ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51387

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომაზე მოხსენება გააკეთა ხელთუბნის სკოლის მზრუნველმა ანასტასია წერეთელმა, რომ სკოლისთვის ხელსაქმის მასალების შესაძენად გადაედოთ ერთი თუმანი. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძემ, რომ ეშუამდგომლათ კავკავის ეპისკოპოს ვლადიმერთან, რათა სკოლის მღვდლად და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაენიშნათ გიორგი ნათაძე, რომელიც გორის ეპისკოპოსის ლეონიდეს რეკომენდაციით აირჩიეს. გამგეობამ ტიტე კახიძის თხოვნა დააკმაყოფილა და ეს საკითხი აცნობა თერგის ოქლის სახალხო სკოლათა დირექტორს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების საერთო კრების დადგენილება, რომ გამგეობას საერთო სამკითხველოებისთვის უნდა შეემუშავებინა საერთო წესი და ასევე უნდა მიეღო ივანე აბაშიძის წინადადება საზოგადობის კონვერტისთვის ემბლემის შექმნის შესახებ. გამგეობამ ეს საკითხი განსახილველად საზოგადოების კომისიებს გადასცა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ ივანე დემუროვს წიგნების ანგარიშში გადასცა 14 მან., ანასტასია წერეთლისას – 8.40 მან., წინარეხის სკოლის პედაგოგ გიორგაძეს – 9.75 მან., ასევე სხვადასხვა წიგნის ყდების დასამზადებლად და საზოგადოების კანცელარიისთვის ნივთების შესაძენად დახარჯეს გარკვეული თანხა, სულ ჯამში კი 347 მანეთი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 19 ოქტომბერი“ ბანკის წესდებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 20 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ზაქარია ჭიჭინაძემ აჭარაში მცხოვრები ქართველი მაჰმადიანებისთვის შეადგინა და გამოსცა მუსლიმური ლოცვების ქართულენოვანი კრებული.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნიკო თავდგირიძის პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ ოზურგეთის თეატრის მშენებლობა დაჩქარდა. ადგილობრივებს იმედი ჰქონდათ, რომ სამ-ოთხ თვეში ქალაქს თეატრი ექნებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 ოქტომბერს მცხეთაში სტუმრად ჩასულ არქიმანდრიტ გერმოგენს და მის მოწაფეებს რკიგზის სადგურში დეკანოზი იოანე მრევლიშვილი შეეგება.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 ოქტომბერს ხონში ელენე დიმიტრის ასულ ბახტაძის მიერ დაფუძნებული ქალთა სასწავლებელი აკურთხეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 18 ოქტომბერს ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვმა საქართველოში ჩამოსულ საიმპერატორო ოჯახის წევრებს, მარია თეოდორეს ასულ და ოლღა ალექსანდრეს ასულ რომანოვებს, ბათუმის ნავსადგურში კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი და ქუთაისის გუბერნატორი ფიოდორ გერშელმანი წარუდგინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 18 ოქტომბერს ბათუმის საზოგადო საკრებულოში გამართულ ხმოსანთა არჩევნებზე გამგეობის წევრმა, გრიგოლ იოსების ძე ვოლსკიმ ვერ დააგროვა გამარჯვებისათვის საჭირო ხმები და საარჩევნო პროცესს გამოეთიშა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 17 ოქტომბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი ბათუმში ჩავიდა, სადაც მას ქუთაისის გუბერნატორი, ფიოდორ გერშელმანი დახვდა.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 17 ოქტომბერს ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე მექი ფაღავამ განიხილა პეტრე გელაშვილისა და სამსონ ყიფიანის ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი დავა და უკანასკნელს გამამართლებელი ვერდიქტი გამოუტანა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ოქტომბერს სოფელ ნოსირში ავქსენტი ფაღავამ დამბაჩით დაჭრა თავად ივანე ელიზბარის ძე დადიანის მეწისქვილე, იესე კორზახია.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 16 ოქტომბერს თბილისის საოლქო სასამართლომ კონსტანტინე ივანეს ძე მუხრანბატონს ყოფილი მოურავის სასარგებლოდ 17133 მანეთის გადახდა დააკისრა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პავლე სულავამ, გიორგი ერაგიამ და ბიქტორ აბესაძემ აბაშის საეკლესიო სკოლის დასაარსებლად შემწეობა გაიღეს.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე ნოდიამ, ლავრენტი ხუნგიამ და პავლე გვარამიამ აბაშის საეკლესიო სკოლის დასაარსებლად შემწეობა გაიღეს.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თომა ცომაიამ, ვასილ ჭიჭინაძემ და ვარდენ წულაიამ აბაშის საეკლესიო სკოლის დასაარსებლად შემწეობა გაიღეს.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იორდანე ელიავამ, მიხეილ გაგუამ და სოლომონ ალანიამ აბაშის საეკლესიო სკოლის დასაარსებლად შემწეობა გაიღეს.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვასილ და ივანე ქორჩილავებმა და ივლიანე კოკაიამ აბაშის საეკლესიო სკოლის დასაარსებლად შემწეობა გაიღეს.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მღვდელი ლავრენტი წულაძე საეპარქიო საბჭოს ოზურგეთის განყოფილების წევრი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გურიის მაზრის სოფელ შუა სურებში გახსნილი ერთკლასიანი სამრევლო სკოლა მღვდელმა ლავრენტი წულაძემ აკურთხა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ტიტე ქიქოძე სიღნაღისა და თელავის მაზრების დაწესებულებათა სარევიზიო შემოწმებაზე იმყოფებოდა.

1898

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გორში სტუმრად მყოფ ბარონ დე ბაიზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოუხდენია ივანე ამილახვრის სტუმართმოყვარეობას.

1898

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გორში სტუმრად მყოფმა ბარონ დე ბაიმ თავად ივანე ამილახვარს საფრანგეთის პრეზიდენტის, ფელიქს ფორის მოკითხვა გადასცა.