ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის აგვისტოში თბილისის მეორე სამკითხველოს შემოსავალი 118 მანეთი და 46 კაპიკი იყო. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოების ფინანსური ბრუნვა 22697.67 მანეთს შეადგენდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის აგვისტოში თბილისის პირველმა სამკითხველომ სექტემბრისთვის 54 მანეთი და 47 კაპიკი შეინახა. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიმართა, რომ ეწინააღმდეგებოდა ლავრენტი აგლაძისთვის შემწეობის გაუქმებას. მისი თქმით, აგლაძე გაწეული შრომის სანაცვლოდ ჯილდოს იმსახურებდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თბილისის მე-2 ბიბლიოთეკის გამგეს 15 მანეთი გადაუხადა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 5 ივნისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების მცირე კომისიის მიერ ადგილობრივი განყოფილებისათვის შემუშავებული ინსტრუქცია.

1906

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის მე-3 ძირითადი და პარალელური განყოფილების მოსწავლეებმა 9468 გაკვეთილი გააცდინეს. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის მე-4 განყოფილების მოსწავლეებმა 5016 გაკვეთილი გააცდინეს. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის 1-ლი განყოფილების 34-მა მოსწავლემ გააცდინა გაკვეთილები. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის 1-ლი განყოფილების მოსწავლეებმა 1509 გაკვეთილი გააცდინეს. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, სასწავლო წლის დასასრულს ბათუმის სკოლის მე-4 განყოფილებაში ირიცხებოდა 10 მოსწავლე. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, 1905 სასწავლო წლის დასაწყისში ბათუმის სკოლის მე-4 განყოფილებაში ირიცხებოდა 24 მოსწავლე, გამოცხადდა 13. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, სასწავლო წლის დასასრულს ბათუმის სკოლის მე-3 განყოფილებაში ირიცხებოდა 18 მოსწავლე. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, 1905 სასწავლო წლის დასაწყისში ბათუმის სკოლის მე-3 განყოფილებაში ირიცხებოდა 44 მოსწავლე, გამოცხადდა 18. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის ანგარიშის მიხედვით, სასწავლო წლის დასასრულს ბათუმის სკოლის მე-2 განყოფილებაში ირიცხებოდა 34 მოსწავლე. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, 1905 სასწავლო წლის დასაწყისში ბათუმის სკოლის მე-2 განყოფილებაში ირიცხებოდა 59 მოსწავლე და გამოცხადდა 31. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, სასწავლო წლის დასასრულს ბათუმის სკოლის 1-ლ განყოფილებაში ირიცხებოდა 37 მოსწავლე. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, 1905 სასწავლო წლის დასაწყისში ბათუმის სკოლის 1-ელ განყოფილებაში ირიცხებოდა 63 მოსწავლე და გამოცხადდა 29. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის ოთხივე განყოფილებიდან 356-მა მოსწავლემ გააცდინა გაკვეთილები. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის პირველ მაისს მიხეილ ლობჟანიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ეკატერინე ბარათაშვილისთვის 30 მანეთი სთხოვა. გამგეობამ უსახსრობის გამო მისი სურვილი ვერ დააკმაყოფილა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პეტრე გრიგოლის ძე მამრაძის თხოვნა ვერის ბიბლიოთეკის წიგნების ავლაბრის ბიბლიოთეკისთვის გადაცემის შესახებ.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის კომისიის დადგენილების თანახმად, დავით ღამბაშიძისთვის უნდა ეთხოვათ, საზოგადოებისთვის გადაეცა „მწყემსის“ ნომრების სრული კრებული.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წლის 5 ივნისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და ივანე ივანეს ძე ზურაბიშვილი იყვნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მცირე კომისიის წევრები.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება წიგნის მაღაზიისთვის ბინის საკითხის მოგვარების შესახებ. საზოგადოებამ ამ საკითხის გამოკვლევა საფინანსო კომისიას მიანდო.