ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50752

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 10-დან 21 მაისამდე ქრისტინე შარაშიძემ კუთვნილი შვებულებიდან 10 დღე ითხოვა, რადგან დაღლილობისა და მაღალი წნევის გამო დასვენება სჭირდებოდა.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 14 აპრილს ქრისტინე შარაშიძემ ძველ ხელნაწერთა მუზეუმის წერა-კითხვის საზოგადოებისეული ფონდის 2224 ხელნაწერის გზამკვლევის შედგენა დაასრულა.

1951

ტიპი: თანამდებობა

1951 წელს ქრისტინე შარაშიძე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში მუშაობდა.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის იანვარში დამტკიცებული გეგმის მიხედვით, ქრისტინე შარაშიძეს აპრილის შუა რიცხვებისათვის უნდა დაემთავრებინა 1950 წლის ნოემბერში დაწყებული, მუზეუმის ძველ ხელნაწერთა წერა-კითხვის საზოგადოებისეული ფონდის გზამკვლევის შედგენა.

1951

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის 1951 წლის სამუშაო გეგმის ანგარიშის მიხედვით, მან H ფონდის მეექვსე ტომისათვის მასალის მომზადებისას 84 ხელნაწერი აღწერა.

1951

ტიპი: ღონისძიება

1951 წელს გამოქვეყნდა ევგენი გეგეჭკორის პუბლიცისტური წერილი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ის საუბრეობს ჩერჩილის, ჰიტლერისა და სტალინის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა გეგმაზე.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა ევგენი გეგეჭკორის პუბლიცისტური წერილი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ. ის საუბრობს ამერიკა-ჩინეთ-კორეის ომის შესახებ, ამასთან აღნიშნავს, რომ რუსეთი გაურბის საერთაშორისო შეტაკებას.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს ევგენი გეგეჭკორმა წარმოთქვა სიტყვა თანამემამულეების წინაშე და გამოქვეყნდა მისი წერილები ბოლშევიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ამერიკულ კომიტეტთან კავშირის დამყარების თაობაზე, რომელშიც ის საუბრობს ქართული ემიგრაციის საერთო აპარატის შექმნაზე.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა ევგენი გეგეჭკორის წერილები ბოლშევიზმის წინააღმდეგ მებრძოლ ამერიკულ კომიტეტთან კავშირის დამყარების თაობაზე. წერილის თანახმად, „რუსეთის ხალხთა გათავისუფლების ამერიკულმა კომიტეტმა“ მიმართა ქართულ ემიგრაციას პროპაგანდისტული მიზნით, მონაწილეობა მიეღოთ ანტიბოლშევიკური ბლოკის შექმნაში, თუმცა ამაზე უარყოფითი პასუხი მიიღო.

1950

ტიპი: ღონისძიება

1950 წლის 10 დეკემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს შეატყობინა, რომ იგი სასამართლოში არ გამოუძახებიათ. შეატყობინა, რომ მიხეილ ალშიბაიას საქმე გართულდა.

1950

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1950 წლის 14 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, ქართველი ტყვის ანტონ წეროძის შვილისთვის გადაეცა, რომ მამამისს რომში არ იცნობდნენ. ერთადერთი ქართველი არველაძე იყო, ვინც უთხრა, რომ ბათუმში წეროძეებს იცნობდა.

1950

ტიპი: ღონისძიება

1950 წლის 14 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ანტონ წერაძის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მის ქალიშვილს საკონსულოში გაეგზავნა წერილი. მისი აზრით, თუ წერაძის ქალიშვილი გერმანიაში მყოფ რუსულ ოფიციალურ წრეებს მამის შესახებ ინფორმაციას სთხოვდა, არაფერი დაშავდებოდა.

1950

ტიპი: ღონისძიება

1950 წლის 14 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ რომიდან გამგზავრებას აპირებდა, რადგან მას მღვდელი თარხნიშვილი კონსტანტინოპოლში, ქართულ კათოლიკურ მონასტერში გადასვლას სთხოვდა. ასევე შეატყობინა, რომ იქ მემუარების დაწერას გეგმავდა.

1950

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1950 წლის 15 მარტიდან ამავე წლის 8 აპრილამდე ქრისტინე შარაშიძე საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის კლინიკურ სტაციონარში იმყოფებოდა.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 23 თებერვალს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ საქართველოს პოლიტიკური საკითხი ბევრმა დაივიწყა. შალვა მაღლაკელიძეს სურდა, რომ გერმანიაში დავით ვაჩნაძესა და ცომაიას ეკეთებინათ ქართული საქმე.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის თებერვალში რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მას და ნიკოლოზ აფხაზს აკაკი ჩხენკელი მოუწოდებდა, საგარეო საქმეთა სამინისტროში ძველი ნაცნობობა განეახლებინათ.

1950

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1950 წლის პირველ თებერვალს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს ურჩია, რომ რეინლანდიაში არ ეცხოვრა. მოკითხვა შეუთვალა კონსტანტინე კრომიადს და დავით ვაჩნაძის ავადმოყოფობის გამო მწუხარება გამოთქვა.

1950

ტიპი: ღონისძიება

1950 წელს მენდემ „ვარშავის ქართველების“ დაღუპვაში დამნაშავედ შალვა მაღლაკელიძე ცნო. მოგვიანებით მან მიხეილ ალშიბაიას მისწერა და მოსთხოვა, რომ საქმიდან მისი ცნობა ამოეღო.

1950

ტიპი: ღონისძიება

1950 წელს დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი საქართველოს სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა.

1950

ტიპი: თანამდებობა

1950 წელს დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი საქართველოს სსრ მეციერებათა აკადემიის აკადემიკოსი გახდა.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს გამოქვეყნდა თედო სახოკიას „მოგზაურობანი − გურია, აჭარა, სამურზაყანო, აფხაზეთი“.

1950

ტიპი: ავტორობა

1950-51 წლებში გამოქვეყნდა თედო სახოკიას პირველი ტომი კრებულისა „ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი“.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის შემოდგომიდან წლის ბოლომდე ქრისტინე შარაშიძე გიორგი ჯაბადარისა და გიორგი თუმანიშვილის სრული არქივების მოწესრიგებაზე მუშაობდა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის შემოდგომიდან წლის ბოლომდე ქრისტინე შარაშიძე მიხეილ მაჩაბლისა და გიორგი წერეთლის არქივების ნაწილის მოწესრიგებაზე მუშაობდა.

1949

ტიპი: ღონისძიება

1949 წლის 25-27 მაისს გალაკტიონი იყო ჭიათურაში და შეხვდა მაღაროელებს. ესტუმრა აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმს სხვიტორში.