ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47996

1897

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გომარეთის სკოლა დაარსდა 1897 წელს. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შეგროვება იკისრა და გამგეობის სხდომებზე ყულაბები წარმოადგინა 44-მა პირმა, საბოლოო ჯამში შეგროვდა 420 მან. 90 კაპ. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრები იყვნენ: სამეგრელოს თავადი ნიკოლოზ დავითის ძე დადიანი – არჩეული 1885 წელს, იაკობ სვიმონის ძე გოგებაშვილი – 1890 წელს, რაფიელ დავითის ძე ერისთავი – 1892 წელს, ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძისა – 1894 წელს, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი – 1894 წელს, ეპისკოპოსი ალექსანდრე დავითის ძე ოქროპირიძე – 1896 წელს, ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე – 1896 წელს, აკაკი როსტომის ძე წერეთელი –1896 წელს.

1897

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის 1897 წლის ანგარიშის მიხედვით, გამომცემელმა კონსტანტინე თავართქილაძემ საზოგადოების წიგნსაცავს წიგნები შესწირა.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს ალექსანდრე ივანეს ძე ზალდასტანიშვილი (ზალდასტანოვი) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს კონსტანტინე გრიგოლის ძე ჟორჟოლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს ნიკოლოზ იესეს ძე თუმანიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს მიხეილ ევგენის ძე თარხნიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ტარსაიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები ქუთაისში იყვნენ: კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე, სილოვან თომას ძე ხუნდაძე, თომა აბრამის ძე მთავრიშვილი.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილ წევრ ელისაბედ ნიკოლოზის ასულ ყაზბეგს ერთიანად ჰქონდა გადახდილი საწევრო ფული 100 მანეთი.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილ წევრ პეტრე იოსების ძე უმიკაშვილს ერთიანად ჰქონდა გადახდილი საწევრო 100 მანეთი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის დასაწყისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში ითვლებოდა 518 წევრი: 8 – საპატიო, 90 – დამფუძნებელი და 420 – ნამდვილი. წლის განმავლობაში მიემატა 9 – ნამდვილი, ხოლო დააკლდა 14 დამფუძნებელი და 6 ნამდვილი წევრი. წლის ბოლოს დარჩა 8 – საპატიო, 76 – დამფუძნებელი და 423 – ნამდვილი, სულ 507 წევრი. საზოგადოების ანგარიშს ხელი მოაწერეს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძემ, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილ წევრ მიხეილ პეტრეს ძე ისარლიშვილს ერთიანად ჰქონდა გადახდილი საწევრო 100 მანეთი.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილ წევრს, არქიმანდრიტ ევსევი ცაბაძეს ერთიანად ჰქონდა გადახდილი საწევრო 100 მანეთი.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელ წევრ ალექსანდრე ზაალის ძე საგინაშვილს გადახდილი ჰქონდა საწევრო 300 მანეთი.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელ წევრ ელისაბედ გრიგოლის ასულ საღინაშვილისას გადახდილი ჰქონდა საწევრო ფული 300 მანეთი.