ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46539

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 აგვისტოს მეტრიკული ამონაწერი №2404 გვამცნობს, რომ იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილს წესი აუგეს ქვაშვეთის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა კალისტრატე ცინცაძემ და დიაკვანმა ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილმა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა გომარეთის სკოლის პედაგოგმა მიხეილ კლიმიაშვილმა სკოლის მდგომარეობის შესახებ, რომლის განხილვაც სკოლების კომისიას დაევალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა არტურ ლაისტმა, რომ დახმარება დაენიშნათ ახალგაზრდა პოეტ ალექსანდრე შანშიაშვილისთვის. გამგეობას მისი თხოვნა არ განუხილავს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ექვთიმე თაყაიშვილმა საზოგადოებას გააცნო ბესარიონ ნიჟარაძის წინადადება, რომ შეეძინათ მისგან ხელნაწერი სვანურ-ქართული ლექსიკონი, რომელიც დავით კარიჭაშვილს ჰქონია შემოწმებული.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს თელავის განყოფილების გამგეობის მოხსენება ილიას ყვარლის მამულის ჩაბარების შესახებ, რომელიც გამგეობას არ განუხილავს. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა არტურ ლაისტმა, რომ დახმარება დაენიშნათ ახალგაზრდა პოეტ ალექსანდრე შანშიაშვილისთვის, რომელიც ცხოვრობდა ბერნში და სწავლობდა გერმანულ ენას. მისივე გადმოცემით შანშიაშვილს სურდა გერმანულ ენაზე დაწერილი პოეზიის თარგმნა ქართულად. გამგეობას ლაისტის თხოვნა არ განუხილავს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ბესარაბიის მეღვინეობისა და მევენახეობის საშუალო სასწავლებლის დირექტორმა, რომ ნაცვლად იაკობ ორჯონიკიძისა, რომელმაც სასწავლებელი უკვე დაასრულა, სტიპენდია დაენიშნათ ზუგდიდის მოქალაქე თეოფილე კვარაცხელიასთვის. გამგეობას ეს საკითხი არ განუხილავს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს 19, 20 და 21 მარტის კრების დადგენილებები, რომლებიც გამგეობას არ განუხილავს. ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 2 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გომარეთის სკოლის მასწავლებლის კოტე სეხნიაშვილის მოხსენება მეორე მასწავლებლის მოწვევის შესახებ. საკითხს თან ერთვის ცნობა იმის შესახებ, რომ იმ დროისთვის სკოლაში ერთი განყოფილება ფუნქციონირებდა, სადაც სულ 42 მოსწავლე სწავლობდა, ასევე სკოლაზე გამგეობა წელიწადში ხარჯავდა 470 მანეთს, ხოლო სოფლელები სკოლას შეშითა და მოსამსახურის დახმარებით უზრუნველყოფდნენ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 2 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1-ლი იანვრიდან 2 აპრილამდე. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გომარეთის სკოლის მასწავლებელ კოტე სეხნიაშვილის მოხსენება მეორე მასწავლებლის მოწვევის შესახებ. გამგეობას ეს საკითხი არ განუხილავს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა არ შედგა. ოქმს ხელს აწერენ: ალექსანდრე მდივანი, შიო დედაბრიშვილი, იპოლიტე ვართაგავა, სერგი გორგაძე და ლუარსაბ ბოცვაძე.

1898

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1898 წლის 12 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრამეტე სხდომა. აღნიშნული სხდომიდან ვიგებთ, რომ ვასილ ისაკის ძე როინაშვილი იყო ალექსანდრე როინაშვილის ძმისშვილი.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 7 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი გამგეობის წევრი იყო.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 7 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე გამგეობის წევრი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრამეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია და ივანე რატიშვილი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 24 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძემ, რომ ეშუამდგომლათ კავკავის ეპისკოპოსთან ბართლომე ღუდუშაურის მედავითნედ და სიმონ გიორგის ძე მეფურნოვის მნათედ დანიშვნის თაობაზე. გამგეობამ შუამდგომლობით მიმართა კავკავის ეპისკოპოსს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის პირველ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომაზე მოხსენება გააკეთეს სენაკის სკოლის პედაგოგებმა: პლატონ წულუკიძემ, ივანე გომელაურმა, გრიგოლ წულუკიძემ და მიხეილ შარაშიძემ სკოლის მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ მათი მოხსენება უყურადღებოდ დატოვა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში გომარეთის სკოლის მასწავლებელმა მიხეილ კლიმიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მეაბრეშუმეობისა და მეფუტკრეობის კურსების (იმართებოდა თბილისში) მოსასმენად ფულადი დახმარება სთხოვა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე რაჟდენ ჯაჯანაშვილმა და ლიუბოვ ანანიევმა წარმოადგინეს საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბები, საიდანაც გამგეობამ ჯამში 10 მანეთი მიიღო.

1913

ტიპი: ავტორობა

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა სამუზეუმო სექციას წარუდგინა ხარჯთა სია: წიგნების ყდების შესაკეთებლად 500 მანეთი, წიგნების შესაძენად 600 მანეთი, ილია ჭავჭავაძის ტანისამოსის კარადისათვის 75 მანეთი, სამუზეუმო ნივთების კარადისათვის 210 მანეთი, სხვადასხვა მწერალთა ნივთების კარადა-ვიტრინისათვის 210 მანეთი, წიგნების ორი კარადისათვის 120 მანეთი, ხელნაწერებისა და ნივთების შესაძენად 1000 მანეთი, ბიბლიოთეკარის ხელფასისათვის 480 მანეთი, მსახურის ხელფასისათვის 300 მანეთი, საკანცელარიო ხარჯისათვის 100 მანეთი და მოულოდნელი ხარჯისათვის 100 მანეთი. სულ 3695 მანეთი.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში სენაკის სკოლის ყოფილი მასწავლებელი გრიგოლ მიხეილის ძე წულუკიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, განემარტათ მისი დათხოვნის დადგენილება.

1912

ტიპი: გარდაცვალება

თბილისის ქვაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის სამეტრიკო წიგნის 1912 წლის 14 აგვისტოს ამონაწერი N 2404 იუწყება, რომ 1-ლ ივნისს გარდაცვლილი იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი 10 ივნისს დაიკრძალა დიდუბის ტაძრის გალავანში.

1898

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა ნიკოლოზ ცხვედაძემ ფოტოგრაფიის შესახებ. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 თებერვალს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა სამუზეუმო სექციას დასამტკიცებლად წარუდგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა შეეძინათ ის ქართული წიგნები, რომლებიც არ ჰქონდათ. ასევე, სხვა უცხოენოვანი წიგნები, რომლებიც საქართველოს და კავკასიას ეხებოდა და საჭირო იყო საქართველოს უკეთესად შესასწავლად.