რეგისტრირებული ფაქტები47990
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის 7 თებერვალს მიხეილ ბიჭიას ძე მიქაძე, სპირიდონ გიორგის ძე სიხარულიძე და ირაკლი მახარობლის ძე სიხარულიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები გახდნენ.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 9 ივნისს სამსონ სპირიდონის ძე რუხაძე, იაკობ ბეჟანის ძე ჩხიკვაძე, ნოე სიმონის ძე ხანთაძე, ქრისტეფორე სიმონის ძე ხანთაძე და ვლადიმერ გურგენის ძე კიღურაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები გახდნენ.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრმა მიხეილ გიორგის ძე გაგუამ განყოფილებას მოვაჭრეების ნაჩუქარი 20 მანეთი გადასცა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 2 სექტემბერს პლატონ გიორგის ძე გიგინეიშვილი, ალექსანდრე გრიგოლის ძე მელია, გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა, გიორგი პავლეს ძე ნიკიტინი, გიორგი ნიკოლოზის ძე რუხაძე, ნიკოლოზ ანტონის ძე საბაევი და ილია ივანეს ძე ფერაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობის წევრები გახდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 20 მაისს ქალაქის პარკში გამართული სეირნობიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებამ 158 მანეთის შემოსავალი მიიღო.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების შემოსავალი 9131 მანეთს შეადგენდა, ხოლო გასავალი – 9273 მანეთსა და 37 კაპიკს.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის ანგარიშის მიხედვით, იოსებ ზუბალაშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის 300 მანეთი ჰქონდა ერთბაშად გადახდილი.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 9 ივნისს მიხეილ ალექსის ძე ბალავაძე, ანდრია ეგნატეს ძე გეგეშიძე, გიორგი სიმონის ძე გამხარაშვილი, იუსუფ აღა ვარშალომიძე, მარიამ იორამაშვილისა და ალექსანდრე გრიგოლის ძე მელია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები გახდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომა. სხდომაზე წარმოადგინეს წერილი, რომლითაც ელენე აბულაძემ, ნ. ბაქრაძემ და ალექსანდრე ქართველიშვილმა შეატყობინეს გამგეობას, რომ გამოაგზავნეს 380.90 მანეთი, რომელიც აიღეს განჯაში საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ წარმოდგენაში. გამგეობამ მათ მადლობა გამოუცხადა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 21 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთორმეტე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა თომა მთავრიშვილმა, რომ 6 თუმნის წიგნები გაეგზავნათ ზუგდიდის მაზრის სოფელ აბაშის მღვდელ იესესთან და ასევე ქუთაისის მაზრის სოფელ ზუბში. საკითხი გამგეობას არ განუხილავს.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მეთვალყურე ტერენტი წერეთლმა გამგეობას მოახსენა, რომ გამგეობის განკარგულებით ის იმ პირობით გადაიყვანეს სენაკის სკოლაში სამუშაოდ, რომ ჯამაგირად დაუნიშნავდნენ 600 მანეთს, თუმცა სენაკის სკოლის ინსპექტორმა მას განუცხადა, რომ 450 მანეთი იქნებოდა მისი ანაზღაურება. წერეთელი გამგეობას სთხოვდა, საჭირო ზომები მიეღოთ და გაეთვალისწინებინათ მისი მდგომარეობა. გამგეობამ სენაკის სკოლის ინსპექტორს მოსთხოვა გაეცნო საზოგადოებისთვის რა წყაროდან შეიძლებოდა დაეფარათ სკოლის წლიური ხარჯი.