ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46506

1881

ტიპი: სტატუსი

1881 წელს გრიგოლ მიხეილის ძე შარვაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ლეიტენანტი გრიგოლ ალექსანდრეს ძე შარვაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წელს სამსონ ლევანის ძე შარვაშიძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1881

ტიპი: სტატუსი

1881 წელს ლევან მაჟარას ძე შარვაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1881

ტიპი: სტატუსი

1881 წელს გიგო მანუჩარის ძე შარვაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1881

ტიპი: სტატუსი

1881 წელს აღათია შარვაშიძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1913 წელს იაკობ გოგებაშვილის 3500 წიგნი გაიყიდა. ამ წიგნებიდან საზოგადოებამ 11332. 54 მანეთის ოდენობის შემოსავალი მიიღო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც 21-დან 26 ნოემბრამდე საზოგადოებას 16164 მანეთი და 70 კაპიკი ჰქონდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრებმა, სვიმონ ბესარიონის ძე კვიტაშვილმა და ლადო ანტონის ძე ახობაძემ, საზოგადოების მთავარ გამგეობას ვოლგა-კამის კომერციული ბანკით 832 მანეთი და 56 კაპიკი გაუგზავნეს.

1911

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების 1911 წლის შემოსავალი შეადგენდა 6500 მანეთსა და 98 კაპიკს, ხოლო გასავალი – 5961 მანეთსა და 59 კაპიკს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 35-ე სხდომას ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა 11660.69 მან., სათადარიგოდ – 9605, წიგნებისთვის კი – 1299.13 მანეთი.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს შალვა გერასიმეს ძე ქიქოძე მოსკოვის სამხატვრო სასწავლებელში სწავლობდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრები იყვნენ: ლევან ზურაბის ძე აბდუშელიშვილი, მიხეილ ლუკას ძე ავალიანი, ვასილ ივანეს ძე ახვლედიანი, არტემ მიხეილის ძე ახობაძე, ლადო ანტონის ძე ახობაძე, ალექსი ივანეს ძე ალხაზიშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვს გამავრცელებელი საზოგადოების დელეგატთა კრებაზე დასასწრებად საზოგადოების ბაქოს განყოფილებამ მიხეილ დიმიტრის ძე ნასიძე გაგზავნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა იაკობ გოგებაშვილს „დედა ენის“ გაყიდვიდან მიღებული 500 მანეთი გადასცეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 21 იანვარს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, სერგი რომანოზის ძე გორგაძე და არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 21 იანვარს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1914 წლის პირველი იანვრისთვის გამოცხადებული იყო გრიგოლ ლევანის ძე დადიანის – 400 მანეთის და ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძის 296 მანეთის ოდენობის პრემიები.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძის განცხადება ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილის ანდერძის შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გაცემული ხარჯები ხელმოწერით დაადასტურეს: არჩილ ჯორჯაძემ, გიორგი ლასხიშვილმა, ნიკოლოზ ცხვედაძემ და სხვებმა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გრიგოლ დადიანისა და ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის პრემიების გასანაწილებლად სალიტერატურო კომისიის წევრებად აირჩიეს: იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე და კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებამ კონსტანტინე გვარამაძეს 36 კაპიკი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებამ ზაქარია გრიქუროვს 200 მანეთი გადაუხადა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანის იუბილეს აღნიშვნის შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გრიგოლ დადიანისა და ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის პრემიების გასანაწილებლად სამწერლო კომისიის წევრებად აირჩიეს: მოსე გიორგის ძე ჯანაშვილი, პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილი და იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე.