ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51043

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის ზაფხულში ოზურგეთში ჩასული ფილიმონ ქორიძე მამა დავით დუმბაძემ მოინახულა და ოზურგეთის საკრებულო ტაძარში მისი ნოტებით ჩაწერილი საგალობლების შესრულების ნებართვა სთხოვა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ „ფირუზას“ ფსევდონიმით გამოაქვეყნა სატირული პამფლეტი „ორხმიანი საახალწლო ოპერეტი“ გაზეთ „კვალის“ თანამშრომლებზე.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „კვალში“ გიორგი წერეთელმა გამოაქვეყნა პუბლიკაცია „კვალი. ორი წლის ნაღვაწი“, რომელშიც უპირისპირდება გაზეთ „ივერიას“, მის რედაქტორ ილია ჭავჭავაძეს და სხვა თანამშრომლებს.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 1-ლ იანვარს გაზეთ „კვალში“ „დავით სოსლანის“ ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით კეზელის საახალწლო შარჟები ქართველ მოღვაწეებზე, მათ შორის ილია ჭავჭავაძეზე: „ძლიერს მორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინც ორგულია, ღმერთმან ინებოს, სოფელი არ დაგრჩეს უმადურია“.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წელს მიხა ჩოდრიშვილი ხელოსანთა არტელის დამაარსებელი იყო და გაერთიანების წესდებაზე მუშაობდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს ჟანდარმერიამ გაჩხრიკა ილია ჭავჭავაძის ბინა თბილისში.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს ივანე ანდრონიკაშვილმა და არტემ ფირალიშვილმა ილია ჭავჭავაძეს აჩუქეს თავიანთი წიგნი „თბილისის გუბერნიაში სასოფლო-სამეურნეო სკოლის ტიპის შესახებ“.

1895

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1895 წელს ილია ჭავჭავაძემ უბის წიგნაკში ჩაიწერა, ვისთვის რა თანხა ჰქონდა მისაცემი და ვისგან რამდენი – ასაღები.

1895

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1895 წელს ილია ჭავჭავაძემ რუსული ჟურნალებიდან „ნოვოე ვრემია“ და „სელსკოე ხოზაისტვო“ მისთვის საინტერესო თემები ჩაინიშნა.

1895

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1895 წელს ილია ჭავჭავაძემ პროფესორ ჯოზეფ ეკშტეინის წიგნიდან „ღირსება ფილოსოფიასა და სამართალში“ ბეჭდვითი სიტყვის შესახებ ციტატები ამოიწერა და გვერდები მიუთითა.

1895

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1895 წელს ილია ჭავჭავაძემ უბის წიგნაკში ჩაიწერა წიგნების ჩამონათვალი ფასებით, რომლებიც, სავარაუდოდ, იყიდა ან უნდა ეყიდა მოსკოვის წიგნის მაღაზიაში, რომლის მისამართიც იქვეა მიწერილი.

1895

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1895 წელს ილია ჭავჭავაძემ დაამთავრა ახალი სამსართულიანი სახლის მშენებლობა საგურამოში.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დახმარებით ანასტასია მიხეილის ასულმა თუმანიშვილმა თბილისში მეორე ბიბლიოთეკა გახსნა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წელს ვარინკა წერეთელმა აკაკი წერეთლის ლექსის მიხედვით სიმღერა „სულიკო“ დაწერა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ეკატერინე გაბაშვილის საყმაწვილო მოთხრობანი გამოსცა სამ წიგნად.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895-1917 წლებში თეოფანე იოვანეს ძე ნადირაძე სოფ. დიხაშხოს წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895-1917 წლებში იაკინთე თედორეს ძე კანდელაკი სოფ. კულაშის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი იყო.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895-1904 წლებში სერაპიონ მიხეილის ძე დადუნაშვილი სალხინოს წმ. სულთმოფენის ეკლესიის მღვდელი იყო.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895-1898 წლებში სპირიდონ გიორგის ძე ლეკვეიშვილი ქვედა მესხეთის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წელს სერაპიონ მიხეილის ძე დადუნაშვილი ღორეშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წელს სვანეთის ეკლესიაში ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის კლიმენტი ჩიქვანი იღუმენად აკურთხეს.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წელს ლუკა სიმონის ძე თათეიშვილმა ცალკე წიგნად გამოსცა პოემა „სიყვარული“, „ცხოვრება და წამება წმინდა მოწამეთა დავით და კონსტანტინესი“, „ადამიანის გულის ნდომა და წრფელი სინდისის დაკითხვა“ და „კავშირი“.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის დასაწყისიდან თედო სახოკია თბილისში დაბრუნდა საცხოვრებლად.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს თედო სახოკია უმუშევარი დარჩა და აღარ ეძებდა ახალ სამსახურს.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს სამსახურის გარეშე დარჩენილმა თედო სახოკიამ გადაწყვიტა, თავი ლიტერატურული საქმიანობით ერჩინა.