ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46487

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ავლაბრის სცენისმოყვარეთა ამხანაგობა წარმოდგენებს მართავდა ბესო მაისურაძის, დარო ვართანოვისა და გიორგი ჩიქოვანის სახლებში, ასევე ხანდახან ავლაბრის ქალთა სკოლის დარბაზსა და თბილისის პოლკის ყაზარმაში.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-1905 წლებში ვასილ ანტონის ძე ქუთათელაძე ხონის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელი იყო.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილის პირველი ლექსი „გუბე“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს გამოქვეყნდა დუტუ მეგრელის ლექსი „ცრემლები“.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს დუტუ მეგრელი და დედამისი, მარიამ გაგუა ქუთაისში გადავიდნენ საცხოვრებლად.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს დუტუ მეგრელი უკვე ცნობილი მწერალი იყო.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს ოდესის უნივერსიტეტში სწავლისას იაკობ ფანცხავამ სადისერტაციო ნაშრომი დაწერა ფიზიოლოგიაში.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს იაკობ ფანცხავას ფიზიოლოგიის დარგში დაწერილი სადისერტაციო ნაშრომი უნივერსიტეტის პროფესორმა უმაღლესი ქულით, ხუთიანით შეაფასა.

1893

ტიპი: განათლება

1893 წელს ოდესაში სახელმწიფო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, იაკობ ფანცხავამ მიიღო პირველი ხარისხის დიპლომი.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ოდესის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იაკობ ფანცხავას ფიზიოლოგიის კათედრაზე პროფესორის ასისტენტად დარჩენა შესთავაზეს.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893-94 წლებში გერასიმე ცაგარეიშვილი სასწავლებელში მუშაობისას იაკობ ფანცხავას ხელფასის გადახდის პარალელურად ბინის ქირას, ავეჯის შეძენასა და კვების ხარჯებს უფინანსებდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893-94 წლებში, გერასიმე ცაგარეიშვილის სასწავლებელში მუშაობის პერიოდში, იაკობ ფანცხავა თვეში სამ თუმანს იღებდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს იაკობ ფანცხავამ დაასრულა ფერიერის „დარვინიზმის“ თარგმნა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლიდან იაკობ ფანცხავა წერდა კრიტიკულ სტატიებს მხატვრული ლიტერატურის შესახებ.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლიდან იაკობ ფანცხავა წერდა სამეცნიერო, პუბლიცისტური, ეკონომიკური და სოციოლოგიური შინაარსის სტატიებს.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს იაკობ ფანცხავას სამსახური არ ჰქონდა სოფელში და მთლიანად მშობლების ფინანსური მხარდაჭერით ცხოვრობდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს იაკობ ფანცხავა სიამოვნებით დასთანხმდა გერასიმე ცაგარეიშვილის შეთავაზებას, ბათუმში ემუშავა მასწავლებლად, რადგან იმ დროს სამსახური არ ჰქონდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს იაკობ ფაცხავა ბათუმში სამუშაოდ გადასვლის პარალელურად ამ ქალაქისა და მთლიანად აჭარის გაცნობას გეგმავდა.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893 წლამდე გერასიმე ცაგარეიშვილი იყო მასწავლებელი ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლიდან იაკობ ფანცხავას სტატიები იბეჭდებოდა თავდაპირველად გაზეთებში „კვალი“ და „ცნობის ფურცელი“, ასევე მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის გაზეთში „სახალხო გაზეთი“ და მემარცხენე სოციალ-ფედერალისტთა გაზეთში „ტრიბუნა“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლიდან იაკობ ფანცხავას სხვადასხვა ხასიათის სტატიები იბეჭდებოდა თავდაპირველად გაზეთ „კვალში“, შემდეგ, უმთავრესად სოციალ-ფედერალისტთა ჟურნალ-გაზეთებში „ცნობის ფურცელი“ და სხვ.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს, ოდესის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, იაკობ ფანცხავას ფიზიოლოგიის კათედრის პროფესორი სპირო დაჟინებით სთხოვდა კათედრაზე დარჩენას.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს იაკობ ფანცხავამ უარი თქვა პროფესორ სპიროს შეთავაზებაზე ოდესის ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში სამუშაოდ დარჩენის შესახებ, რადგან საქართველოში დაბრუნება ჰქონდა გადაწყვეტილი.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ქუთაისში დაბრუნებულმა დუტუ მეგრელმა პეტერბურგში გაგზავნა თხოვნა მისი გადასახადთა ინსპექტორად აყვანის შესახებ.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლისთვის გამოიცა დუტუ მეგრელის ლექსებისა და მოთხრობების კრებულები.