ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46029

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 1-ელ თებერვალს ქაშვეთის ეკლესიაში აკაკი წერეთლის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი გადაიხადეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის წერილი „ჩვენთან არს აკაკი!“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის იანვარში კონსტანტინე ფოცხვერაშვილმა თბილისში გასტროლებზე მოიწვია მოცეკვავე ელენე ჩერქეზიშვილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „გულის პასუხი“.

1858

ტიპი: ღონისძიება

1858 წელს აკაკი წერეთელმა ჟურნალ „ცისკარში“ ლექსების გამოქვეყნება დაიწყო.

1915

ტიპი: გარდაცვალება

აკაკი წერეთელი გარდაიცვალს 1915 წლის 26 იანვარს სხვიტორში.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 18 იანვარს ავლაბრის თეატრში იოსებ ივანიძის რეჟისორობით „პეპო“ წარმოადგინეს.

1840

ტიპი: პირადი ინფორმაცია

აკაკი წერეთელი 1840 წლის 9 ივნისს საჩხერეში დაიბადა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის წერილი „შორს გოდება“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „სულიკო“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის მოთხრობის „სიკვდილი“ I ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ვინ იყო აკაკი?“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 13 მარტს თბილისის ახალ კლუბში ალექსანდრე ილიას ძე შანშიაშვილს უნდა წაეკითხა თავისი ახალი პოემა „ბერდო ზმანია“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ავადმყოფ ვალერიან ირაკლის ძე შალიკაშვილს თბილისის სემინარიის მოსწავლეთა მიერ შეგროვებული თანხა გაუგზავნეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს მიხეილ ზაალის ძე ყიფიანმა კავკასიის ქართული სკოლა დააარსა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888-91 წლებში მიხეილ ზაალის ძე ყიფიანი კავკასიის ქართული სკოლის სამზრუნველოს თავმჯდომარე იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 6 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა სეზმან ალექსის ძე ბუტკუაშვილის ლექსი „მუშა-მგოსანი“.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დეპუტატ კარლო ჩხეიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866-69 წლებში გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი გაზეთ „დროების“რედაქტორი იყო.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869-83 წლებში სერგეი სიმონის ძე მესხი გაზეთ „დროების“ რედაქტორი იყო.

1883

ტიპი: თანამდებობა

1883-85 წლებში ივანე გიორგის ძე მაჩაბელი გაზეთ „დროების“ რედაქტორი იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 6 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ივანე გომართელის სტატია „უბრალო საუბარი უბრალო მკითხველთან“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 6 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ილია ფერაძის სტატია „დანიელ ჭონქაძე და მისი სურამის ციხე“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 14 სექტემბრის „დროებაში“ სოფრომ მგალობლიშვილის სცენა „მოლოდინი კრების შემდეგ“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 28 აგვისტოს „დროებაში“ დაიბეჭდა გიორგი ქართველიშვილის განცხადება დასურათებული „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ.