რეგისტრირებული ფაქტები46417
სორტირება თარიღი კლებადობით
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 4 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა იაკობ მანსვეტაშვილმა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ვასილ ყიფიანს სკოლის საქმეები (1879 წლიდან 1885-ის ჩათვლით) გაუგზავნა და სთხოვა, როცა ეს დოკუმენტაცია აღარ დასჭირდებოდა, დაუყოვნებლივ დაებრუნებინა.
1890
ტიპი: ორგანიზაცია
1890 წელს დაბადებული რაფიელ ივანეს ძე ჩხაიძე იყო მენშევიკების კომიტეტის წევრი. არალეგალურად მუშაობდა ბათუმში. ცნობილი არ არის, რა ევალებოდა პარტიაში და რითი იყო დაკავებული. მონაწილეობდა ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი ოფიცრის ჩინით ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა.
1890
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1890 წელს ვასილ წერეთელი ქუთაისის გუბერნატორთან კონფლიქტის გამო იძულებული იყო, თავი დაენებებინა ჭიათურის სამკურნალოში მუშაობისათვის.
1890
ტიპი: პირადი ინფორმაცია
კონსტანტინე ბერეკაშვილს, ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის საქმისმწარმოებელს, ჰყავდა მეუღლე – სუსანა ძოწენიძე, შვილები: ნინა, იულია, აგრაფინა, ანდრია და ვერა.
1890
ტიპი: ორგანიზაცია
1890 წელს ანდრია მამუკას ძე კობაიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტეფანწმინდის განყოფილების დამხმარე წევრი გახდა.
1890
ტიპი: თანამდებობა
1890 წელს ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა მასწავლებელ და აღმზრდელ ქალთა საურთიერთო დახმარების საზოგადოების გამგე იყო.
1890
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1890 წელს იაკობ გოგებაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.
1890
ტიპი: ორგანიზაცია
1890 წელს იაკობ სვიმონის ძე გოგებაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს თბილისის სარკინიგზო დეპოში გიორგი ყაზბეგის ინიციატივით პატარა ბიბლიოთეკა დაარსდა, რომელშიც მხოლოდ რუსული წიგნები იყო. 1893 წელს ქართველმა მუშებმაც გახსნეს აქ ქართული განყოფილება.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს სოფიო არღუთინსკაია-დოლგორუკმა იაფფასიანი ბიბლიოთეკა-სამკითხველო დააარსა.
1890
ტიპი: ორგანიზაცია
1890 წელს იაგორ გიორგის ძე ღუდუშაური იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი სტეფანწმინდაში.
1890
ტიპი: ორგანიზაცია
1890 წელს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრი იყო.
1890
ტიპი: თანამდებობა
1890 წელს იაკობ მანსვეტაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელი იყო.
1890
ტიპი: თანამდებობა
ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს 1890 წლის დოკუმენტაციის მიხედვით, ვასილ ყიფიანი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორი იყო.
1890
ტიპი: ღონისძიება
ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს 1890 წლის დოკუმენტაციის მიხედვით, სილოვან ხუნდაძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში ქართული ენისა და სუფთა წერის გაკვეთილებს ატარებდა.
1890
ტიპი: თანამდებობა
ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს 1890 წლის დოკუმენტაციის მიხედვით, ელენე დიმიტრის ასული ყიფიანი-ლორთქიფანიძისა მზრუნველი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890-1891 სასწავლო წელს მასწავლებელი სილოვან ხუნდაძე სენაკის სათავადაზნაურო სკოლიდან ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გადაიყვანეს.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა პედაგოგიური რჩევის 7 პროტოკოლის დედანი.
1890
ტიპი: ღონისძიება
მარიამ წერეთლისასა და ელენე ლორთქიფანიძისას მიერ მოწყობილი საქველმოქმედო მეჯლისებიდან შეგროვდა 660 მანეთი, რომელიც 1890 წლის შემოდგომაზე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეებისთვის თბილი ტანსაცმლის შეკერვას უნდა მოხმარებოდა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის მარტში ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარუდგინა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგიური საბჭოს რუსული პროტოკოლის დედანი.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ვასილ ყიფიანს აცნობა, რომ პროტოკოლები უნდა შედგინათ ქართულად, რუსულად კი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტორი საჭიროდ მიიჩნევდა პედაგოგიური საბჭოს კრებაზე რუსი მასწავლებლის დასწრებას.
1890
ტიპი: ავტორობა
1890 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ვასილ როსტომის ძე ყიფიანს წერილით შეატყობინა, რომ მას უნდა გაეგზავნა პედაგოგიური საბჭოს დადგენილებების დედნები და გამგეობისთვის ეცნობებინა ნებისმიერი გადაწყვეტილება ან რჩევა.