ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის მეორე განყოფილებაში „დედა ენა“ მთლიანად ჰქონდათ გავლილი. კლასში კითხულობდნენ პატარ-პატარა მოთხრობებს, ზღაპრებს და იგავ-არაკებს. ამასთანავე მოსწავლეები ჰყვებოდნენ შინ მოსმენილ ზღაპრებს. მათ საგანი კარგად ჰქონდათ ათვისებული. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 9 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის თხოვნა ჟურნალ „განათლების“ დახმარების შესახებ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 28 სექტემბერს თბილისის ქალთა მე-2 გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს ვაჟთა მე-2 გიმნაზიაში მასწავლებლად დამტკიცება სთხოვა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 4 ნოემბერს შედგენილი დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძეს მამადავითის მთაზე ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლისთვის გასამრჯელოდ უნდა მიეღო 5800 მანეთი ასეთი თანმიმდევრობით: 2000 მანეთი – პარიზში გასამგზავრებლად და მუშაობის დასაწყებად, 1500 – ქალის ბრინჯაოს ქანდაკების ჩამოსასხმელად (მანამდე კომისიამ უნდა შეეფასებინა ფოტოესკიზები), 1200 – სამუშაოს დასრულების, ანუ საფლავზე ძეგლის დადგმის შემდეგ. რუსულენოვან დოკუმენტს ხელი მოაწერა იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძემ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 4 ნოემბრის რუსულ ენაზე დაბეჭდილ დოკუმენტს, რომელშიც განსაზღვრული იყო მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძისა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მოვალეობები ილიას საფლავის ძეგლის აგებასთან დაკავშირებით, დართული ჰქონდა წერილი, რომლის მიხედვითაც 6 ნოემბერს გამგეობის სხდომაზე იწვევდნენ ძეგლის შემფასებელი კომისიის წევრებს. ხელი მოაწერა გამგეობის მდივანმა სამსონ ფირცხალავამ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 19 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ისაუბრეს ძმები ზუბალაშვილების სტიპენდიების შესახებ.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, აღათია წერეთელი ვლადიკავკაზის სკოლაში მასწავლებლად დაინიშნა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 24 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის პირველიდან 24 იანვრამდე საზოგადოებაში შევიდა 1063. 75 მანეთი და დაიხარჯა – 1029. 55.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ჯორჯაძემ საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო შეიტანა. მისი თავმდებნი იყვნენ: შიო დედაბრიშვილი, გიორგი დეკანოზიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და პეტრე მირიანაშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას განუცხადა, რომ იანვრიდან „დედა ენა“ განახლებული ტირაჟით დაიბეჭდებოდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს არჩილ კონსტანტინეს ძე ჯორჯაძის, ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილისა და ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილის თხოვნა სალიტერატურო ფონდიდან სესხის მიცემის შესახებ. საზოგადოებამ არჩილ ჯორჯაძეს 50 მანეთი გადასცა, ლუკა რაზიკაშვილს – 30 და ნიკოლოზ კურდღელაშვილს – 20.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 5 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელაშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, იესე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 19 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ილია ალხაზიშვილმა საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო შეიტანა. მისი თავმდებნი იყვნენ: შიო დედაბრიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, პეტრე მირიანაშვილი და ალექსანდრე მიქაბერიძე.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 5 ივნისს იაკობ გოგებაშვილსა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, „დედა ენის“ გაყიდვით მიღებული თანხა ავტორს საზოგადოებისგან ყოველთვიურად უნდა მიეღო. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს: ნიკოლოზ ცხვედაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა, ალექსანდრე ჭყონიამ და სხვებმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 ივნისს ალექსანდრე ჭყონიამ უარი თქვა ალექსანდრე როინაშვილის ქვრივის, ელისაბედისთვის, შესაწევრის გაზრდაზე. მას ძველებურად 20 მანეთი გადაეცემოდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 12 ივნისს ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონიამ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. 5-დან 12 ივნისამდე საზოგადოებას ჰქონდა 162. 3 მანეთი, გასცა – 561. 54.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 ივნისს ალექსანდრე ჭყონიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ნაძალადევის ბიბლიოთეკის გერბში 2 მანეთი გადაიხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 ივნისს ალექსანდრე ჭყონიამ ხიზაბავრის ტერიტორიაზე სამკითხველოს გასახსნელად შუამდგომლობის კანონიერი გზით გაფორმება ითხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 ივნისს ალექსანდრე ჭყონიამ სექტემბრისთვის გადადო გოგებაშვილის თხოვნა ვლადიკავკაზის სკოლაში გამგისა და მზრუნველის დანიშვნის შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 ივნისს ალექსანდრე ჭყონიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით სააფთიაქო საქონლით მოვაჭრე ამხანაგობას ფოტოგრაფიისთვის საჭირო წამლებში 65. 56 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე მარიამ ბაქრაძემ საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო შეიტანა. მისი თავმდებნი იყვნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, პეტრე მირიანაშვილი და ალექსანდრე მიქაბერიძე.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 5 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და იესე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს პეტრე მირიანაშვილის მოხსენება კრილოვის მოთხრობების გამოცემის თაობაზე. საზოგადოებას 20 წიგნი ჰქონდა დარჩენილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს იაკობ გოგებაშვილმა „დედა ენის“ ახალი გამოცემა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სრულად გადასცა. ავტორისთვის ერთ წიგნში 20 კაპიკი უნდა მიეცათ.