ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47996

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს კალისტრატე გაბიანი სოფელ ორბელში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს ე. ბოჭორიშვილი სოფელ ბაჯის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს ლუკა სვიმონის ძე გაბადაძე ლეჩხუმის მაზრის სოფელ დეხვირის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს სილიბისტრო გაბიჩვაძე რაჭის მაზრის სოფელ სხვავის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 ივლისს ვლადიმერ ორჯონიკიძემ, აკაკი ფაღავამ და იოსებ გოგოლაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას ერთი წლით სტიპენდიის გაგრძელების თხოვნით მიმართეს. გამგეობას ეს საკითხი არ განუხილავს. სხდომაზე ასევე წარადგინეს ცნობა, რომ გამგეობის 1912 წლის 14 თებერვლის დადგენილებით ამ პირებს სტიპენდია პირველ ივლისამდე გაუგრძელდებოდათ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ირაკლი თაზიშვილმა, რომ მეტეხის ბიბლიოთეკისთვის გაეგზავნათ საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნები. გამგეობამ მეტეხის ბიბლიოთეკას 1 თუმნის წიგნები გაუგზავნა.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს სამსონ ევთიმეს ძე მიქელაძე ჭაგნში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე და გრიგოლ რცხილაძე; სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, რომ უნდა შეეძინათ 40 ცალი „ისტორია კათალიკოსობისა“ და 20 „პასუხად სომეხ მწერლებს“.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს ლავრენტი კანდელაკი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის მაზრის სოფელ ამბროლაურის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს მელენტი ჩხარტიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფელ ჯუმათის სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 8 ივლისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს განცხადება ნალჩიკში სკოლის გახსნის შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 8 ივლისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის თხოვნა ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილის ანდერძის სისრულეში მოსაყვანად საჭირო ხარჯებისთვის 540 მანეთის დეპეშით გაგზავნის შესახებ. გამგეობის განცხადებით, ყიფშიძის სურვილს იმ პირობით დააკმაყოფილებდნენ, თუ თანხას უკან დააბრუნებდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, შიო არაგვისპირელი, ლუარსაბ ბოცვაძე, სერგი გორგაძე, შალვა მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე და იპოლიტე ვართაგავა; სხდომაზე განიხილეს პავლე საყვარელიძის თხოვნა მოწერილი რიგიდან, რომ გამგეობას მისთვის საქართველოს შესახებ რუსულენოვანი წიგნები გაეგზავნა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.