რეგისტრირებული ფაქტები46348
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ჟენევაში მცხოვრები ქართველი სტუდენტების თხოვნა ალექსანდრე თორაძისთვის პეტრე ზუბალაშვილის მიერ გაგზავნილი თანხიდან დახმარების შესახებ. გამგეობამ მათ უარი უთხრა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა პეტრე სურგულაძეს მის მიერ ნათარგმნი წიგნის სანაცვლოდ ვალი გაუქვითეს.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 14 სექტემბერს ბათუმის ქართული სკოლის სამზრუნველოს სხდომაზე გადაწყდა, მარიამ ელიავა კომიტეტის წევრად აერჩიათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს პეტრე მირიანაშვილის მოხსენება ანა ჯმუხაძის წარდგენილი N100 ყულაბის გახსნის შესახებ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას რეხელი ბავშვებისთვის 192 მანეთი სთხოვა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას დაევალა, შესანახად ჩაებარებინა ილია ჭავჭავაძის მოძრავი ქონება.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს ჟენევაში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პეტრე ზუბალაშვილის მიერ გაგზავნილი თანხის განაწილების თხოვნით მიმართეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს ივანე ავალიშვილმა მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ საწევრო გადასახადების შეგროვება მისთვის დაევალებინათ.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს წინარეხის სკოლის კომიტეტის წევრები იყვნენ იოსებ ზებულონის ძე ცხვედაძე და ს. მალაქაშვილი.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გომარეთის სკოლაში სწავლა დაიწყო პირველ ოქტომბერს. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გომარეთის სკოლაში სწავლა 10 აპრილს დასრულდა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლაში სწავლა 2 სექტემბერს დაიწყო. ანგარიშს ხელს აწერენ ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905 წლის ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლაში სწავლა 4 ივნისს დასრულდა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905 წლის ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში სწავლა დაიწყო 2 სექტემბერს. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში სწავლა 17 მაისს დასრულდა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ხელთუბნის სკოლაში სწავლა დაიწყო 9 სექტემბერს. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ხელთუბნის სკოლაში სწავლა 21 მაისს დასრულდა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლაში სწავლა დაიწყო 20 აგვისტოს. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლაში სწავლა 30 მაისს დასრულდა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 7 ივნისს თბილისის წვრილ ვაჭართა პროფესიული საზოგადოების მთავარმა კომიტეტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მიერ 15 ივნისისთვის დანიშნულ კრებაზე დასასწრებად აირჩია ორი წარმომადგენელი – იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძე (კომიტეტის თავმჯდომარე) და ნიკოლოზ პავლეს ძე კიკნაძე (კომიტეტის წევრი). მათ დაევალათ კრების ანგარიშის წარდგენა მთავარი კომიტეტისთვის.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სკოლების სამზრუნველო კომისიის მოხსენება ამ სკოლათა მართვის ინსტრუქციაში ცვლილებებისა და სამეურვეო კომიტეტის გაუქმების შესახებ, რომელიც მოისმინეს 9 თებერვალს და გადადეს სამზრუნველო კომიტეტისთვის განმარტებითი პასუხის მომზადებამდე. გამგეობამ მოისმინა ინსტრუქციის სამუშაო ვერსია და დაამტკიცა. სხდომის ოქმს ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 22 ივლისს საქართველოს ფილარმონიული საზოგადოების გამგეობამ (თავმჯდომარე – ი. სულხანიშვილი, დროებითი მდივანი – ზაქარია ფალიაშვილი) შეატყობინა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმაში მონაწილეობის მიღების საკითხს პირველივე საერთო კრებაზე მოახსენებდა საზოგადოებას, რადგან თვითონ გამგეობა არ იყო უფლებამოსილი, რაიმე საზოგადოებრივი საქმისთვის თანხა გაეღო.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 12 ივნისს თბილისის წვრილ ვაჭართა პროფესიულმა საზოგადოებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ მთავარმა კომიტეტმა (თავმჯდომარე იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძე) 7 ივნისს მოისმინა საზოგადოების გამგეობის მოწოდება ილია ჭავჭავაძის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების განსახილველ კრებაზე დასასწრებად.