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომაზე თომა მთავრიშვილმა განაცხადა, რომ ქუთაისში წიგნებით მოვაჭრე ვასილ ბეჟანეიშვილი თანახმა იყო, დაეთმო მისთვის წიგნები საზოგადოების სახელით სოფლებში დასარიგებლად იმავე ფასად, რა ფასიც მას უჯდებოდა. მთავრიშვილი გამგეობას სთხოვდა ნებართვას წიგნების ყიდვასთან დაკავშირებით, მაგრამ გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერ-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრამეტე სხდომაზე მიიღეს კავკავის სკოლის უწყებები, პროგრამები და წერილობითი ნამუშევრები. ასევე ტიტე კახიძემ წარმოადგინა სკოლის სასარგებლოდ გამართული საქველმოქმედო ღონისძიების შემოსავალ-გასავლის ანგარიში. გამგეობამ პროგრამების და უწყებების განხილვა დაავალა იაკობ გოგებაშვილს, ხოლო საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილე პირებს მადლობა გამოუცხადა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 14 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთერთმეტე სხდომა. სხდომაზე წარმოადგინეს პირველი და მეორე სახალხო ბიბლიოთეკის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომელიც გამგეობამ საზოგადოების ანგარიშში ჩაწერა და ასევე დავით კარიჭაშვილს, ანასტასია წერეთლისას და ნიკო მთვარელიშვილს დაევალათ, რომ მეორე სახალხო ბიბლიოთეკის ანგარიში პირადად შეემოწმებინათ.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 28 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცამეტე სხდომა. სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა გააკეთა მოხსენება, რომ საზოგადოების კუთვნილი წიგნებიდან დაიკარგა „დედა ენა“ 415 ცალი და „ბუნების კარი“ 105 ცალი, ასევე მან ისაუბრა წიგნების დაკარგვის მიზეზებზეც. საკითხი გამგეობამ განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კიტა აბაშიძე, ვანო ზურაბიშვილი და გრიგოლ ყიფშიძე. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 15 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძემ, რომ სკოლას გაუგზავნონ სასწავლო წიგნები, მათ შორის დედა ენა 30 ცალი, ლოცვანი 20 ცალი, მოსავლის მცველნი 16 ცალი, რაჟდენ ჯაჯანაშვილის არითმეტიკული კრებული 10 ცალი და სხვა ნივთები. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 18 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ივანე რატიშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა წლიური ხარჯთაღრიცხვისა, რომლის მიხედვითაც გამგეობას სკოლის, ბიბლიოთეკის და სხვათა შემწეობისთვის შენახული ჰქონდა 600 მანეთი, ხოლო დახარჯული ჰქონდა 462.96 მანეთი.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 18 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ ნაცვლად მაშინდელი ადგილისა საზოგადოების კანცელარიისთვის, წიგნის მაღაზიისთვის, წიგნსაცავისთვის და როინაშვილის მიერ ნაანდერძევისთვის გამგეობას თავადაზნაურების ქარვასლაში უნდა დაექირავებინა ოთხი ნომერი. გამგეობამ განაცხადა, რომ საკითხი განიხილებოდა მაშინ, როცა თავადაზნაურთა კომისია მოიწერებოდა პასუხს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 7 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. სხდომაზე იაკობ გოგებაშვილმა გამგეობას მიმართა, რომ ქუთაისის სკოლის პედაგოგი თომა მთავრიშვილი დაეჯილდოვებინათ პროგიმნაზიულ კლასებში გადაყვანით ან გაკვეთილების შემცირებით ჯამაგირის შეუმცირებლად. გამგეობას ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთექვსმეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ნიკო მთვარელიშვილი, გიორგი იოსელიანი, ივანე რატიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, იაკობ გოგებაშვილი, ეკატერინე გაბაშვილი და ანასტასია წერეთელი. სხდომაზე მოხსენება გააკეთა ნიკოლოზ ცხვედაძემ, რომ გამგეობას მადლობა უნდა გამოეცხადებინა სამღვდელოებისთვის ალექსანდრე როინაშვილის დაკრძალვასა და პანაშვიდზე უსასყიდლოდ ჩატარებული მსახურების გამო. გამგეობამ თანხმობა განაცხადა.