ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50020

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 9 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 8 მაისი“ („ბ-ნ ივანენკოს გამოძიებიდამ სჩანს...“), 8 მაისის მოწინავე წერილის გაგრძელება.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 მაისის „ცნობის ფურცლის” ინფორმაციით, ქალაქში დადიოდა ხმები, თითქოს ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო ბანკის გამგებლობაზე უარს იძახდა. თუმცა ეს ამბავი უბრალო ჭორი იყო და სარწმუნო წყაროს არ ეფუძნებოდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 8 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 7 მაისი“ („ჯერ მინამ ბ-ნ ივანენკოს ნაძიებს გამოვაქვეყნებდეთ...“), 4 მაისის მოწინავე წერილის გაგრძელება.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 8 მაისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია საზოგადოებაში გავრცელებული ხმების შესახებ, რომ ილია ჭავჭავაძე ბანკში მუშაობას თავს ანებებდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 7 მაისს ბათუმში ჩასულ გიორგის ალექსანდრეს ძე რომანოვს გოლიცინი, მიხეილ შალიკოვი, გიორგი შერვაშიძე და მიტროფანე ბოგუცკი შეხვდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 7 მაისს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს სეპციალურმა კომისიამ საკრებულოს წარუდგინა წინადადება ქუთაისის გუბერნიაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღებასთან დაკავშირებით. კომისიის ერთ-ერთი წევრი მიხეილ ქიქოძე არ იზიარებდა კომისიის შეხედულებებს. კომისიის სხვა წევრი დავით ხელთუფლიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომას არ დასწრებია.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცამეტე სხდომაზე მდივანმა დავით კარიჭაშვილმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ ლატარეა-ალეგრის გასამართად უნდა გადაედოთ კრედიტი 300 მანეთის ოდენობით. გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 6 მაისის „ცნობის ფურცლის” მეშვეობით ბესარიონ ფირცხალავამ მადლობა გადაუხადა იოანე სერგიევს, რომელმაც წმინდა გიორგის ეკლესიასთან სამრევლო სკოლის დაარსებისთვის ასი მანეთი გაიღო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 6 მაისს თბილისის საკათედრო ტაძარში ნიკოლოზ ალექსადრეს ძე რომანოვის დაბადების დღისთვის წირვა აღსრულდა. წირვას ნიკოლოზ რომანოვი და გრიგორი გოლიცინიც ესწრებოდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა, დავით კარიჭაშვილმა სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანს აცნობა, რომ სკოლის დათვალიერება ივნისის პირველ რიცხვებში ივანე რატიშვილს დაევალა.

1897

ტიპი: ავტორობა

1896-97 სასწავლო წლის ანგარიშისთვის 5 მაისს მასწავლებელმა თამარ ჯორჯაძემ შეადგინა ქართული ენის I, II და III განყოფილებების სასწავლო პროგრამები.

1897

ტიპი: ავტორობა

1896-97 სასწავლო წლის ანგარიშისთვის 5 მაისს მასწავლებელმა თამარ ჯორჯაძემ შეადგინა რუსული ენის I, II და III განყოფილებების სასწავლო პროგრამები რუსულად.

1897

ტიპი: ავტორობა

1896-97 წლის ანგარიშისთვის 5 მაისს მასწავლებელმა თამარ ჯორჯაძემ შეადგინა არითმეტიკის I, II და III განყოფილებების სასწავლო პროგრამები რუსულ ენაზე.

1897

ტიპი: ავტორობა

წყარო „თონეთის სახალხო სკოლის მასწავლებლის ანგარიშები და პროგრამები“ (ტომი II) შეიცავს მასწავლებელ თამარ ჯორჯაძის მიერ შედგენილ 1896-97 სასწავლო წლის ანგარიშს და სასწავლო პროგრამებს, ანგარიშის სავარაუდო თარიღია 5 მაისიდან 10 ივნისამდე, ხოლო პროგრამებისა – 5 მაისი. მცირე შემოკლებით ამავე ანგარიშს შეიცავს წყარო „მიწერ-მოწერა სკოლის მასწავლებელ თ. ჯორჯაძესთან და ამ უკანასკნელის ანგარიში სკოლის მუშაობის შესახებ“ (ტომი I).

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 4 მაისს თბილისის პირველი გიმნაზიის დარბაზში „შეგირდთა დამხმარე საზოგადოების” კრება გაიმართა. კრებაზე გადაწყდა, რომ გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინისთვის ამ საზოგადოების საპატიო წევრობა ეთხოვათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 4 მაისის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სოფელი ბოდბისხევის ახალგაზრდობამ ადგილობრივი ბიბლიოთეკის გახსნა გადაწყვიტა. დახმარების მსურველებს შემოწირულობის გაგზავნა ქალაქ სიღნაღში დიმიტრი ნადირაძის სახელზე შეეძლოთ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 4 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 3 მაისი“ („ჩვენ წინა წერილში ვაჩვენეთ რამოდენად ჰბარტყობდა...“), 3 მაისის მოწინავე წერილის გაგრძელება.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 3 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 2 მაისი“ („ისტორია არუთინოვის ტრიხინებისა არანაკლებ საოცარია...“), 29 აპრილის მოწინავე წერილის გაგრძელება.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 მაისის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძეს სოფელ ურბნისის მოსახლეობამ ნავტიკით მტკვარზე მიმოსვლის მოწყობა სთხოვა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 მაისის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ცხინვალის მოსახლეობა ეფემია მაჩაბელს ადგილობრივი სამკითხველოს გადასარჩენად თანხის შეწირვას სთხოვდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 მაისის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ეფემია მაჩაბელი ცხინვალში საღამოებს მართავდა ხოლმე, რომლებზეც დიდი თანხა გროვდებოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 მაისს ფოთის საქალაქო ბაღში ქალთა სასწავლებლის დასახმარებლად „ლატარია-ალეგრი“ გაიმართა. შემომწირველებს შორის იყვნენ ვასილ რცხილაძე და ანდრია ღულაძე.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 მაისს ფოთის საქალაქო ბაღში ქალთა სასწავლებლის დასახმარებლად გაიმართა ლატარია-ალეგრი. საქველმოქმედო კომიტეტი მადლობას უხდიდა თბილისელ ვაჭრებს: სტანისლავ ჩარახჩიანს, ფორაქოვს, ლისინოვს, კაჭკაჭოვს, მიასნიკოვს, ბარამოვს, ს. ეზოვს, ნავტიკოვსა და სუმბათოვს ქალთა სასწავლებლის სასარგებლოდ შემოწირულობის გაღებისთვის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის მაისში ბესარიონ ქავთარაძე ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა. ამ პერიოდში იგი კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველმა, იანოვსკიმ მოინახულა.