ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46487

1893

ტიპი: მფლობელობა

1893 წელს მიხეილ სტეფანეს ძე ბეთანიშვილს ბათუმში ჰქონდა ბაღი, რომელშიც ტროპიკული მცენარეების ნერგებს ახარებდა და ყიდდა.

1893

ტიპი: განათლება

1893 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის მიხედვით, მიხეილ სიმონის ძე შარაშიძე თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული იყო.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის გაზეთ „კვალის“ N21-ში დაიბეჭდა გიორგი წერეთლის სტატიის „ქართველთა და სომეხთა ურთიერთობა“ III ნაწილი, რომელშიც აღწერილია, როგორ მიმდინარეობდა ქალაქის ხმოსანთა არჩევნების პროცესი.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის გაზეთ „კვალის“ 21-ე ნომერში დაიბეჭდა დუტუ მეგრელის ლექსი „შედარება“.

1893

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „კვალის“ 1893 წლის 21-ე ნომერში დაიბეჭდა სტატია ზაქარია გიორგის ძე ერისთავის შესახებ. სტატიაში მოცემულია ზაქარია ერისთავის ბიოგრაფიული მონაცემები და საუბარია მის პიროვნულ თვისებებზე.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს გაზეთ „კვალის“ №21-ში დაიბეჭდა ანასტასია რაფიელის ასულ ერისთავის მოთხრობის „ბატონებმა არ დაიწუნეს“ III თავი.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის იანვარში უკრაინულ ჟურნალში „პრავდა“ ილია ჭავჭავაძის ლექსის „გაზაფხული“ ოლექსანდრ ლოტოცკისეული თარგმანი გამოქვეყნდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 1 იანვარი“.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 5 მაისამდე ილია ჭავჭავაძე 157 ხმით თბილისის გამგეობის ხმოსნად აირჩიეს.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიაში დაიბეჭდა ბიოგრაფიული ცნობები ილია ჭავჭავაძის შესახებ.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს ვასილ ველიჩკოს წიგნში „აღმოსავლური მოტივები“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსების „გაზაფხული“, „ლოცვა“ და „ჩემს ბედს“ თარგმანები.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს პროფესორმა ალექსანდრე ხახანაშვილმა ილია ჭავჭავაძეს წარწერით მიუძღვნა თავისი წიგნი „საქართველოში ქრისტიანობის შემოღების წყაროები“.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ილია ჭავჭავაძე ეცნობოდა ეგნატე ნინოშვილის მოთხრობა „ქრისტინეს“. როცა კითხულობდა ეპიზოდს, ქრისტინე ბავშვს აკვანში რომ ტოვებს და თბილისში მიდის, კითხვა შეწყვიტა და თქვა, რომ ქართველი დედის ასეთი საქციელი არადამაჯერებელია.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ექვთიმე თაყაიშვილისა და თავისი ყრმობისდროინდელი მეგობრის, ივანე პოლტარაცკის ქალიშვილის, ნინოს ქორწილს.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს ალექსანდრე ხახანაშვილმა „ნოვოე ობოზრენიეში“ გამოაქვეყნა წერილი „რუსულქართული პარალელები პოეზიაში“, რომელშიც შემოთავაზებული იყო ილია ჭავჭავაძის „განდეგილისა“ და შილერის „ორლეანელი ქალწულის“, როგორც ორი რომანტიკული სიუჟეტის პარალელური ანალიზი ერთი ნიშნით – აუსრულებელი აღთქმა და ღვთიური მადლის დაკარგვა.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-1898 წლებში გიორგი გოგინაშვილი ილია ჭავჭავაძის ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი იყო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893 წელს, როცა ივანე როსტომაშვილი ახალქალაქის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად მსახურობდა, ამ სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი იყო მალორუსი ხანიჩკოვი.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-96 წლებში აბიათარ ანდრიას ძე იაკობაშვილი სოფ. ითხვისის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893 წელს შიო ისაკის ძე შიუკაშვილი თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი იყო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-1900 წლებში გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი გაზეთ „კვალის“ რედაქტორი იყო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-98 წლებში ირაკლი გიორგის ძე ბაკურაძე ფარცხანაყანევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893 წელს სოფრომ მგალობლიშვილმა „კვალში“ დაიწყო მუშაობა.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893 წელს ილია ჭავჭავაძემ „ივერია“ დავით მიქელაძეს გადასცა.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893 წელს „ივერიის“ ახალმა რედაქტორმა დავით მიქელაძემ ძველი თანამშრომლების დიდი ნაწილი, მათ შორის სოფრომ მგალობლიშვილი, სამსახურიდან გაუშვა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ავლაბარში ბესო მაისურაძის, ვანო იმედაშვილის, ლევან პოღოსოვის და ასოთამწყობ ვანო მჭედლიშვილის მეთაურობით სცენისმოყვარეთა ახალი ამხანაგობა შეიქმნა.