ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50028

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას გიორგო ლეონიძე სთხოვს ვეფხისტყაოსნის კლიშეებს ქართველი პოეტების კრებულისთვის. გამგეობამ დაადგინა, მცირე ხნით მიეცა ლეონიძისთვის კლიშეები ნაწილ-ნაწილ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება საზოგადოების საქმეთა შესახებ. გამგეობის დავალებით პრეზიდიუმს უნდა გაერკვია საზოგადოებისა და განათლების კომისარიატის ურთიერთობის საკითხი. პრეზიდიუმმა მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგინა საზოგადოების სამოქმედო გეგმა. მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებით დოკუმენტი დასკვნისთვის განათლების კომისარს გაუგზავნეს.

1914

ტიპი: სტატუსი

ანტონ აბესაძე, ივლიანე აბესაძე, ნინო აბესაძე, დავით აბდუშელიშვილი, ნიკო აბზიანიძე, სიმონ აბულაძე, დავით ავალიანი, თევდორე ალადაშვილი, ნინა ალიბეგოვი, იოსებ ალიბეგოვი, ეკატერინე ალიბეგოვი, გრიგოლ ალშიბაია, ვასილ ამაშუკელი, სიმონ ამირაჯიბი, მინა ამირაჯიბი, ეკატერინე ანთაძე, მიხაილ ანთაძე, ივლიანე ანჯაფარიძე, მიხეილ ანჯაფარიძე, ტიტე ართმელაძე, სამსონ არჯევანიძე, საშა ამირაღოვი, რაჟდენ არსენიძე, ბეჟან ასათიანი, ბიკტორ ასათიანი, ტიხონ ასათიანი, სამსონ აფხაიძე, იასონ ახვლედიანი, დესპინე ახვლედიანი, სარრა ახვლედიანი, ერასტი ბაბოდოღლი, დავით ბაგრატიონი, ივანე ბადრიძე, გიორგი ბადრიძე 1914 წლის პირველი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილ წევრებად ირიცხებოდნენ.

პირები
ანტონ აბესაძე ივლიანე ალფეზის ძე აბესაძე ნინო ივლიანეს ასული აბესაძე დავით ნიკოლოზის ძე აბდუშელიშვილი ნიკოლოზ დიანოსის ძე აბზიანიძე სიმონ ალექსის ძე აბულაძე დავით ნიკოლოზის ძე ავალიანი თევდორე ალადაშვილი ნინა ალიბეგოვი იოსებ ალიბეგოვი ეკატერინე ალიბეგოვი გრიგოლ კონსტანტინეს ძე ალშიბაია ვასილ ამაშუკელი სიმონ ამირაჯიბი მინა ამირაჯიბი ეკატერინე იოსების ასული ანთაძე მიხეილ (მიხაილ) ანთაძე ივლიანე გრიგოლის ძე ანჯაფარიძე მიხეილ ანჯაფარიძე ტიტე იულონის ძე ართმელიძე სამსონ არჯევანიძე საშა ამირაღოვი რაჟდენ მათეს ძე არსენიძე (არ. რაჟდენიძე) ბეჟან ასათიანი ვიქტორ (ბიკტორ) სამსონის ძე ასათიანი ტიხონ ალექსის ძე ასათიანი სამსონ პავლეს ძე აფხაიძე იასონ გრიგოლის ძე ახვლედიანი დესპინე ახვლედიანი სარა ალექსის ასული ახვლედიანი ერასტი ბაბოდოღლი დავით ალექსანდრეს ძე ბაგრატიონი ივანე ბადრიძე გიორგი ივანეს ძე ბადრიძე
წყარო

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს მიხეილ პავლეს ძე ჯაფარიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს გიორგი ჯანიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების ნამდვილი წევრი გახდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს კონსტანტინე ჯანაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების ნამდვილი წევრი გახდა.

1887

ტიპი: ორგანიზაცია

1887 წელს პოდპოლკოვნიკი სოლომონ კონსტანტინეს ძე ჯავრიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს რაფიელ სპირიდონის ძე დვალი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს სპირიდონ ივანეს ძე დუნდუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს გიორგი სიმონის ძე დუმბრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების ნამდვილი წევრი გახდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 27 სექტემბერს გამართულ ავადმყოფთა და ხეიბარ მებრძოლთა სამზრუნველოს მეორე საორგანიზაციო კრებას დაესწრნენ თბილისის ადგილობრივი ბრიგადის სამხედრო ხელმძღვანელი ბაშენევი, კავკასიის მუსულმანური საქველმოქმედო საზოგადოების წარმომადგენელი ნირ-კიაზიმ ხან ტალიშევსკი და საქართველოს საქველმოქმედო საზოგადოების წარმომადგენელი ვ. მ. მაჩაბელი.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

სამსონ ფირცხალავას 1909 წლის 7 ოქტომბრის წერილის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე (თავმჯდომარე), ივანე მიხეილის ძე გომელაური, ირაკლი (ერეკლე) გრიგოლის ძე დეკანოზიშვილი, ალექსანდრე მიხეილის ძე მითაიშვილი, სოფრომ გლახას (გაბრიელის) ძე ტარუაშვილი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე – ინფანტერიის გენერალი გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი – თბილისის გუბერნატორს ატყობინებს, რომ საზოგადოებამ თავისი წესდების პირველი პარაგრაფის საფუძველზე დაადგინა ქუთაისის ფილიალის გახსნა, რომლის გამგეობაშიც შევლენ არჩეული წევრები: გიორგი ფელიქსის ძე ზდანევიჩი (თავმჯდომარე), იოსებ ივანეს ძე ოცხელი, იაკობ სპირიდონის ძე ფანცხავა, იასონ თომას ძე ბაქრაძე, სილოვან თომას ძე ხუნდაძე, სამსონ გიორგის ძე ყიფიანი, ბართლომე პავლეს ძე მოსეშვილი.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 9 ნოემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის მდივანი იაზონ ბაქრაძე ატყობინებს თბილისის გამგეობას, რომ ქუთათურ ვაჭრებს სურთ, თბილისელ ვაჭართა მსგავსად, ერთი დღის მოგების გარკვეული ნაწილი გადასცენ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივ განყოფილებას და ამ საქმეში ითხოვენ გამოცდილების გაზიარებას, სახელდობრ: აინტერესებთ, როგორ ადგენენ თბილისელები დღიური მოგების რაოდენობას და რამდენ პროცენტს ურიცხავენ საზოგადოებას.

1911

ტიპი: ღონისძიება

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის 1911 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 27 ოქტომბერს პეტრე ყიფიანის დახმარებით გამგეობამ გამართა ტრადიციული საღამო ილია ჭავჭავაძის ფონდის გასაძლიერებლად. ანგარიშს ხელს აწერენ თავმჯდომარის ამხანაგი იოსებ ოცხელი და მდივანი იაზონ ბაქრაძე.

1911

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის 1911 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ იოსებ ოცხელმა, სილოვან ხუნდაძემ, სამსონ ყიფიანმა და ისიდორე კვიცარიძემ გამგეობის დავალებით შეამოწმეს წიგნსაცავ-სამკითხველოების მდგომარეობა და დაწვრილებითი მოხსენება წარუდგინეს საზოგადოებას. ანგარიშს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი იოსებ ოცხელი და მდივანი იაზონ ბაქრაძე.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 2 ივლისს ქუთაისის ფილიალის გამგეობა (თავმჯდომარე – გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი – იაზონ ბაქრაძე) თხოვნით მიმართავს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თბილისის მთავარ გამგეობას: აცნობონ, თუ აქვთ შემუშავებული უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოების გახსნისა და მოქმედების რაიმე საერთო წესი ან ინსტრუქცია.

1909

ტიპი: ავტორობა

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანი სამსონ ფირცხალავა 2 ივლისის წერილის პასუხად გაგზავნილ შეტყობინებაში ქუთაისის ფილიალის გამგეობას ამცნობს, რომ ჯერ არ შეუმუშავებიათ ბიბლიოთეკების მართვისა და გამგეობებთან მათი დამოკიდებულების საერთო წესები.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის მოხსენება რწმუნებულთა საზოგადო კრების მიწვევის შესახებ. განჩინების თანახმად, თბილისის გამგეობას დაევალა მთავარი გამგეობისთვის განყოფილების წევრთა სიის მიწოდება. შემდეგ უნდა განესაზღვრათ განყოფილების რწმუნებულთა რიცხვი და გაემართათ საზოგადოების რწმუნებულთა მორიგი კრება. თევდორე კიკვაძის წინადადება კრების 20 ივნისისამდე გამართვის შესახებ არ მიიღეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას მოსე ჯანაშვილმა აცნობა, რომ დაამთავრა ლექსიკონის გადაწერა. სულ გადაწერილი ჰქონდა 104442 სიტყვა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ანასტასია ხოშტარიამ თავისი წიგნების ჰონორარიდან 20 000 მანეთი სთხოვა. პრეზიდიუმის დადგენილებით ხოშტარიას თანხა მიღებული ჰქონდა. გამგეობამ ეს ფაქტი დაადასტურა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას შიო მღვიმელმა თავისი წიგნების ჰონორარიდან 30 000 მანეთი სთხოვა. პრეზიდიუმის დადგენილებით მწერალს თანხა მიღებული ჰქონდა. გამგეობამ ეს ფაქტი დაადასტურა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს და ცნობად მიიღეს თავმჯდომარის მოხსენება საზოგადოების მდგომარეობის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომელიც ეხებოდა „დედა ენის“ პირველი ნაწილის დაბეჭდვას. პრეზიდიუმის აზრით, 30000 ცალი უნდა დაბეჭდილიყო. გამგეობა დაეთანხმა პრეზიდუმს. ამასთან გადაწყდა, რევკომისათვის დედა ენის ორივე ნაწილის გამოსაცემად საჭირო რაოდენობის ქაღალდი მოეთხოვათ.