რეგისტრირებული ფაქტები50020
სორტირება თარიღი კლებადობით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ ალექსანდრე ვახვახიშვილთან ერთად სათავადაზნაურო ბანკის სახელით ივანე მაჩაბლის მეუღლეს, ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილ-მაჩაბლისას გაუგზავნა უწყება ბანკის სესხის სასწრაფოდ დაფარვის შესახებ.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 3 თებერვალს რომის კათოლიკეთა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში დანიშნული იყო იაკობ იოსების ძე ლაზარაშვილი პანაშვიდი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 თებერვალს ოზურგეთში გურიის სავაჭრო ამხანაგობა „შუამავლის” კრება გაიმართა, რომელზეც ამხანაგობის წესდების შეცვლის შესახებ ისაუბრეს. Ამ საქმისთვის სპეციალური კომისია დაარსდა, რომლის წევრებადაც დავით ბესარიონის ძე კვირკველია, ისიდორე ივანეს ძე რამიშვილი და გრიგოლ ჯაყელი აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 თებერვალს ოზურგეთში სავაჭრო ამხანაგობა „შუამავლის” კრებაზე სხდომის გამგე კონსტანტინე თავართქილაძემ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვება სურდა. კრების წევრებმა ის დაითანხმეს, რომ კიდევ ერთი წელი გაძღოლოდა ამხანაგობის საქმეებს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 თებერვალს ოზურგეთში გამართულ გურიის სავაჭრო ამხანაგობა „შუამავალის“ მორიგ კრებაზე ითქვა, რომ საზოგადოების ნაწილი ეჭვით უყურებდა ამხანაგობის საქმეებს. „შუამავალის“ მმართველის, კონსტანტინე თავართქილაძის განცხადებით, იგი მზად იყო, ეჭვების გასაქარწყლებლად სამი კაცი აერჩიათ, რომლებიც მის მუშაობას გააკონტროლებდნენ. მათგან ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო აღებ-მიცემობის საქმის მცოდნე და ვაჭრობაშიც გამოცდილი ფილიპე გოგიჩაიშვილი.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის თებერვალში თონეთის სკოლის მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვს შემდეგ ნივთებს: 150 ცალი სამხაზიანი რვეული ქართული წერისათვის, (ორხაზიანი მეშველი ხაზით), 10 ცალი ერთხაზიანი რვეული, 1 კოლოფი კალმები, მაგრამ სხვანაირი და არა ადრე გაგზავნილი. ის სწერს, რომ ეს ნივთები ძალიან საჩქარო არ იყო და ამიტომ მამა პართენ ცაგარლისთვის გაეტანებინათ.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის თებერვალში ყარამან ჩიქოვანი ექიმ ნავასარდიანის კლინიკაში თვალისა და ნერვების პრობლემებს მკურნალობდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის თებერვალში მთავრობის განკარგულებით ზემო სვანეთში მდებარე სასწავლებლის პედაგოგი ნიჟარაძე ტიტულოვანი მრჩეველი გახდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის თებერვალში, მთავრობის განკარგულების მიხედვით, ზუგდიდის სასწავლებლის პედაგოგი გომელაური ტიტულოვანი მრჩეველი გახდა.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის თებერვალში თბილისის სასამართლო პალატამ ხელმეორედ განიხილა საქმე დიმიტრი მუსხელიშვილისა, რომელსაც გაბრიელ აგლუნოვისთვის შეურაცხყოფის მიყენებაში ედებოდა ბრალი. ეს საქმე განიხილეს 1896 წლის 9 სექტემბერსაც და მუსხელიშვილს 4 დღით დაპატიმრება მიუსაჯეს, თუმცა მან საჩივარი უყურადღებოდ დატოვა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის თებერვალში მთავრობის განკარგულებით თბილისის მე-3 გიმნაზიის მასწავლებელი, ჯარშეიშვილი „ნადვორნი სოვეტნიკი“ გახდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის თებერვალში მთავრობის განკარგულებით ქალაქ ყარსის სასწავლებლის პედაგოგი ბაქრაძე კოლეგიის ასესორი გახდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის თებერვალში დუშეთის მაზრის უფროსის თანაშემწემ, ცისკარიშვილმა დაიწყო სოფლის მამასახლისის, ალექსანდრე ელიოზიშვილის საქმის გამოძიება. ელიოზიშვილს სოფლის ფულის მოპარვაში ადანაშაულებდნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ მან ორმოცი თუმანი მოიპარა სასოფლო ბიუჯეტიდან. ელიოზიშვილი სამსახურიდან გადააყენეს, ათი თუმანი აპატიეს და ოცდაათი ჩამოართვეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის თებერვალში ნიკოლოზ ლომოური წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის თებერვალში სიღნაღის მაზრის მმართველობის რეგისტრატორი, ბეგიაშვილი იმავე მმართველობის თარჯიმნად დაინიშნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის თებერვალში იოსებ სანებლიძე წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის თებერვალში თბილისის სამოსამართლო პალატის მდივანმა ალექსანდრე არეშოვმა დიმიტრი მუსხელიშვილს უჩივლა იმის გამო, რომ მან მუშაობის დროს შეურაცხყოფა მიაყენა. საჩივარი პროკურორის თანაშემწე ა. გ. რიბინმა განიხილა, საბრალდებო ოქმი შეადგინა და საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის განყოფილებას გადასცა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 29 იანვრისთვის ქართულ თეატრში დაგეგმილი იყო ბ. ავალაშვილის ბენეფისი. უნდა დაედგათ ახალი პიესა „ბოშა ქალი ზანდა“. პიესის რეჟისორი იყო ალექსი-მესხიშვილი, ადმინისტრატორი – კ. შათირიშვილი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 28 იანვარს „ცნობის ფურცელში” გამოქვეყნდა ბიოგრაფიული ცნობები იაკობ იოსების ძე ლაზარაშვილის შესახებ. იაკობმა 1895 წელს შეირთო ცოლი და ამ წელსვე შეეყარა ჭლექი.