ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50020

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 15 ივნისის გაზეთ „კვალის“ საშუალებით ილემის სამკითხველოს გამგემ, დიმიტრი ზურაბის ძე მაჭავარიანმა მადლობა გადაუხადა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 23 ქართული წიგნის შეწირვისათვის.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 15 ივნისს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე სიმონ ღოღობერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა თხოვნა, რომელშიც აცნობებს, რომ პირადი მიზეზების გამო 1-ლი სექტემბრიდან ვეღარ განაგრძობს სამსახურს და ამიტომ გამგეობას განთავისუფლებას სთხოვს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 10 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთექვსმეტე სხდომა. სხდომაზე დაიანგარიშეს ლატარეა-ალეგრის შემოსავალი, რამაც სულ შეადგინა 2350 მანეთი, აქედან მარიამ ვახტანგის ასულ ორბელიანს დედათა სკოლის სასარგებლოდ გადასცეს 321 მანეთი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთექვსმეტე სხდომაზე დაადგინეს, დავით კარიჭაშვილისთვის გადაეცათ გასული წლის მოგების 15%, 226 მანეთის ოდენობით, მდივნის თანაშემწე ალექსანდრე ჭყონიასთვის – 151 მანეთი და იაკობ გოგებაშვილისთვის რვეულების ანგარიშში – 66 მანეთი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 10 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთექვსმეტე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა წინარეხის სკოლის პედაგოგმა თომა კევლიშვილმა, რომ ვალად გადაეცათ მისთვის სრული ჯამაგირი უკან დაბრუნების პირობით. გამგეობამ დაადგინა, რომ ყოველ თვე ვალად მიეცათ წინარეხის სკოლის პედაგოგისთვის 10 მანეთი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1896-97 სასწავლო წლის ანგარიშში (მაისი-ივნისი) მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ 10 ივნისს სოფელ თონეთის სკოლა დაათვალიერა ალექსანდრე გარსევანიშვილმა. რევიზიის დროს სკოლაში გამოცხადდა 26 მოსწავლე, 10 ვაჟი და 16 ქალი, 1-ლი განყოფილებიდან – 10, მე-2 განყოფილებიდან – 13, მე-3 განყოფილებიდან 16 მოსწავლე.

1897

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა ცნობა, რომლის მიხედვითაც 1897 წლის 7 ივნისს გამგეობამ დაადგინა, რომ მუზეუმის ასაშენებლად უნდა გაერთიანებულიყო ყველა ფონდი, გარდა რაფიელ ერისთავის სახელობის ფონდისა.

1897

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების წევრთა საერთო კრების 1897 წლის პირველი ივნისის პროტოკოლი, რომელიც ნიკოლოზ ცხვედაძემ განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1897

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეხუთე სხდომაზე გამგეობამ 1897 წლის 1-ლ ივნისს ჩატარებული საზოგადოების წლიური კრების პროტოკოლი დაამტკიცა და ასევე მდივან დავით კარიჭაშვილს დაავალა, რომ გამგეობისთვის წარედგინა პროტოკოლის განსახილველი მუხლები.

1897

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეექვსე სხდომაზე წარმოადგინეს 1897 წლის 1-ელ ივნისს ჩატარებული საერთო კრების გადაწყვეტილება, რომ სხვადასხვა საგანგებო ფონდებს უნდა მინიჭებოდა ერთი დანიშნულება, თუმცა ამ საკითხის განხილვა თავმჯდომარე ალექსანდრე ჭყონიამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1897

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეექვსე სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი, ეკატერინე გაბაშვილისა, იაკობ გოგებაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს 1897 წლის 1-ელ ივნისს ჩატარებული საერთო კრების გადაწყვეტილება, რომ საზოგადოების მდივნისა და მისი თანაშემწისთვის მოემატებინათ ანაზღაურება, თუმცა გამგეობამ ამ საკითხის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის პირველ ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადეობის გამგეობამ დაადგინა, რომ საგანგებო თანხებს ერთი დანიშნულება მისცემოდა და გადაწყვიტა შემომწირველებისთვის აზრი გაზეთის საშუალებით ეკითხა. შემომწირველთა უმრავლესობა მუზეუმის ასაშენებლად ფონდების შეერთების მომხრე იყო. ხელს აწერენ: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი (რიშ-ბაბა), სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი, ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.

