგნი „საქართველოს სამეფო“.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს მარჯორი უორდროპმა სვიმონ წერეთელს წყალდიდობისაგან დაზარალებულთა დასახმარებლად 100 მანეთი გაუგზავნა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წელს ოლივერ უორდროპმა გამოაქვეყნა ორას გვერდიანი წიგნი „საქართველოს სამეფო, მოგზაურობა ღვინის, ქალებისა და სიმღერების ქვეყანაში“.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის აპრილში ოლივერ უორდროპი პირველად ჩამოვიდა საქართველოში.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 5 მარტს დაპატიმრებული ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილის დაკითხვის ოქმის თანახმად, იგი 1903 წელს თბილისის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში შევიდა, დაჭერის დღემდე იქ მუშაობდა და ტექნიკურ სამუშაოებს ასრულებდა. პარტიაში ყოფნის დროს რუსიშვილი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მონაწილეობდა ბომბების დამზადებასა და გადატანაში. 1905 წელს სოციალ-დემოკრატებმა ყუმბარა, ე.წ „Адская машина“, დაამზადეს. რუსიშვილს მკაცრი იზოლაციის დაწესებულებაში მიესაჯა სასჯელის მოხდა.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 5 მარტს ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილი თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალექსანდროვის ქუჩა N37-ში ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ანტისაბჭოთა საქმიანობისა და პროვოკაციული გაზეთების გამოშვების ბრალდებით დააპატიმრეს.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1903 წლიდან 37 წლის ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, მენშევიკი, იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარებით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარემ, მასწავლებელმა ირაკლი ჭიპაშვილმა აუწყა სიღნაღის საზოგადოების განყოფილების საზოგადო კრების გადაწყვეტილება წიგნის მაღაზიის ლიკვიდაციის შესახებ. მაღაზიის გამყიდველმა სალიკვიდაციო თანხა 1 500 მანეთი აიღო. წიგნები საბითუმო ფასად შეიძინა სიღნაღის სამაზრო ერობის წიგნის მაღაზიამ. ინვენტარი და საკანცელარიო ნივთები კი ვალის ანგარიშში კოოპერატივ „მეგობრობას“ გადაეცა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარებით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე საზოგადოების სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარემ, მასწავლებელმა ირაკლი ჭიპაშვილმა, გამგეობას აუწყა საზოგადოების სიღნაღის განყოფილების საზოგადო კრების გადაწყვეტილება განყოფილების გაუქმების შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველ თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების ყოფნა-არყოფნის საკითხი განიხილეს. გამგეობის გადაწყვეტილებით, განყოფილებას უნდა ეარსება, თუ ის მთავარ მიზნად ხალხში წიგნების გავრცელებას დაისახავდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარებით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლანჩხუთის გამგეობის წინადადება ლანჩხუთში საზოგადოების განყოფილების მუშაობის გაგრძელების შესახებ.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წელს მიხეილ სამსონის ძე ოკუჯავა ამიერკავკასიის რაიონული კომიტეტის პლენუმზე გამოვიდა, სადაც ტროცკისა და ზინოვიევს დაუჭირა მხარი. მიხა ცხაკაიამ გააკრიტიკა ოკუჯავა და თქვა, რომ იგი იმპერიალისტებს ეხმარებოდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 აგვისტოს ვახო დურგლიშვილმა პეტრე მამარაძეს აცნობა, რომ მთლიანად მიიღო სადურგლო სამუშაოებისთვის თავისი კუთვნილი 19 მანეთი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 11 მაისს ნ. დ. აღლაძის ხელმოწერილი ანგარიში ამცნობს პეტრე მამრაძეს, რომ ილია ჭავჭავაძის საფლავის მოაჯირის ცოკოლის გაკეთებისთვის კუთვნილი 115 მანეთიდან ქვისმთლელმა მიიღო 80 მანეთი.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ალექსი ჭიჭინაძე თბილისის ქართულ გიმნაზიაში მეორედ მიიწვიეს დირექტორად. იგი გიმნაზიას სიკვდილამდე ხელმძღვანელობდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს, რუსეთის რევოლუციის დროს, ალექსი ჭიჭინაძე ხონის საოსტატო სემინარიის დირექტორად გადაიყვანეს, სადაც 9 წელი მუშაობდა.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წელს ალექსი ჭიჭინაძე საპატიო მიზეზების გამო იძულებული გახდა თბილისის ქართული გიმნაზია დაეტოვებინა. კავკავის ოლქის მთავრობის განკარგულებით თერგის ოლქში ჯერ სახალხო სკოლების ინსპექტორად დაინიშნა, შემდეგ კი ამავე სკოლების დირექტორად – ერევნის გუბერნიაში.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წელს ალექსი ჭიჭინაძე, როგორც გამოცდილი ადმინისტრატორი, თბილისის ქართული გიმნაზიის დირექტორად მიიწვიეს. იგი გიმნაზიას რვა წელი ხელმძღვანელობდა.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წელს ქუთაისის გუბერნიის ყოფილმა თავადაზნაურობამ ქართული გიმნაზია დააარსა და ალექსი ჭიჭინაძე დირექტორად მიიწვია.

1875

ტიპი: განათლება

1875 წელს ალექსი ჭიჭინაძემ სწავლა დაამთავრა და ქუთაისში კერძო პირველდაწყებითი სასწავლებელი გახსნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო გიორგი ყაზბეგი, თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლს შუამდგომლობა სთხოვა, რომ მომავალ სათავადაზნაურო კრებას ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად 1911 წლის 18 ივლისს შეპირებული 2 500 მანეთი გამოეყო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 6 მარტს პეტრე მამრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას (თავმჯდომარე – გიორგი ყაზბეგი) წარუდგინა ილია ჭავჭავაძის საფლავის მოაჯირის (ღობის) პროექტი: სიმაღლე – 1,3/4 არშინი, სიგრძე – 21,1/2 არშინი, ალგეთის ქვის ცოკოლის სიგანე – 4 ვერშოკი; პროექტის საერთო ღირებულება – 730 მანეთი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 5 იანვარს პეტრე მამრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებული სამუშაოების მორიგი ანგარიში წარუდგინა და მოითხოვა 36 მანეთი.