ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47984

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს დუტუ მეგრელი ერევნიდან ნახიჩევანის მაზრაში გადავიდა სამუშაოდ.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წელს დუტუ მეგრელი გადასახადთა ინსპექტორად ნახიჩევანის მაზრაში გადაიყვანეს.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წლის მაისში დუტუ მეგრელი დანიშნეს ყოფილი ყარსის ოლქის, ოლთისის მაზრის გადასახადთა ინსპექტორად.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის დეკემბერში დუტუ მეგრელმა ავადმყოფობის გამო საქართველოს ფინანსთა სახალხო კომისარიატში მუშაობა შეწყვიტა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის პირველ სექტემბერს, თოთხმეტ წლიანი სამსახურბერივი მივლინების შემდეგ, დუტუ მეგრელი ერევნიდან თბილისში დაბრუნდა.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903-დან 1917 წლამდე დუტუ მეგრელი ერევანში საგლეხო საკრებულოს წევრად მუშაობდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს დუტუ მეგრელი დედასთან ერთად ოლთისის მაზრაში (ყარსის ოლქი) გაემგზავრა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს დუტუ მეგრელი ქუთაისიდან თბილისში ჩავიდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის იანვარში დუტუ მეგრელმა ასი მანეთი ისესხა სალიტერატურო ფონდისგან.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 9 იანვრის გაზეთში „ივერია“ დუტუ მეგრელის წერილს სალიტერატურო ფონდის დაარსების აუცილებლობის შესახებ გამოეხმაურა ეკატერინე გაბაშვილი.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილი დუტუ მეგრელის წერილი სალიტერატურო ფონდის დაარსებას ეხებოდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს დუტუ მეგრელი უმუშევარი იყო და სამსახურს ეძებდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 9 იანვრის გაზეთში „ივერია“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის რედაქციისადმი მიწერილი წერილი „დროა“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წელს გაზეთის „ივერია“ მეოცე ნომერში დაიბეჭდა დუტუ მეგრელის წერილი ქართული ლიტერატურის შესახებ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის მაისში დიმიტრი ხოშტარიას მოთხრობა „საცოდავნი“ დუტუ მეგრელის ფსევდონიმით გამოიცა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს დუტუ მეგრელი და დედამისი, მარიამ გაგუა ქუთაისში გადავიდნენ საცხოვრებლად.

1891

ტიპი: განათლება

1891 წელს დუტუ მეგრელმა ავადმყოფობის გამო ვერ აიღო ოდესის უნივერსიტეტის დიპლომი.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის გაზაფხულზე დუტუ მეგრელი სახელმწიფო გამოცდების ჩაბარების შემდეგ ოდესიდან ქუთაისში დაბრუნდა.

1893

ტიპი: განათლება

1893 წლის გაზაფხულზე დუტუ მეგრელმა ოდესაში სახელმწიფო გამოცდები ჩააბარა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის გაზაფხულზე დუტუ მეგრელი ისევ ოდესაში დაბრუნდა.

1891

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1891 წელს ოდესაში სახელმწიფო გამოცდების ჩაბარების პერიოდში დუტუ მეგრელი ავად გახდა.

1915

ტიპი: გარდაცვალება

ნიკოლოზ იოსების ძე ლომოური 1915 წლის 17 აპრილს გორში გარდაიცვალა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს დაწერილი მოსე ჯანაშვილის ავტობიოგრაფიის თანახმად, მას ეკუთვნის ნაშრომი „История осетинского народа“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში თავისი „ნაშრომის“ სამ წიგნად გამოცემის შესახებ წერს.