რეგისტრირებული ფაქტები50047
სორტირება თარიღი კლებადობით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში ნიკოლოზ ცხვედაძემ და დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძეს სთხოვეს, ფოტოსახელოსნოს რეტუშორის, ავალიშვილისთვის, რომელიც უსასყიდლოდ ემსახურებოდა საზოგადოებას, დაენიშნათ ხელფასი – თვიურად 10 მანეთი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში ლუკა რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, მისი თხზულებების ჰონორარიდან 10 მანეთი შიო ქუჩუკაშვილისთვის მიეცათ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ოქტომბერში ელენე ანტონოვსკაია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ ივანე ბატონიშვილის ლექსიკონის გადაწერისთვის დამატებით მიეცათ 10 მანეთი, გარდა იმ 15 მანეთისა, რომელიც უკვე მიეღო საზოგადოების სალაროდან. მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ოქტომბერში კავკავის სკოლაში ახლად დანიშნულმა მესამე მასწავლებელმა ნიკოლოზ კურდღელაშვილმა მოითხოვა, ოჯახური მიზეზების გამო დაეთხოვათ აღნიშნული თანამდებობიდან.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში ხელთუბნის სკოლის მასწავლებელმა თედო რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ სკოლის ბაღის ღობე დაზიანდა და მის აღდგენას სჭირდებოდა ორი ურემი ფიჩხი და ერთი ურემი ძეძვი 9 მანეთის ღირებულებისა. ასევე საკლასო ოთახის ფანჯრებს აკლდა შუშები, რომელთაგან 10 დიდი შუშა მან თავისი ხარჯით ჩასვა და 4 პატარა შუშა დარჩა, სულ 5 მანეთისა. ის ამ თანხის გაგზავნას ითხოვდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში კავკავის სკოლის გამგემ, პართენ გოთუამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, სკოლისთვის 30 „დედა ენა“ და 10 „რუსკოე სლოვო“ (I ნაწილი) გაეგზავნათ. წიგნები ჯამში 12.80 მანეთი ღირდა.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ოქტომბერში საპატიო წევრმა გიორგი დავითის ძე ქართველიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ 1895 წლის 9 თებერვალს მან საზოგადოებას შესწირა 763 ცალი „ვეფხისტყაოსანი“ და ვახუშტი ბატონიშვილის 210 ცალი „საქართველოს ისტორია“ იმ პირობით, რომ შემომწირველს მიეცემოდა წიგნების გაყიდვიდან შემოსული ფულის ნახევარი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში თონეთის სკოლის მასწავლებელი ლავრენტი აგლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ სკოლისთვის გაეგზავნათ თანხა საკლასო დაფისა და 18 მერხის შესაღებად.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში თონეთის სკოლის მასწავლებელი ლავრენტი აგლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ ყოველთვიურად მისი ხელფასიდან 20 მანეთი მიეცათ მისი ძმისთვის, სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელ გიორგი აგლაძისთვის.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში იაკობ გოგებაშვილმა კავკავის სკოლას შესწირა 10 ცალი „დედა ენა“.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ოქტომბერში მცხეთის ტაძრის აღმდგენელი კომიტეტის წევრი ანტონ ივანეს ძე ნატროშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობებს, რომ კომიტეტს სჭირდება ის კლიშეები, რომელიც მოთავსებულია ქართველიშვილის მიერ გამოცემულ „ვეფხისტყაოსანში“, რათა ჩაურთონ მის მიერ დასასტამბად მომზადებულ თხზულებაში „სვეტიცხოვლის საპატრიარქოს ტაძარი“.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 21 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ ალექსანდრე მიქაბერიძე, ივანე რატიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, დავით კარიჭაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 21 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში. 8-დან 20 სექტემბრამდე საზოგადოების შემოსავალი იყო 2489. 19 მანეთი, ხარჯი – 1231. 40. 20 სექტემბრისთვის საზოგადოებას ჰქონდა 17309. 75 მანეთი, ვალი – 1317. 27, ასევე სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 21 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ნიკოლოზ კურდღელაშვილი კავკავის სკოლის მესამე მასწავლებლად დანიშნა. მას გალობის სწავლება და ქოროს მართვაც დაევალა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 21 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა დავით პავლიაშვილის, ნიკოლოზ კურდღელაშვილისა და თომა უსეინაშვილის თხოვნები კავკავის სკოლაში მასწავლებლის თანამდებობის დაკავების შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 21 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, გომარეთის სკოლის მასწავლებლის, იოსებ ფორაქაშვილისთვის მიეცათ საგზაო ფული – 20 მანეთი და სექტემბერ-ოქტომბრის ხელფასი – 60 მანეთი.