პირები
წყარო

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 1-ელ ივნისს ჩატარებული საერთო კრების თანახმად იმისათვის, რომ საგანგებო თანხებისთვის ერთი დანიშნულება მიეცათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გადაწყვიტა: 1) ყველა ფონდი, გარდა რაფიელ ერისთავის სახელობის ფონდისა გაერთიანებულიყო მუზეუმის ასაშენებლად, 2) გაერთიანებული ფონდებიდან ბაქრაძის საფლავის ძეგლისთვის გადაედოთ თანხა და ასევე სტუდენტთა დასახმარებლად გარკვეული თანხა გადაეცათ თავადაზნაურთა სკოლის კომიტეტისთვის. ხელს აწერენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე გარსევანიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი და ალექსანდრე ჭყონია.

1897

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა ცნობა, რომლის მიხედვითაც 1897 წლის 1-ელ ივნისს საზოგადო კრების გადაწყვეტილებით, საგანგებო თანხები უნდა გამოეყენებინათ ერთი კონკრეტული საქმისთვის, კერძოდ მუზეუმის ასაშენებლად, რისთვისაც გამგეობას სჭირდებოდა შემომწირველთა თანხმობა. კრების შემდეგ გამგეობამ დაადგინა, რომ შემომწირველთა უმრავლესობა მომხრე იყო ფონდების შეერთებისა მუზეუმის ასაშენებლად.

1897

ტიპი: ღონისძიება

1896-97 სასწავლო წლის მაისი-ივნისის ანგარიშის მიხედვით, მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე თონეთის სკოლაში ტოვებდა შემდეგ წიგნებს: 2 ცალი „რუსკოე სლოვო“ (1-ლი ნაწილი), 17 ცალი „რუსკოე სლოვო (მე-2 ნაწილი), 10 ცალი „ბუნების კარი“, 24 ცალი ჯაჯანაშვილის „კრებული“, 20 ცალი „კონა“, 20 ცალი „საღმრთო ისტორია“ და 24 ცალი „ლოცვანი“.

1897

ტიპი: ავტორობა

1896-97 სასწავლო წლის მაისი-ივნისის ანგარიშში მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ სოფელ თონეთის სკოლაში შემდეგი წლისთვის ტოვებს წიგნებს და რვეულებს, შეცდომით გამოგზავნილ რვეულებს აბრუნებს უკან გამოსაცვლელად. რადგან ბევრი სკოლაში წიგნების მისაღებად შემოდიოდა და შემდეგ სკოლას ტოვებდა, ამის გამო მან გადაწყვიტა, „ბუნების კარი“ და სხვა წიგნებიც გარდა „დედაენისა“ საკუთრებაში არ მიეცათ მოსწავლეებისთვის, ან უკან გამოერთმიათ. 12 ცალი უხმარი „ბუნების კარი“ სკოლაში ინახებოდა , რადგან იმ წელს მე-3 განყოფილებაში ბევრმა არ გააგრძელა სწავლა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის ზაფხულში გრიგორი გოლიცინს დაგეგმილი ჰქონდა კავკასიაში არსებული ყველა მინერალური წყლისა და სააგარაკო ადგილის მონახულება.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის მაისის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ დაწერა სამი ახალი სატირული გამოცანა („რად გვინდა, ვინ ხარ...“, „ჩემი აწ ესე ნათქვამი...“ და „კალამი რამ უშოვნია...“) დავით კეზელზე, გიორგი თუმანიშვილსა და გიორგი წერეთელზე.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 30 მაისის სხდომაზე გამგეობამ ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის რევიზორებად დანიშნა ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი და დავით კარიჭაშვილი, რომელთაც დაევალათ როგორც სამეურნეო, ისე სასწავლო მხრივ აღნიშნული სკოლის შემოწმება.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 30 მაისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარედგინა ივანე რატიშვილის სარჩელი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის რევიზიის თაობაზე.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 27 მაისს ივანე რატიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა სარჩელი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის დათვალიერების შესახებ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 27 მაისს ბესარიონ ქავთარაძეს სამსონ თოფურია მკურნალობდა. ექიმმა ქავთარაძე სიკვდილისგან იხსნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 მაისს მუშტაიდის ბაღში დანიშნული იყო „ლატარია-ალეგრი“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დასახმარებლად. მათ, ვისაც სურდათ ამ ლატარიისთვის ნივთების შეწირვა, უნდა გაეგზავნათ ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძისთვის ან საზოგადოების წიგნის მაღაზიაში.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 21 მაისს აკურთხეს ახალი სამხედრო საკათედრო ტაძარი, რომელიც თბილისში, კავკასიის მთავარმართებლის სასახლის გვერდით მდებარეობდა. კურთხევას დაესწრნენ გრიგორ გოლიცინი და ივანე ამილახვარი. აგრეთვე სხვა სამხედრო დაწესებულებათა უფროსები და მოხელეები.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სკოლის ანგარიშში აცნობებს, რომ სკოლა შედგება სამი განყოფილებისგან, რადგან იმ წელს IV განყოფილებაში არავინ გამოცხადდა.